მცხეთის რაიონში ქალაქ თბილისის საბინაო-სამოქალაქო მშენებლობისათვის გამოყოფილი და აუთვისებელი ნაწილი მიწების ყოფილი მოსარგებლისათვის დაბრუნების შესახებ
მიღების თარიღი 23.07.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №367
სარეგისტრაციო კოდი 010340000.25(0).020.000000 394
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 7, 31/07/1990
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.07.1990 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის რაიონში ქალაქ თბილისის საბინაო-სამოქალაქო მშენებლობისათვის გამოყოფილი და აუთვისებელი ნაწილი მიწების ყოფილი მოსარგებლისათვის დაბრუნების შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
დადგენილება №367
1990 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
მცხეთის რაიონში ქალაქ თბილისის საბინაო-სამოქალაქო მშენებლობისათვის გამოყოფილი და აუთვისებელი ნაწილი მიწების ყოფილი მოსარგებლისათვის დაბრუნების შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 1 მარტის № 75 გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის საბინაო-სამოქალაქო მშენებლობისათვის გამოყოფილი ტერიტორიებიდან დაუბრუნდეს ყოფილ მოსარგებლეს – მცხეთის რაიონის გლდანის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობას ქალაქის მიერ დღემდე აუთვისებელი 800 ჰექტარი მიწის ფართობი, მათ შორის: ნაკვეთი „ავშნიანი“ – 500 ჰექტარი და გლდანის „დიდი ტბის“ ჩრდილო-აღმოსავლეთით, თბილისის ასაქცევი გზის ორივე მხარეს მდებარე – 300 ჰექტარი.
2. ამ დადგენილების მიღებასთან დაკავშირებით შეტანილ იქნეს ნაწილობრივი ცვლილება საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1979 წლის 26 აპრილის № 272 და 1980 წლის 15 აპრილის № 285 დადგენილებებში.
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნ. ჭითანავა
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველის მოადგილე ა. პაიჭაძე