ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებლების ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების ცენტრალური სისტემის (C-EMR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 30.04.2025
ძალაში შესვლა 01.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №11/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.035.017172 367
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/04/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ახალ მიმწოდებლად რეგისტრაციისთვის, ახალი სერვისის დამატებისთვის, არსებული სერვისების შეწყვეტისთვის ან საწოლფონდის ცვლილებისთვის შესაბამისი კრიტერიუმების, ადმინისტრირების წესებისა და პირობების განსაზღვრის შესახებ 2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ 2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებლების ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების ცენტრალური სისტემის (C-EMR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №11/ნ
2025 წლის 30 აპრილი
ქ. თბილისი
ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებლების ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების ცენტრალური სისტემის (C-EMR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად და „საქართველოს 2022 − 2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მაისის N230 დადგენილების გათვალისწინებით, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებლების ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების ცენტრალური სისტემის (C-EMR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესი“ (დანართი №1).
მუხლი 2🔗
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კაპიტაციური მეთოდით დაფინანსებული ამბულატორიული მომსახურების ყველა მიმწოდებელი (მ.შ., ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულება და ყველა სტაციონარული დაწესებულების ფაქტობრივ მისამართზე განთავსებული ამბულატორიულ-სტრუქტურული ერთეული) ვალდებულია იდენტიფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გადასცეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების (კაპიტაციური მეთოდით დაფინანსების მიმღები) მიმწოდებლების ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების ცენტრალურ სისტემას (C-EMR) (შემდგომ – C-EMR სისტემა) ამ ბრძანების №1 დანართის მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ბრძანების გამოქვეყნებიდან 2025 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, C-EMR სისტემაში მონაცემების (№1 დანართის მოთხოვნათა შესაბამისად) გადაცემა განხორციელდეს საპილოტე რეჟიმში და სამედიცინო დაწესებულებებზე არ გავრცელდეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლისა და სხვა ზედამხედველობითი ღონისძიებები, ასევე, საჯარიმო სანქციები.
მუხლი 4🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე