მცხეთის ტურბინების ქარხანა „ჩაიკის“ თბილისის დიმიტროვის სახელობის საავიაციო საწარმოო გაერთიანებაში შეყვანის შესახებ

მიღების თარიღი 23.07.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №368
სარეგისტრაციო კოდი 000000110.02(0).000.000060 24
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 7, 31/07/1990
100 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის ტურბინების ქარხანა „ჩაიკის“ თბილისის დიმიტროვის სახელობის საავიაციო საწარმოო გაერთიანებაში შეყვანის შესახებ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება №368 1990 წლის 23 ივლისი ქ. თბილისი მცხეთის ტურბინების ქარხანა „ჩაიკის“ თბილისის დიმიტროვის სახელობის საავიაციო საწარმოო გაერთიანებაში შეყვანის შესახებ სახალხო  მოხმარების საქონლის წარმოების მოცულობის გადიდებისა და საწარმოო სიმძლავრეთა უფრო ეფექტიანად გამოყენების მიზნით, მცხეთის ტურბინების ქარხანა „ჩაიკის“ შრომითი კოლექტივის აზრის გათვალისწინებით, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს: შეყვანილ იქნეს მცხეთის ტურბინების ქარხანა „ჩაიკა“ დამოუკიდებელი ბალანსით თბილისის დიმიტროვის სახელობის საავიაციო საწარმოო გაერთიანებაში 1990 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, არსებული წესის შესაბამისად. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნ. ჭითანავა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველის მოადგილე ა. პაიჭაძე