ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების მხარდაჭერის მიზნით განათლებისა და ახალგაზრდული პროექტების (პროგრამული კოდი 0509) თანადაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.05.2025
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.158.016661 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 06/05/2025
2,476 სიტყვა · ~12 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განათლების, კულტურული ღონისძიებების, სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროექტების თანადაფინანსების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 10.04.2020 ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პროექტების ინიციირების, მათი განხილვისა და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.05.2021 გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 10.04.2020 ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ინიციატივების თანადაფინანსება“ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 05.04.2021 თემზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 28.12.2023

დოკუმენტის ტექსტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების მხარდაჭერის მიზნით განათლებისა და ახალგაზრდული პროექტების (პროგრამული კოდი 0509) თანადაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 2025 წლის 5 მაისი ქ. ბოლნისი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების მხარდაჭერის მიზნით განათლებისა და ახალგაზრდული პროექტების (პროგრამული კოდი 0509) თანადაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მესამე პუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების მხარდაჭერის მიზნით   განათლებისა და ახალგაზრდული პროექტების  (პროგრამული კოდი 0509) თანადაფინანსების  წესი დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 5 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი დანართი №1 ბოლნისის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების მხარდაჭერის მიზნით   განათლებისა და ახალგაზრდული პროექტების  თანადაფინანსების  წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული გარკვეული პროექტების თანადაფინანსების პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების პირობებს, პროცედურებსა და წესებს. 2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ შემდეგ პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე (შემდგომში – „პროგრამა“): ა) პროგრამა „განათლების ხელშეწყობა და თანადაფინანსება“ (ბოლნისის მუნიციპალიტეტის განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა) – შემდგომში „ბოლნისის მუნიციპალიტეტის განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა“; ბ) პროგრამა „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტების, ახალგაზრდების ხელშეწყობის და თანადაფინანსების პროგრამა – ახალგაზრდული პროგრამების/პროექტების თანადაფინანსების ქვეპროგრამა/კომპონენტი) შემდგომში „ახალგაზრდული პროგრამების/პროექტების თანადაფინანსების ქვეპროგრამა“. 3. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება: ა) ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამებით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ განხორციელებული ღონისძიებების დაფინანსებაზე; ბ) ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამებით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების (სამსახურების) ორგანიზებით კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებაზე; გ) ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამებით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ფიზიკური პირების ფინანსურ/მატერიალურ წახალისებაზე (დაჯილდოება), აგრეთვე ფიზიკური პირებისთვის ფინანსური დახმარების გაწევასა და წამახალისებელ დაფინანსებაზე/თანადაფინანსებაზე. 