ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.05.2025
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016557 3171
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 06/05/2025
1,153 სიტყვა · ~6 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ხონის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 28.05.2025 ვანის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 23.05.2025 ქარელის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 27.06.2025 ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 30.05.2025 ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 20.06.2025

დოკუმენტის ტექსტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 2025 წლის 5 მაისი დაბა ხარაგაული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1​1 პუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე   დანართი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება ზოგადი დებულებები 1. ,,ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს (შემდგომში – საბჭო). 2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი,“ „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებით დამტკიცებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის), ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. საბჭოს საქმიანობის წესი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით. მუხლი 2🔗. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე   მუნიციპალური საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საკრებულოს სათათბირო -საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად განიხილავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე მათი უფლებების დარღვევის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველასყოფად. მუხლი 3🔗. საბჭოს ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებები 1. საბჭოს ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია: ა) საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა; ბ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება; გ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის ანალიზის განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიისთვის წარდგენა; დ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა; ე) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხების უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ვ) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება საკრებულოსა და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირებისათვის წარსადგენად და გადაწყვეტილებების მიღება საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე. ზ) ქალთა და ბავშვთა საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფინდეციალურობაც დაცულია საქართველოსკანონმდებლობის შესაბამისად; თ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ი) ქალთა და ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტი; კ) ქალთა და ბავშვთა საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო   ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები; ლ) ქალთა და ბავშვთა საჭიროებების შესაბამისად საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავება და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა; მ) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა; ნ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 4🔗. საბჭოს სტრუქტურა და შემადგენლობა 1. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 7-ზე ნაკლები და 21-ზე მეტი. საბჭოს შემადგენლობას ბრძანებით ამტკიცებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 2. საბჭოს თავმჯდომარეობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ან, მისი დავალებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე. 3. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნის, საკრებულოს ყველა კომისიის თავმჯდომარის, საკრებულოს ფრაქციებიდან თითო წარმომადგენლის, საკრებულოს აპარატის წარმომადგენლის, მუნიციპალიტეტის მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სხვა წევრებისაგან. ასევე საბჭოს წევრად შესაძლებელია განისაზღვროს ადგილობრივი კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საბჭოს თავმჯდომარისადმი მათი წერილობითი განცხადებით მიმართვის საფუძველზე. 4. საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება: ა) საბჭოდან გამოსვლის შესახებ პირადი, წერილობითი განცხადების წარდგენის შემთხვევაში; ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში; გ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა; დ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში საბჭოს სამუშაო პროცესში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში; ვ) მერის მიერ განსაზღვრული ქალთა და ბავშვთა საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის ცვლილების შემთხვევაში; ზ) გარდაცვალების შემთხვევაში. 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობას და საქმიანობის ფორმებს საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე. მუხლი 5🔗. საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი 1. საბჭოს პირველ სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც საბჭოს  შემადგენლობიდან ნიშნავს მოადგილეს. 2. საბჭოს მორიგ სხდომას 3 თვეში ერთხელ მაინც იწვევს საბჭოს თავმჯდომარე. 3. საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით ან საბჭოს   წევრთა 1/3 -ის მოთხოვნით, 4. საბჭოს სხდომაზე გასატანი საკითხების მომზადებას, დღის წესრიგის პროექტების შედგენას, საბჭოს სხდომების ჩატარების ორგანიზებას, ოქმის შედგენა-დაარქივებას, საბჭოს წევრთა ინფორმირებასა და საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს ამ დებულებითა და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი, რომელსაც საბჭოს შემადგენლობიდან ნიშნავს საბჭოს თავმჯდომარე. 5. საბჭოს სხდომის მოწვევის დროსა და სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე. 6. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მოადგილის არყოფნისას – საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით – საბჭოს ერთ-ერთი წევრი. 7. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა. 8. საბჭოს სხდომა ღია და საჯაროა, საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომის ჩატარების დრო და ადგილი უნდა გამოქვეყნდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც. 9. საბჭოს სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება აქვს მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა დაინტერესებულ დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ამ მიზნით აღნიშნულმა დაწესებულებამ და ორგანიზაციამ სხდომის დაწყებამდე 2 დღით ადრე მაინც უნდა მიმართოს საბჭოს თავმჯდომარეს და გამოყოს ერთი წარმომადგენელი საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად. 10. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს. 11. საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენის უფლება აქვს სხდომაში მონაწილე ყველა პირს. ყველა წარდგენილი წინადადება და რეკომენდაცია შეიტანება საბჭოს სხდომის ოქმში. განსახილველ საკითხზე წინადადებები და რეკომენდაციები შეიძლება შემოტანილი იქნეს წერილობითი ფორმით. ასეთი სახით შემოსულ წინადადებებს და რეკომენდაციებს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე აცნობს სხდომის მონაწილეებს და იგი დაერთვის სხდომის ოქმს, 12. საბჭოს სხდომის ოქმში შეტანილი წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნებათ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებს და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან ერთი თვის ვადაში განიხილონ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობონ საბჭოს. 13. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 14. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 15. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი. 16. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდბა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. მუხლი 6🔗. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი და საბჭოს მდივანი.