📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„ა(ა)იპ ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალი სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების პერსონალის სამსახურეობრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 05.05.2025
გამომცემი ორგანო ახალგორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.150.016218 3171
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 08/05/2025
3,299 სიტყვა · ~16 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
ბავშვი
საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი დაბადებიდან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სწავლის დაწყებამდე
მუხლი 2
ბავშვის საუკეთესო ინტერესი
ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარებისა და სხვა ინტერესები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე მისი აზრის გათვალისწინებით განისაზღვრება
მუხლი 2
პერსონალი
დაწესებულების ადამიანური რესურსი, ყველა ის პირი, რომელიც დაწესებულებისთვის ასრულებს სამუშაოს დაწესებულებასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე
მუხლი 2
საგანმანათლებლო პროგრამა
სასწავლო პროცესის, გარემოს, ჩართული მხარეების და მათ შორის ურთიერთკავშირის ერთობლიობა.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/ და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 29.07.2019 ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 07.05.2018 წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.10.2017 წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.10.2017 ხობის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 29.09.2017

დოკუმენტის ტექსტი

„ა(ა)იპ ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალი სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების პერსონალის სამსახურეობრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 2025 წლის 5 მაისი სოფ. წეროვანი „ა(ა)იპ ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალი სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მეორე პუნქტის, 22-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 ა(ა)იპ ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალი სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები, ქცევისა და ეთიკის ნორმები დამტკიცდეს. /თან ერთვის/ მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 6 სექტემბრის N6 დადგენილება (ვებ.გვერდი 09.09.2021; სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.150.016165) „ა(ა)იპ ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა პერსონალის სამსახურეობრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი დანართი ა(ა)იპ ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალი სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები, ქცევისა და ეთიკის ნორმები თავი I ზოგადი დებულებები  მუხლი 1🔗. დადგენილების მიზანი ა(ა)იპ ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალი სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების მიზანია, დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების განსაზღვრა დაწესებულების მიერ ხარისხიანი მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომში – კანონი). 2. ამ დადგენილების მიზნებისთვის ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად: ა) ბავშვი – საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი დაბადებიდან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სწავლის დაწყებამდე; ბ) ბავშვის საუკეთესო ინტერესი – ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარებისა და სხვა ინტერესები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე მისი აზრის გათვალისწინებით განისაზღვრება; გ) პერსონალი – დაწესებულების ადამიანური რესურსი, ყველა ის პირი, რომელიც დაწესებულებისთვის ასრულებს სამუშაოს დაწესებულებასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე; დ) საგანმანათლებლო პროგრამა – სასწავლო პროცესის, გარემოს, ჩართული მხარეების და მათ შორის ურთიერთკავშირის ერთობლიობა. მუხლი 3🔗. მოქმედების სფერო და რეგულირების საგანი 1. ეს დადგენილება ვრცელდება ა(ა)იპ ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებების პერსონალზე და ადგენს პერსონალის სამსახურებრივ ინსტრუქციებს, ქცევისა და ეთიკის ნორმებს. 