საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.05.2025
ძალაში შესვლა 18.04.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი
ნომერი №2/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.101.016006 1393
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 02/05/2025
1,010 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.05.2025 მიღება
18.04.2025 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 99% 16.04.2015 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 15.04.2024 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 06.08.2025 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 06.09.2018 საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 30.04.2025

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანება  №2/ნ 2025 წლის 1 მაისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №153 დადგენილებისა და „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №133 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 18 აპრილიდან.საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრირევაზ სოხაძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) იქმნება ევრაზიის სატრანსპორტო დერეფანთან (შემდგომში – სატრანსპორტო დერეფანი) დაკავშირებით საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების განხორციელებისა და სატრანსპორტო დერეფნის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. 2. ცენტრი არის საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 3. ცენტრი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს საკანონმდებლო აქტების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. 4. ცენტრი თავისი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, გამოდის სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობაში. 5. ცენტრს აქვს ბალანსი, ანგარიშ(ებ)ი (მათ შორის, სავალუტო), ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 6. ცენტრის მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №12. მუხლი 2🔗. ცენტრის მიზნები ცენტრის მიზნებია: ა) სატრანსპორტო დერეფნის განვითარების საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის ხელსაყრელი მაკროეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბებისა და სტაბილური ზრდის უზრუნველყოფის გათვალისწინებით; ბ) სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო პროექტების (შემდგომში – საინვესტიციო პროექტი) მომზადება ტექნიკური, ეკონომიკური და სოციალური ასპექტების გათვალისწინებით და მათი განხორციელებისათვის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. მუხლი 3🔗. ცენტრის ფუნქციები და საქმიანობის საგანი ამ დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, ცენტრის ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში სატრანსპორტო დერეფნის განვითარების საინვესტიციო, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, სატრანსპორტო-ტექნოლოგიური, ეკოლოგიური, განსახლების, საწარმოო ძალების განვითარებისა და განლაგების, სატრანსპორტო დარგებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტერიტორიული ორგანიზაციის შესწავლის, პროექტირების და განხორციელების ღონისძიებებში მონაწილეობა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში სატრანსპორტო დერეფნის ტერიტორიაზე ეკონომიკური განვითარების ზონების მოდელირება და პროექტირება, სტრატეგიული ბიზნესგეგმების მომზადება, განხორციელების მხარდაჭერა და საინვესტიციო პროექტების მართვა; გ) კომპეტენციის ფარგლებში სატრანსპორტო დერეფნის შემდგომი განვითარების მიზნით, ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა, საინვესტიციო წინადადებებისა და პროექტების ექსპერტიზა, საინვესტიციო პროექტების განხორციელების საკონსულტაციო მომსახურება, ტექნიკური და საინჟინრო საკითხების, შესყიდვებისა და საფინანსო მენეჯმენტის, საინვესტიციო პროექტების განხორციელების მონიტორინგის და ანგარიშგების, საინვესტიციო პროექტების იმპლემენტაციის სრული პაკეტის განხორციელება; დ) კომპეტენციის ფარგლებში სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო პროექტების საფინანსო-საბუღალტრო მენეჯმენტის სრული პაკეტის განხორციელება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; ე) საინვესტიციო-საკონსულტაციო და საექსპერტიზო საქმიანობის განხორციელება; ვ) სატრანსპორტო დერეფნის განვითარებით დაინტერესებულ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და საინვესტიციო კომპანიებთან ურთიერთობა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში სატრანსპორტო დერეფნის შემდგომი განვითარებისათვის გამიზნული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების განხორციელების კოორდინაცია და მართვა; თ) სატრანსპორტო დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებული საექსპერტო ინფორმაციის, საერთაშორისო სატრანსპორტო და სხვა მასთან დაკავშირებული საინვესტიციო პროექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება და საინფორმაციო ბაზის შექმნა; ი) კომპეტენციის ფარგლებში სატრანსპორტო დერეფნის შემდგომი განვითარების, მისი კონკურენტუნარიანობისა და მიმზიდველობის გაზრდის ღონისძიებების მომზადება; კ) საბაზრო ეკონომიკის განვითარების პირობებში, ტრანსპორტის სისტემის რეფორმისა და რეაბილიტაციის პრობლემების შემსწავლელი საქმიანობის განხორციელება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნისათვის გამოყოფილი საინვესტიციო პროექტების მართვის სპეციალიზებული ჯგუფების შექმნა საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად; მ) სატრანსპორტო დერეფნების განვითარების საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, მისი განზოგადება და საქართველოში დანერგვის მიზნით, რეკომენდაციების მომზადება; ნ) სატრანსპორტო დერეფნის განვითარების პრობლემებზე საერთაშორისო სემინარების, სიმპოზიუმების, კონფერენციებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებისათვის ხელშეწყობა; ო) დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს სამინისტროებიდან, სახელმწიფო უწყებებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებული ინფორმაციისა და მასალების მოთხოვნა და მიღება; პ) საინვესტიციო პროექტების განვითარებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო და საზღვარგარეთის სახელმწიფოთა შესაბამის ორგანიზაციებთან გამართულ მოლაპარაკებებში და კონფერენციებში მონაწილეობის მიღება; ჟ) საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების სათანადო სტრუქტურებისათვის საინვესტიციო პროექტების პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმართვა და მათთან შესაბამისი ინფორმაციის გაცვლა; რ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 4🔗. ცენტრის მართვა 1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. ცენტრის დირექტორი: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ცენტრის მართვას და წარმოადგენს ცენტრს; ბ) ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში უშუალოდ ხელმძღვანელობს მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საინვესტიციო პროექტების განმახორციელებელი ჯგუფების საქმიანობას; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს; დ) აფორმებს ხელშეკრულებებს ცენტრის თანამშრომლებთან და მოწვეულ სპეციალისტებთან; ე) ანაწილებს ფუნქციებს ცენტრის თანამშრომლებს შორის; ვ) კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; ზ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს ცენტრის საშტატო ნუსხას და სახელფასო ფონდს, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით; თ) გასცემს წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს; ი) წარმოადგენს ცენტრს და პასუხისმგებელია მის საქმიანობაზე; კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. ცენტრის დირექტორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია ცენტრის საქმიანობის კანონიერებასა და მიზნობრიობაზე, ფინანსური რესურსების მართლზომიერად განკარგვაზე. 4. ცენტრის დირექტორი პასუხისმგებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს  ინფრასტრუქტურის მინისტრის წინაშე. 5. ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია, შექმნას ცენტრის საკონსულტაციო საბჭო, როგორც სათათბირო ორგანო. 6. ცენტრის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ცენტრის დირექტორის მიერ განსაზღვრული ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი. 7. ცენტრის დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საჩივრდება სასამართლოში. მუხლი 5🔗. ცენტრის ქონება 1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს აქვს ქონება, რომლის ფორმირების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ცენტრის ქონება აისახება მის ბალანსზე. მუხლი 6🔗. ცენტრის საფინანსო საქმიანობის საფუძვლები 1. ცენტრის დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები; გ) საჩუქრისა და შემოწირულობების სახით მიღებული შემოსავლები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში – სამინისტროს სისტემის განვითარებას. სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია. 3. ცენტრი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს სამინისტროს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 7🔗. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი 1. ცენტრი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. ცენტრის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა. 3. სამინისტრო უფლებამოსილია, შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მუხლი 8🔗. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. ცენტრის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. მუხლი 9🔗. ცენტრის დებულებაში ცვლილების შეტანის წესი ცენტრის დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.