4. ამ წესით გათვალისწინებული პროგრამების მართვას, განხორციელებას და თანადაფინანსებული პროექტების/ინიციატივების განხორციელების მონიტორინგს ახორციელებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური (შემდგომში – სამსახური). მუხლი 2🔗   ბოლნისის მუნიციპალიტეტის განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა 1. პროგრამის ფარგლებში პროექტების/ინიციატივების თანადაფინანსების მიზნობრივი მიმართულებებია: ა) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა; ბ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კლასგარეშე აქტივობების განხორციელება; გ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდების ცნობიერებისა და მოტივაციის ამაღლება, დაინტერესებისა და ჩართულობის გაზრდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების მუნიციპალურ პროგრამებში; დ) პროგრამის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობის/კოორდინაციის ხელშეწყობა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან. 2. პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია: ა) არაფორმალური განათლება; ბ) საბუნებისმეტყველო მიმართულება; გ) საგანმანათლებლო-კულტურულ-შემეცნებითი აქტივობები. 3. პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების მიმღები სუბიექტი შეიძლება იყოს: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი/დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი; გ) ფიზიკური პირი; დ) საინიციატივო ჯგუფი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიმღებები შეიძლება იყვნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ წარმოდგენილი პროექტი/განაცხადი, შესაბამისობაში იქნება ამ პროგრამით გათვალისწინებული მიზნებთან/ პრიორიტეტებთან და ამ წესის მოთხოვნებთან. 5. პროგრამის ფარგლებში დაფინანსების გაცემა ხდება თანადაფინანსების პრინციპით. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოხდება მხოლოდ იმ სუბიექტების თანადაფინანსება, რომლებიც პროექტის/ინიციატივის განხორციელებისათვის მიიღებენ თანადაფინანსებას დონორი ორგანიზაციებისაგან/პირებისაგან ან თვითონ მოახდენენ პროექტის/ინიციატივის თანადაფინანსებას. მუხლი 3🔗.  ახალგაზრდული პროგრამების/პროექტების თანადაფინანსების ქვეპროგრამა 1. ქვეპროგრამის ფარგლებში პროექტების/ინიციატივების თანადაფინანსების მიზნობრივი მიმართულებებია: ა) ახალგაზრდული საქმიანობის განვითარება ბოლნისის მუნიციპალიტეტში და თვითმმართველობის პროცესებში საზოგადოების ინტენსიური ჩართვა; ბ) ახალგაზრდების მიერ დაგეგმილი და ორგანიზაციების (დაინტერესებული) მიერ მხარდაჭერილი/წარმოდგენილი იმ პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ორიენტირებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ/მცხოვრებ ახალგაზრდებზე; გ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული/მცხოვრები ახალგაზრდების როლის გაზრდა ახალგაზრდული პროექტების დაგეგმვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 2. ქვეპროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების მიმღები სუბიექტი შეიძლება იყოს: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი/დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი; გ) ფიზიკური პირი; დ) საინიციატივო ჯგუფი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიმღებები შეიძლება იყვნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ წარმოდგენილი პროექტი/განაცხადი, შესაბამისობაში იქნება ამ პროგრამით გათვალისწინებული მიზნებთან/ პრიორიტეტებთან და ამ წესის მოთხოვნებთან. 4. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსების გაცემა ხდება თანადაფინანსების პრინციპით. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოხდება მხოლოდ იმ სუბიექტების თანადაფინანსება, რომლებიც პროექტის/ინიციატივის განხორციელებისათვის მიიღებენ თანადაფინანსებას დონორი ორგანიზაციებისაგან/პირებისაგან ან თვითონ მოახდენენ პროექტის/ინიციატივის თანადაფინანსებას. მუხლი 4🔗. საპროექტო განაცხადი/განაცხადი და წარსადგენი დოკუმენტები 1. თანადაფინანსების გაცემის შესახებ შეიძლება გამოცხადდეს კონკურსი ან/და თანადაფინანსების გაცემის განხილვის პროცესი დაიწყოს კონკურსის გამოცხადების გარეშე, პირის მიერ საპროექტო განაცხადის/ინიციატივის წარდგენის საფუძველზე. კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, სამსახურის წარდგინებით. 