2. დაწესებულებას უფლება აქვს განავრცოს ან დააკონკრეტოს ამ დადგენილებაში მოცემული ცალკეული რეგულაცია, შექმნას ინდივიდუალური ეთიკის კოდექსი, სამსახურებრივი ინსტრუქციები, რაც უნდა ეფუძნებოდეს და არ ეწინააღმდეგებოდეს ამ დადგენილებისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. თავი II პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები მუხლი 4🔗. პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები 1. პერსონალი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას არის ობიექტური, მიუკერძოებელი და სამართლიანი. 2. პერსონალი კეთილსინდისიერად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს, იცავს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებსა და დაწესებულების შინაგანაწესს. 3. პერსონალი იცავს კონფიდენციალობას როგორც კოლეგებთან, ისე საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულ ბავშვებთან და მათ ოჯახებთან მიმართებაში; 4. პერსონალი თავისუფალია საკუთარი რელიგიური, მსოფლმხედველობრივი, პოლიტიკური შეხედულებების არჩევანში. ამავე დროს პერსონალი არ განიხილავს და განსჯის ერთმანეთის ან სხვათა ოჯახურ, რელიგიურ, პოლიტიკურ და სხვა საკითხებს და არ ცდილობს ამ მიმართულებით გავლენა მოახდინოს სხვებზე. 5. პერსონალი აღიარებს და პატივს სცემს სხვადასხვა ნიშნით განსხვავებულობას საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას. 6. პერსონალი ქმნის არაძალადობრივ გარემოს როგორც ბავშვებისთვის, ასევე მათი ოჯახის წევრებისათვის და დაწესებულების ყველა თანამშრომლისთვის. პერსონალი ძალადობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად; 7. პერსონალი არის პუნქტუალური, დროულად ცხადდება სამუშაო ადგილზე და დათქმულ დროში ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. 8. პერსონალი უფრთხილდება დაწესებულების მატერიალურ რესურსს და მისი დაზიანების შემთხვევაში მიმართავს დაწესებულების პასუხისმგებელ პირს. 9. პერსონალი მატერიალური რესურსის გამოყენებისას იცავს უსაფრთხოების ნორმებს. 10. პერსონალი არ ცხადდება დაწესებულებაში, როდესაც არის ავად გადამდები ინფექციური დაავადებით, ან დაავადებით, რომელიც ხელს შეუშლის უფლებამოსილებების განხორციელებაში, რის თაობაზეც დაწესებულების ხელმძღვანელს აფრთხილებს წინასწარ, ხოლო გამოცხადების შემდეგ წარადგენს შესაბამის ცნობას. 11. პერსონალი სამსახურებრივი საჭიროების შემთხვევაში სარგებლობს დაწესებულების ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით. 12. პერსონალი უფრთხილდება დაწესებულების ელექტრონულ ინფორმაციას და არ იყენებს დაწესებულების ინფორმაციულ-ტექნოლოგიურ მოწყობილობებს პირადი მიზნებისთვის. 13. პერსონალი არ იყენებს დაწესებულების ადამიანურ და მატერიალურ რესურსს პირადი მიზნებისთვის. 14. პერსონალი სამუშაო საათებში თავს იკავებს მობილური ტელეფონის გამოყენებისგან (გარდა სამსახურებრივი და განსაკუთრებული საჭიროებისა). 15. პერსონალი საქმიანობისას იყენებს სუფთა და კომფორტულ შესამოსელს, რომელიც არ უშლის ხელს საკუთარი უფლებამოსილებების გახორციელებაში. 16. პერსონალი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ზრუნავს ბავშვების და დაწესებულების საჭიროებების მოგვარებაზე. 17. პერსონალი არ მოიხმარს ალკოჰოლს და თამბაქოს დაწესებულების ტერიტორიაზე, ასევე არ ცხადდება დაწესებულებაში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ. 18. პერსონალი ზრუნავს საკუთარ და დაწესებულების საქმიან რეპუტაციაზე და არ იყენებს საკუთარ სამსახურებრივ სტატუსს პირადი მიზნებისთვის.  თავი III სამსახურებრივი ინსტრუქციები პერსონალის თითოეული წევრისთვის მუხლი 5🔗. მენეჯერის სამსახურებრივი ინსტრუქციები 1. მენეჯერის ფუნქციები: ა) წარმართავს და ორგანიზებას უწევს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების საქმიანობას; ბ) პასუხს აგებს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებაზე; გ) განიხილავს აღმზრდელთა, მშობელთა და სხვა თანამშრომელთა საჩივრებს; დ) პერსონალურად აგებს პასუხს სააღმზრდელო დაწესებულებაში არსებულ ქონებაზე; ე) პასუხისმგებელია საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაზე, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის სწორად წარმართვასა და ხარისხზე; ვ) უზუნველყოფს შესაბამისი კულტურულ-საყოფაცხოვრებო და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების შექმნას; ზ) უზრუნველყოფს კვების ნორმებისა და რაციონის დაცვას დამტკიცებული მენიუ-მოთხოვნების ფარგლებში; თ) პასუხისმგებელია სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების რეპუტაციის, ღირსებისა და პრესტიჟის დაცვაზე; ი) ადგენს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების სამოქმედო გეგმას და უზრუნველყოფს მის შესრულებას; კ) ქმნის აუცილებელ პირობებს ბავშვების საუკეთესო ინტერესების, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; ლ) აწარმოებს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვთა „ჩარიცხვა და განთესვის“ წიგნს; მ) პასუხისმგებელია სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვების პირადი საქმეების მოწესრიგებაზე; ნ) უზრუნველყოფს სანიტარულ-ჰიგიენური წესების, ხანძრის საწინააღმდეგო ღონისძიებებისა და ბავშვების სიცოცხლის დაცვის სხვა პირობების შესრულებას; ო) პასუხს აგებს ბავშვთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი საყოფაცხოვრებო და სანიტარული პირობების დაცვაზე, კვების ორგანიზებაზე; პ) უზრუნველყოფს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების დაცვას, თანამშრომლის ღირსების პატივისცემას; ჟ) ვალდებულია პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია ა(ა)იპ ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორს დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო აღმზრდელობითი მუშაობის თაობაზე; რ) ვალდებულია პერიოდულად გააცნოს მშობლებს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული ინფორმაცია; ს) აღრიცხავს და აკონტროლებს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების საწყობში (სამეურნეო, საკანცელარიო, კვების) არსებული მარაგების მოძრაობას და ყოველი თვის ბოლოს წარადგენს შესყიდვების აუცილებელ ნუსხას; ტ) პასუხისმგებელია შენობის, ტერიტორიისა და მოწყობილობის სანიტარულ მდგომარეობაზე; უ) ორგანიზებას უწევს და პირადად ამოწმებს ტექნიკური პერსონალის მუშაობას, მონაწილეობს მენიუს შედგენაში, რომელსაც ადასტურებს ხელმოწერით; ფ) პასუხს აგებს საკვების ხარისხიან და დროულად მომზადებაზე, სამზარეულოსა და საკუჭნაოს სანიტარულ მდგომარობაზე; ქ) უზრუნველყოფს პერსონალის მართვას და ზრუნავს მათ განვითარებაზე; ღ) თანამშრომელთა დანიშვნა-გათავისუფლების, ადმინისტრაციული სასჯელის დადების ან წახალისების საკითხებზე დასაბუთებულ წინადადებებს წარუდგენს გაერთიანების დირექტორს. 2. ანგარიშვალდებულია გაერთიანების დირექტორის წინაშე. მუხლი 6🔗. მეთოდისტის სამსახურებრივი ინსტრუქციები 1. მეთოდისტის ფუნქციები: ა) ახორციელებს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში სააღმზრდელო-საგანმანათლებლო მუშაობაზე მეთოდურ ზედამხედველობას; ბ) თვალყურს ადევნებს სასწავლო პროგრამების შესრულებას; გ) სისტემატიურად ამოწმებს პედაგოგიურ პერსონალს ჯგუფებში დასწრებით, აფასებს მათი მუშაობის ხარისხს და სთავაზობს შესაბამის რეკომენდაციებს; დ) მოიძიებს ჯგუფებში მიმდინარე თემებისა და პროექტების შესახებ ცოდნას და შესაბამის რესურსებს; ე) ზრუნავს ახალი პედაგოგიური მეთოდოლოგიის დანერგვაზე; ვ) ზრუნავს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებზე. 2.