📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების/გამოცემული საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.04.2025
ძალაში შესვლა 01.05.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017565 155
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/04/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 3 ვერსია ↓
695 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.04.2025 მიღება
01.05.2025 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 26.09.2023 პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირის, საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 26.01.2021 მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უბილეთო მგზავრობისათვის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 26.12.2023 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით და 135<sup>1</sup> მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 22.12.2014 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა) საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 28.04.2017
კონსოლიდირებული ვერსიები (3)
30.04.2025
05.09.2025
22.12.2025
მოქმედი

დოკუმენტის ტექსტი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების/გამოცემული საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება  №36 2025 წლის 30 აპრილი ქ. თბილისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების/გამოცემული საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 268​1 მუხლის მე-8 ნაწილისა და 290​​1 მუხლის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების/გამოცემული საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესი და პირობები. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის №534 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 31/10/2017; სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016681). მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების/გამოცემული საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესი და პირობები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ეს წესი და პირობები განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მიერ მიღებული დადგენილების/გამოცემული საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ პროცედურებს. მუხლი 2🔗. გამოქვეყნების წესი და პროცედურა 1. სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება/გამოცემული საჯარიმო ქვითარი/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მისი გამოწერის/გამოტანის შემდეგ, იგზავნება სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მათი ადრესატისთვის ჩაბარების, გამოქვეყნებისა და აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით. 2. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების/გამოცემული საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაციას სამართალდამრღვევს უგზავნის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, თუ სამინისტროს სისტემის საამისოდ დაცულ მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია. 3. სამართალდამრღვევისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნასთან ერთად სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს აღნიშნული დადგენილების/საჯარიმო ქვითრის/გადაწყვეტილების ასლის, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდის – „www.police.ge“-ის, შესაბამის ბმულზე გამოქვეყნებას. 4. დადგენილების/საჯარიმო ქვითრის/გადაწყვეტილების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება ხდება ავტომატურად, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით. 5. საჯარიმო ქვითრის გამოქვეყნება ხდება შემდეგი წესით: სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ადგილზე თავსდება საჯარიმო ქვითრის ნომრების სრული სია, რომელიც  გამოქვეყნების მომენტისთვის არის გამოწერილი. დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს გამოქვეყნებული საჯარიმო ქვითრის შინაარსს საჯარიმო ქვითრის ნომრის მონიშვნის, ან შესაბამის ველში პირადი ნომრის, პირადობის მოწმობის ნომრის და დაბადების თარიღის მითითებით 6. სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დადგენილების/გადაწყვეტილების მოძიება შეიძლება საჩივრის/დადგენილების/გადაწყვეტილების ნომრის ან პირადი ნომრისა და მობილური ტელეფონის ნომრის მითითებით. 7. სამართალდამრღვევის მიერ ჯარიმის, დადგენილების/საჯარიმო ქვითრის/გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიღებიდან ან/და სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, მას სათანადო დადგენილების/საჯარიმო ქვითრის/გადაწყვეტილების ასლი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ეგზავნება. 8. თუ დადგენილების/საჯარიმო ქვითრის/გადაწყვეტილების ფოსტის მეშვეობით ჩაბარება ვერ მოხერხდა ან მისი ფოსტის მეშვეობით გაგზავნა შეუძლებელია, აღნიშნული დადგენილების/საჯარიმო ქვითრის/გადაწყვეტილების ასლი ჩაბარებულად მიიჩნევა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. 9. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი დოკუმენტი/შეტყობინება შესაძლებელია გამოქვეყნდეს ამ მუხლით დადგენილი წესით. 10. ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 234​1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას სამართალდამრღვევს ადგილზე ჰბარდება საჯარიმო ქვითრის/მიღებული დადგენილების ასლი. მუხლი 3🔗. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დამატებითი წესები 1. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის გამოქვეყნება ხდება შემდეგი წესით: სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ადგილზე თავსდება იმ სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო სანომრე ნიშნების სრული სია. 2. დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნის მონიშვნის გზით მოძებნოს და გაეცნოს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოწერილ საჯარიმო ქვითარს, სადაც შეუძლია გაეცნოს საჯარიმო ქვითრის ნომერს, სამართალდარღვევის ჩადენის თარიღსა და ადგილს, ნორმატიული აქტის შესაბამის მუხლს, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის, დაკისრებულ ჯარიმას, საჯარიმოო ქვითრის გამოქვეყნების თარიღს, ჯარიმის გადახდის ვადას. 3. სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარიმო ქვითრის გარდა, ასევე თავსდება შესაბამისი ბმული, სადაც დადგენილი წესების დაცვით შესაძლებელია კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის ნახვა. მუხლი 4🔗. მონაცემთა დამუშავება 1. სამინისტრო უფლებამოსილია სამართალდამრღვევის მიერ ჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოძიებისა და გადახდის უზრუნველყოფის მიზნით ამ წესის შესაბამისად გამოქვეყნებული ინფორმაცია ელექტრონული პროგრამის გამოყენებით მიაწოდოს კომერციულ ბანკებს, საგადახდო მომსახურების სხვა პროვაიდერებს, აგრეთვე სახელმწიფო უწყებებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. 2. საჯარიმო ქვითარი/დადგენილება/გადაწყვეტილება სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან იშლება ჯარიმის გადახდის დადასტურებისთანავე ან ჯარიმის აღსასრულებლად მიქცევისთანავე. 3. თუ დადგენილება/გადაწყვეტილება ითვალისწინებს სახდელის სახით სპეციალური უფლების ჩამორთმევას, სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან დადგენილება/გადაწყვეტილება იშლება, სპეციალური უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლის შემდეგ.