2. თანადაფინანსების გაცემის შესახებ კონკურსის გამოცხადებისას საპროექტო განაცხადების/განაცხადების წარდგენის ვადა არ უნდა იყოს 14 (თოთხმეტი) დღეზე ნაკლები. 3. თანადაფინანსების მიღების მსურველი პირი საპროექტო განაცხადს/განაცხადს და ამ წესით განსაზღვრულ დოკუმენტებს ბეჭდური ფორმით წარადგენს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში. შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში საპროექტო განაცხადი/განაცხადი და დოკუმენტები შეიძლება წარდგენილი იქნეს ელექტრონული ფორმით ელექტრონული რესურსის საშუალებით. 4. ამ წესის მე-2 და მე-3  მუხლებით განსაზღვრული პროგრამებით გათვალისწინებულ შემთხვევებში თანადაფინანსების მიღების მსურველი პირი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგენს: ა) ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული ფორმის საპროექტო განაცხადს/განაცხადს, რომელიც უნდა შეიცავდეს სულ ცოტა შემდეგ ინფორმაციას: ა.ა) ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ – ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის/დაარსების თარიღი, რეგისტრაციის ნომერი (რეგისტრაციის შემთხვევაში); ხელმძღვანელის/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი; საკონტაქტო ინფორმაცია (იურიდიული მისამართი, ფაქტიური მისამართი, ტელეფონის ნომერი); ა.ბ) ინფორმაცია განმცხადებლის გამოცდილების შესახებ – ზოგადი ინფორმაცია განმცხადებლის გამოცდილების შესახებ, მათ შორის წარმოდგენილი პროექტის/ინიციატივის მიმართულებით; ა.გ) ინფორმაცია პროექტის/ინიციატივის შესახებ – პროექტის სახელწოდება, მიზნები და ამოცანები; პროექტის ბენეფიციარები/მიზნობრივი ჯგუფები; პროექტით დაგეგმილი საქმიანობები/ღონისძიებები; პროექტის განხორციელების ვადები და განრიგი; პროექტის მოსალოდნელი შედეგები; ა.დ) ინფორმაცია პროექტის/ინიციატივის ბიუჯეტის შესახებ – პროექტის საერთო ბიუჯეტი; მერიიდან მოთხოვნილი თანადაფინანსების ოდენობა; განმცხადებლის/ინიციატორის თანადაფინანსების/თანამონაწილეობის ოდენობა/სახე (მათ შორის, სხვადასხვა წყაროებიდან); ბიუჯეტის განწერა; ბ) განახლებულ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (დამოკიდებულია განმცხადებლის სამართლებრივ ფორმაზე); გ) წესდების/დებულების/სადამფუძნებლო აქტის ასლს (დამოკიდებულია განმცხადებლის სამართლებრივ ფორმაზე); დ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა დოკუმენტებს/ინფორმაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 5. ამ წესის მე-2 და მე-3  მუხლებით განსაზღვრული პროგრამებით გათვალისწინებულ შემთხვევებში თანადაფინანსების მიღების მსურველი ფიზიკური პირი და საინიციატივო ჯგუფი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგენს: ა) ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული ფორმის განაცხადს, რომელიც უნდა შეიცავდეს სულ ცოტა შემდეგ ინფორმაციას: ა.ა) განმცხადებლის/საინიციატივო ჯგუფის შესახებ – სახელი და გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (რეგისტრაციის მისამართი, ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი); ა.ბ) ინფორმაცია განმცხადებლის გამოცდილების შესახებ – ზოგადი ინფორმაცია განმცხადებლის პროფესიული გამოცდილების შესახებ, მათ შორის წარმოდგენილი ინიციატივის მიმართულებით; ა.გ) ინფორმაცია ინიციატივის შესახებ – ინიციატივით დაგეგმილი საქმიანობები/ღონისძიებები; განხორციელების ვადები; მოსალოდნელი შედეგები; ა.დ) ინფორმაცია ინიციატივის ბიუჯეტის შესახებ – ინიციატივის საერთო ბიუჯეტი; მერიიდან მოთხოვნილი თანადაფინანსების ოდენობა; განმცხადებლის თანადაფინანსების/თანამონაწილეობის ოდენობა; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის/ცხოვრების შესახებ დოკუმენტს; გ) შესაბამის ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელ დოკუმენტებს (მოწვევა და სხვა); დ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა დოკუმენტებს/ინფორმაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 6. საპროექტო განაცხადის/განაცხადის ფორმას ამტკიცებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მუხლი 5🔗. საპროექტო განაცხადების/განაცხადების განმხილველი სამუშაო ჯგუფი 1. საპროექტო განაცხადების/განაცხადების განხილვისა და შეფასების მიზნით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ქმნის საპროექტო განაცხადების/განაცხადების განმხილველ სამუშაო ჯგუფს ან/და ჯგუფებს (შემდგომში – ჯგუფი). ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განისაზღვრება ჯგუფის წევრთა რაოდენობა, შემადგენლობა და შექმნის ვადა. სამუშაო ჯგუფში უნდა შედიოდნენ  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის  კულტურისა და სპორტის განყოფილების უფროსი, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეების განყოფილების უფროსი,  ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი, საფინანსო-სამსახურის ბიუჯეტის  დაგეგმვისა და ანალიზის  განყოფილების უფროსი,  ეკონომიკის სამსახურის პროექტების მართვის განყოფილების უფროსი. 2. ჯგუფის წევრთა რაოდენობა უნდა იყოს კენტი და არ უნდა იყოს 7 წევრზე ნაკლები. 3. ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი. ჯგუფის სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს ჯგუფის თავმჯდომარე. ჯგუფის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე. 4. საპროექტო განაცხადის/განაცხადის განხილვაში არ უნდა მონაწილეობდეს ჯგუფის წევრი, თუ: ა) განმცხადებელი იურიდიული პირის ხელმძღვანელი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან მართვის ორგანოს წევრი მისი ნათესავია ან მისი ნათესავის წარმომადგენელია; ბ) განმცხადებელი პირი მისი ნათესავია ან მისი ნათესავის წარმომადგენელია; გ) იგი განმცხადებელი იურიდიული პირის ან მისი ფილიალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია; დ) იგი განმცხადებელი იურიდიული პირის ან მისი ფილიალის ხელმძღვანელობაზე (მმართველობაზე) პასუხისმგებელი ორგანოს წევრია; ე) იგი შრომით ურთიერთობაშია განმცხადებელთან; ვ) პირადად, პირდაპირ დაინტერესებულია თანხის გაცემის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში. 5. ამ წესის მიზნებისათვის ნათესავად ითვლება საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 92-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირები. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილება ხდება აცილების ან თვითაცილების განცხადების გზით. აცილების საკითხი შეიძლება დააყენოს ჯგუფის წევრმა, განმცხადებელმა, სამსახურმა. პირი, რომელსაც გააჩნია ინტერესთა შეუთავსებლობა, ვალდებულია განაცხადოს თვითაცილების შესახებ. აცილების/თვითაცილების საკითხს წყვეტს ჯგუფი, ამასთან გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას არ იღებს ის პირი, რომლის აცილების/თვითაცილების საკითხიც განიხილება. 7. ჯგუფი: ა) იღებს საპროექტო განაცხადებს/განაცხადებს და ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას ამ წესის მოთხოვნებთან; ბ) იღებს რეკომენდაციას საპროექტო განაცხადის/განაცხადის განხილვაზე უარის თქმის/განუხილველად დატოვების შესახებ; გ) განიხილავს საპროექტო განაცხადებს/განაცხადებს და იღებს გადაწყვეტილებას დაფინანსების შესახებ რეკომენდაციის გაცემის ან დაფინანსების შესახებ რეკომენდაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ; დ) საჭიროებისას გასცემს რეკომენდაციებს შერჩეული საპროექტო განაცხადების/განაცხადების განხორციელებისას მონიტორინგის საკითხებზე; ე) ასრულებს ამ წესით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 8. ჯგუფის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 5 წევრისა. ჯგუფის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ 3 წევრის უმრავლესობით. 9. ჯგუფის სხდომის შესახებ დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ჯგუფის სხდომის თავმჯდომარე და ჯგუფის დამსწრე წევრები. ჯგუფის გადაწყვეტილებები/რეკომენდაციები აისახება ჯგუფის სხდომის ოქმში. მუხლი 6🔗. საპროექტო განაცხადის/განაცხადის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება 1. სამსახური ამოწმებს საპროექტო განაცხადის/განაცხადის დადგენილ ფორმასთან ტექნიკურ შესაბამისობას და წარდგენილია თუ არა ამ წესით განსაზღვრული დოკუმენტები. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადი არ შეესაბამება ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს/დადგენილ ფორმას ან/და არ არის წარდგენილი ამ წესით განსაზღვრული დოკუმენტები, სამსახური პირს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არანაკლებ 7 (შვიდი) დღეს. სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, ჯგუფის იღებს რეკომენდაციას საპროექტო განაცხადის/განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ. 2. საპროექტო განაცხადს/განცხადებას განიხილავს და აფასებს ჯგუფი ამ წესით დადგენილი მოთხოვნებისა და პროცედურების დაცვით. 3. საპროექტო განაცხადი/განაცხადი პროგრამის თავისებურებების გათვალისწინებით, ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: ა) საპროექტო განაცხადის/განაცხადის შესაბამისობა პროგრამის მიზნებთან; ბ) საპროექტო განაცხადის/განაცხადის შესაბამისობა პრიორიტეტულ მიმართულებებთან; გ) საპროექტო განაცხადის/განაცხადის დასაბუთებულობა და საკითხის/პრობლემის აქტუალურობა; დ) განმცხადებლის უნარი/შესაძლებლობა განახორციელოს წარდგენილი პროექტი/ინიციატივა; ე) პროექტის/ინიციატივის ხარჯთეფექტურობა და თანადაფინანსების წილი; ვ) ბენეფიციარების/მიზნობრივი ჯგუფების ჩართულობა პროექტის/ინიციატივის განხორციელებაში (პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე ასეთის აუცილებლობისას). 4. თუ საპროექტო განაცხადი/განაცხადი შეესაბამება პროგრამით განსაზღვრულ მიზნობრივ მიმართულებებს და პრიორიტეტებს, აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ სხვა მოთხოვნებს და ჯგუფი მიზანშეწონილად თვლის თანადაფინანსების საკითხის განხილვას, საჭიროებისამებრ ჯგუფი უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს პროექტის/ინიციატივის დაზუსტება ან/და შესწორებული საპროექტო განაცხადის/განაცხადის წარდგენა (აქტივობების და ბიუჯეტის შეცვლა/შესწორება) ჯგუფის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში. 5. საპროექტო განაცხადებს/განაცხადებს შორის არჩევანის გაკეთების საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსების შესახებ რეკომენდაცია ეძლევა/უპირატესობა ენიჭება იმ საპროექტო განაცხადს/განაცხადს, რომელიც ჯგუფის წევრთა უფრო მეტის ხმას მიიღებს. ამასთან, თანაბარი რაოდენობის ხმების შემთხვევაში, დაფინანსების შესახებ რეკომენდაცია ეძლევა/უპირატესობა ენიჭება უფრო ადრე შეტანილ საპროექტო განაცხადს/განაცხადს. 6. თუ პროგრამის ასიგნებების ფარგლებში დარჩენილი თანხები არ არის საკმარისი განსახილველი საპროექტო განაცხადების/განაცხადების დასაფინანსებლად, დაფინანსების შესახებ რეკომენდაცია ეძლევა/უპირატესობა ენიჭება უფრო ადრე შეტანილ საპროექტო განაცხადს/განაცხადს. 7. ჯგუფის გადაწყვეტილებები/რეკომენდაციები აისახება სხდომის ოქმში. ჯგუფის გადაწყვეტილება/რეკომენდაცია საპროექტო განაცხადის/განაცხადის განუხილველად დატოვების, საპროექტო განაცხადის/განაცხადის დაფინანსების შესახებ რეკომენდაციის გაცემის ან დაფინანსების შესახებ რეკომენდაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული. 8. ჯგუფის გადაწყვეტილება საპროექტო განაცხადის/განაცხადის დაფინანსებაზე რეკომენდაციის გაცემის შესახებ და საპროექტო განაცხადი/განაცხადი გადაეცემა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც ჯგუფის რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის და ამ წესის მოთხოვნათა გათვალისწინებით, იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას დაფინანსების შესახებ. მუხლი 7🔗. ხელშეკრულება 1. სამართლებრივი ურთიერთობა ბოლნსისის მუნიციპალიტეტის მერიასა და დაფინანსების მიმღებ პირს შორის წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესითა და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით. 2. ხელშეკრულება სულ ცოტა უნდა ითვალისწინებდეს: ა) მხარეთა დასახელებას და რეკვიზიტებს; ბ) მითითებას ხელშეკრულების დადების საფუძველის შესახებ; გ) განსახორციელებელი პროექტის/აქტივობების აღწერას და განხორციელების