ანგარიშვალდებულია მენეჯერის წინაშე. მუხლი 7🔗. ფსიქოლოგის სამსახურებრივი ინსტრუქციები 1. ფსიქოლოგის ფუნქციები: ა) ბავშვის განვითარების სფეროებში: კოგნიტური უნარები, ქცევით-ემოციური რეგულაცია, პრობლემის გადაჭრა, ნებელობა და სხვა სირთულეების პირველადი იდენტიფიცირება; ბ) ბავშვის ფუნქციონირების სფეროების განვითარება-გაუმჯობესებისთვის აქტივობების განსაზღვრა, ორგანიზება - მასალის შემუშავება, ინსტრუქციის ჩამოყალიბება; გ) ბავშვის ფუნქციონირების სფეროების განვითარებისთვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა და შეთანხმება მულტიდისციპლინურ გუნდთან; დ) ბავშვთან ერთი-ერთზე ან ჯგუფში, მათ შორის, მცირე ჯგუფში, მუშაობა ფუნქციონირების სფეროების გაუმჯობესებისათვის; ე) აღმზრდელ-პედაგოგის და მშობლის კონსულტირება ბავშვის ფუქნციონირების სფეროების გაძლიერების საკითხებზე, შესაბამისი სტრატეგიების/აქტივობების გამოყენებაზე; ვ) აღმზრდელ-პედაგოგის ჯგუფში მხარდაჭერა ბავშვის ფუნქციონირების სფეროების და აქტივობების შეთავაზების/ორგანიზების/გამოყენების პროცესში; ზ) მულტიდისციპლინური გუნდის სხვა წევრებთან ერთად სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებიდან სკოლაში ტრანზიციის ხელშეწყობა; 2. ანგარიშვალდებულია მენეჯერის წინაშე. მუხლი 8🔗. ლოგოპედის სამსახურებრივი ინსტრუქციები 1. ლოგოპედის ფუნქციები: ა) ინდივიდუალურად შესწავლის გზით იმ ბავშვების აღრიცხვა, ვისაც ესაჭიროება ლოგოპედის დახმარება; ბ) როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად მუშაობა ბავშვების მეხსიერების, აზროვნების, ყურადღების, წარმოსახვის განსავითარებლად, ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად; გ) სიტყვის, მარცვლის, ბგერის აღქმის, ერთმანეთისგან მათი გარჩევის უნარის განვითარება ბავშვებში. სიტყვების მკაფიოდ წარმოთქმა ენის გასატეხი ლექსების შესწავლისა და სხვა საშუალებების გზით; დ) თამაშებით, თვალსაჩინო მასალის გამოყენებით ბავშვების გავარჯიშება აზრის თავისუფლად გადმოცემის, სურვილის ჩამოყალიბების და გამოხატვის უნარის განსავითარებლად; ე) თანამშრომლობა მულტიდისციპლინურ გუნდთან. 2. ანგარიშვალდებულია მენეჯერის წინაშე. მუხლი 9🔗. სპეციალური პედაგოგის სამსახურებრივი ინსტრუქციები 1. სპეციალური პედაგოგის ფუნქციები: ა) ინკლუზიური გარემოს შექმნის ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება ; ბ) ბავშვზე დაკვირვება და ბავშვის შეფასება სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების გარემოში; გ) ბავშვის საჭიროებებზე გუნდური მუშაობა; დ) რთული ქცევის მართვასა და პოზიტიურ გაძღოლაში აღმზრდელთან და ფსიქოლოგთან თანამშრომლობა; 2. ანგარიშვალდებულია მენეჯერის წინაშე. მუხლი 10🔗. ინგლისური ენის მასწავლებელის სამსახურებრივი ინსტრუქციები 1. ინგლისური ენის მასწავლებლის ფუნქციები: ა) დაასწავლის უცხო ენაზე მარტივი სიტყვების და ფრაზების წარმოთქმას თამაშის სახით; ბ) ასწავლის ცხოველების, ხილის, ბოსტნეულის, სხვადასხვა საგნების დასახელებას ინგლისურ ენაზე, რაც გაუადვილებს ბავშვს სკოლაში სწავლებას. 2. ანგარიშვალდებულია მენეჯერის წინაშე; მუხლი 11🔗. მუსიკის ხელმძღვანელის სამსახურებრივი ინსტრუქციები 1. მუსიკის ხელმძღვანელის ფუნქციები: ა) უზრუნველყოფს ბავშვის სწორ მუსიკალურ აღზრდას; ბ) სისტემატიურად მუშაობს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების აღმზრდელებთან, ეხმარება მათ სიმღერის შერჩევაში, შესწავლაში, საბავშვო აქტივობების მომზადებასა და გაფორმებაში; გ) კონსულტაციას უწევს მშობლებს ბავშვების მუსიკალური აღზრდის საკითხებზე; 2. ანგარიშვალდებულია მენეჯერის წინაშე. მუხლი 12🔗. აღმზრდელის სამსახურებრივი ინსტრუქციები 1. აღმზრდელის ფუნქციები: ა) პასუხს აგებს თითოეული ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე; ბ) ბავშვებთან მუშაობისას ხელმძღვანელობს ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებით’’; გ) მზრუნველობითა და ყურადღებით ეკიდება ჯგუფის თითოეული ბავშვის ინტერესებსა და საჭიროებებს; დ) მეთოდისტის უშუალო ხელმძღვანელობით და სასწავლო პროგრამაზე დაყრდნობით შეიმუშავებს და განავითარებს ჯგუფის დღიურ განრიგს, სასწავლო გეგმას, რომელსაც