ვადებს; დ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული თანადაფინანსების და დაფინანსების მიმღების თანამონაწილეობის ოდენობას, თანადაფინანსების განრიგსა და წესებს; ე) მხარეთა უფლება-მოვალეობებს, პასუხისმგებლობის ფორმებს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო; ვ) მონიტორინგის განხორციელების ფორმებს და წესებს, ანგარიშგების წესებს; ზ) ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის წესს, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს და წესს. 3. ხელშეკრულების შეცვლის და შეწყვეტის წესი რეგულირდება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. მუხლი 8🔗. ანგარიშგება და მონიტორინგი 1. სამსახური ამოწმებს დაფინანსებული პროექტის/ინიციატივისა და ხელშეკრულების პირობების შესრულების მდგომარეობას, დაფინანსების მიმღების საქმიანობაში ჩარევის გარეშე. 2. დაფინანსების მიმღები ვალდებულია, ხელშეკრულებაში დადგენილი პერიოდულობითა (მიმდინარე ან/და საბოლოო ანგარიში) და ფორმით, სამსახურს წარუდგინოს პროექტის შესრულების ანგარიში (პროგრამული და ფინანსური). ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მიმდინარე/განხორციელებული პროექტის/შესრულებული ინიციატივის შესახებ, მათ შორის: ა) მონაცემები დაფინანსების მიმღების შესახებ (სახელწოდება, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა);  ბ) განხორციელებული საქმიანობის/აქტივობების აღწერას და განხორციელების ვადებს (პროექტით დაგეგმილისა და რეალურად განხორციელებულის მითითებით); გ) მიღწეული შედეგების შესახებ (პროექტით დაგეგმილისა და რეალურად განხორციელებულის მითითებით); დ) გაწეული ხარჯების შესახებ (ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან მიღებული დაფინასების და დაფინანსების მიმღების თანამონაწილეობის წილის მითითებით). 3. ანგარიშს უნდა დაერთოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები და პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები/აქტივობების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები (ფოტომასალა, მონაწილეთა სიები და სხვა). 4. სამსახური ახორციელებს დაფინანსებული პროექტის/ინიციატივის მიმდინარეობისა და შესრულების მონიტორინგს, ამ წესითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდულობით, ფორმებითა და წესით. 5. მონიტორინგი ხორციელდება ანგარიშგების მასალების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის ან/და სამსახურის მიერ დამოუკიდებლად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე. მონიტორინგი შეიძლება მოიცავდეს პროექტის/ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილ/განხორციელებულ ღონისძიებაზე დასწრებას. 6. განხორციელებული მონიტორინგის შესახებ სამსახური/პასუხისმგებელი მოსამსახურე ადგენს ანგარიშს. მუხლი 9🔗. ფინანსური ანგარიშსწორება 1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ თანადაფინანსების თანხის გაცემა/გადარიცხვა შეიძლება მოხდეს პერიოდული ან/და საბოლოო ანგარიშსწორების ფორმით. ანგარიშსწორების პერიოდულობა და ფორმა განისაზღვრება ამ წესის მე-10 მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულებით. 2. პერიოდული ანგარიშსწორებისას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ თანხის გაცემა/გადარიცხვა ხდება პერიოდულად, შუალედური ანგარიშის და სამუშაოს შესრულების/ხარჯების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე. 3. საბოლოო ანგარიშსწორებისას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ თანხის გაცემა/გადარიცხვა ხდება პროექტის დასრულების/ინიციატივის განხორციელების შემდეგ, საბოლოო ანგარიშის და სამუშაოს შესრულების ამსახველი/ხარჯების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე. 4. ფინანსურ ანგარიშსწორებამდე სამსახურსა და პროგრამის ფარგლებში ამ წესით განსაზღვრულ დაფინანსების მიმღებ პირს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. მუხლი 10🔗. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 1. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მერიის ვებგვერდზე თითოეული პროგრამის შესახებ ქვეყნდება არანაკლებ შემდეგი ინფორმაცია: ა) მოქმედი პროგრამა, პროგრამაში მონაწილეობის მოქმედი პირობები/წესები, წარსადგენი დოკუმენტები და პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული მოქმედი ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტები – დამტკიცებიდან/ცვლილებების შეტანიდან 10 დღის ვადაში; ბ) საპროექტო განაცხადის/განაცხადის მოქმედი ფორმა – ინფორმაცია ქვეყნდება Word-ის ან/და შესაბამისად Excel-ის ფორმატში, ფორმის დამტკიცებიდან/ცვლილების შეტანიდან 10 დღის ვადაში; გ) კვარტალური ინფორმაცია პროგრამის ფარგლებში გაცემული ჯამური დაფინანსებისა და ბიუჯეტში დარჩენილი/ასათვისებელი ჯამური თანხების შესახებ – ინფორმაცია ქვეყნდება შესაბამისი კვარტალური ანგარიშის შედგენიდან 10 დღის ვადაში; დ) პროგრამის შესახებ ყოველწლიური ანგარიში – ინფორმაცია ქვეყნდება მათი შედგენიდან/წარდგენიდან 10 დღის ვადაში. 2. ინფორმაცია ვებგვერდზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე. ინფორმაციის თავისებურებებიდან გამომდინარე, ინფორმაცია ვებგვერდზე, განთავსდება PDF-ის, Word ან/და Excel-ის ფორმატში. 3. პროგრამების შესახებ ინფორმაცია (პროგრამები, სამართლებრივი აქტები, შესრულების ანგარიშები, განაცხადის/აპლიკაციის ფორმა) უნდა განთავსდეს ვებგვერდის პროგრამების ნაწილში/განყოფილებაში, კონსოლიდირებულად/ერთად. საჭიროებისას, ინფორმაცია დამატებით შეიძლება განთავსდეს ვებგვერდის სხვა ნაწილში/განყოფილებაში. 4. ამ მუხლის პირველ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ასევე უნდა განთავსდეს მერიის ადგილსამყოფელ ადმინისტრაციულ შენობაში და მერის წარმომადგენლების განთავსების ადმინისტრაციულ შენობებში. 5. პროგრამების ფარგლებში თანადაფინანსების მიღების მსურველი პირებისთვის პასუხისმგებელი სამსახური მართავს საერთო საკონსულტაციო შეხვედრებს, წინასწარ განსაზღვრული განრიგის მიხედვით. საკონსულტაციო შეხვედრების განრიგის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება წინასწარ ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით და მასზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. მუხლი 11🔗. პროგრამის შესრულების შესახებ ანგარიში 1. თითოეული პროგრამის შესახებ ყოველწლიურად დგება პროგრამის შესრულების შესახებ წლიური ანგარიში. პროგრამის შესრულების შესახებ წლიურ ანგარიშს, ამ წესის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ადგენს სამსახური. 2. პროგრამის შესრულების შესახებ წლიური ანგარიში საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვისა წარედგინება ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქვეყნდება პროაქტიულად. 3. პროგრამის შესრულების შესახებ წლიური ანგარიშის ფორმას ამტკიცებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, კანონმდებლობისა და ამ წესის მოთხოვნათა გათვალისწინებით. პროგრამის შესრულების შესახებ წლიური ანგარიში პროგრამის/ქვეპროგრამის შესახებ, სულ მცირე, მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ა) პროგრამის/ქვეპროგრამის მიზნები და აღწერა; ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის საერთო შედეგები; გ) პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტიდან გაცემული დაფინანსების/გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა; დ) პროგრამის ფარგლებში განმცხადებელი ორგანიზაციების/სუბიექტების მიერ გაწეული თანადაფინანსების საერთო ოდენობა; ე) პროგრამის ფარგლებში აუთვისებელი თანხების საერთო ოდენობა და მიზეზები; ვ) პროგრამის ფარგლებში შემოსული პროექტების/განაცხადების საერთო რაოდენობა; ზ) იმ პროექტების/განაცხადების საერთო რაოდენობა, რომლის დაფინანსებაზეც უარი ითქვა, უარის თქმის საფუძვლების მითითებით; თ) პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების/განაცხადების საერთო რაოდენობა; ი) დაფინანსებული პროექტები/განაცხადები (დაფინანსებული სუბიექტი; დაფინანსებული პროექტის სახელწოდება, მიზნები და აღწერა; ბიუჯეტიდან გაცემული დაფინანსების ოდენობა; განმცხადებელი სუბიექტის თანადაფინანსების ოდენობა; დაფინანსებული პროექტის კონკრეტული შედეგები; დაფინანსებული პროექტის მონიტორინგის შედეგები).