გააცნობს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების მენეჯერს; ე) ყოველთვიურად აბარებს ჩატარებული სამუშაოს შესახებ ანგარიშს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების მენეჯერს; ვ) მონაწილეობას იღებს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების პედაგოგიურ თათბირებში; ზ) მუშაობს მშობლებთან ბავშვების აღზრდის საკითხებზე. საჭიროების შემთხვევაში დამატებით სთვაზობს აღმზრდელობით, შემეცნებით მასალას; თ) თანაშემწესთან ერთად პასუხისმგებელია ბავშვთა კვების ორგანიზებაზე; ი) თვალყურს ადევნებს ჯგუფის ბავშვთა დასწრებას და აღრიცხავს სპეციალურ ჟურნალში. კ) ასრულებს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მოთხოვნებს, რაც დაკავშირებულია ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვასა და განმტკიცებასთან, ყურადღებით აკვირდება ბავშვის მდგომარეობას დღის განმავლობაში და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისად ფსიქოლოგს, ექთანს ან მშობელს აწვდის ინფორმაციას; ლ) ვალდებულია ორგანიზებულად გადასცეს ბავშვები მის შემცვლელ აღმზრდელს; მ) პასუხს აგებს ჯგუფის კუთვნილ სათამაშოებზე, სასწავლო მასალებზე, წიგნებზე და საერთოდ ჯგუფის მთელი ქონების დაცვა-შენახვაზე; ნ) სისტემატიურად მუშაობს თვითგანვითარებაზე და სიახლეების დანერგვაზე; 2.ანგარიშვალდებულია მენეჯერის წინაშე; მუხლი 13🔗. აღმზრდელის თანაშემწის სამსახურებრივი ინსტრუქციები 1. აღმზრდელის თანაშემწის ფუნქციები: ა) აღმზრდელის მსგავსად პირადად აგებს პასუხს ჯგუფის თითოეული ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე; ბ) მზრუნველობითა და ყურადღებით ეკიდება თავისი ჯგუფის თითოეული ბავშვის ინტერესებსა და საჭიროებებს; გ) მოვალეა ზუსტად დაიცვას საერთო სანიტარული წესები და თითოეული ბავშვის პირადი ჰიგიენა; დ) მიაქვს საჭმელი ჯგუფებში და უნაწილებს ბავშვებს, საჭიროების შემთხვევაში ეხმარება კვების პროცესში; ე) უზრუნველყოფს სისუფთავეს ჯგუფში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე; ვ) მოვალეა გამოიჩინოს გულისხმიერი მზრუნველობა ყველა ბავშვის მიმართ; ზ) ისევე როგორც აღმზრდელი, პასუხს აგებს ჯგუფის კუთვნილ სათამაშოებზე, სამუშაო მასალაზე, წიგნებზე და საერთოდ ქონების დაცვა-შენახვაზე, მის სისუფთავესა და მოვლა-პატრონობაზე; 2.ანგარიშვალდებულია მენეჯერის წინაშე; მუხლი 14🔗. ორგანიზატორის სამსახურებრივი ინსტრუქციები 1. ორგანიზატორის ფუნქციები: ა) ორგანიზებას უწევს დაწესებულებაში ღონისძიებების მომზადებას; ბ) ზრუნავს შენობის მხატრულ გაფორმებაზე; გ) პრაქტიკულ და მეთოდურ დახმარებას უწევს აღმზრდელ-პედაგოგებს საშემოდგომო, საახალწლო და გამოსაშვები ღონისძიებების დაგეგმვაში. დ) უზრუნველყოფს ღონისძიებების ჩატარებისთვის დარბაზის შესაბამისად გაფორმებას. 2. ანგარიშვალდებულია მენეჯერის წინაშე. მუხლი 15🔗. მხატვარის სამსახურებრივი ინსტრუქციები 1. მხატვრის ფუნქციები: ა) ზრუნავს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების შენობაში და ჯგუფებში მიმზიდველი, ესთეტიკური გარემოს შექმნაზე; ბ) ბავშვის მხატვრული გემოვნების უნარის ელემენტების განვითარებაზე; გ) გამოსაშვები ჯგუფის ბავშვებში ფერების აღქმის, მათ გარჩევის, სილამაზის შეგრძნების, სასიამოვნო გარემოს მოთხოვნილების ჩამოყალიბებაზე; 2. ანგარიშვალდებულია მენეჯერის წინაშე; მუხლი 16🔗. საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის სამსახურებრივი ინსტრუქციები 1. საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ფუნქციები: ა) დაწესებულებაში მიმდინარე აქტივობების გაშუქება; ბ) სპეციალური ღონისძიებების ორგანიზება და მართვა; გ) შეხვედრების მოწყობა ადმინისტრაციასთან, დაწესებულების პერსონალთან, მშობლებთან და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან; დ) განცხადებების და საინფორმაციო ხასიათის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ მასალების მომზადება და მისი განთავსება სოციალურ პლატფორმაზე; ე) სოციალურ ქსელში განთავსებული ინფორმაციის მუდმივი კონტროლი და შინაარსობრივი გამართულობის და სიზუსტის უზრუნველყოფა; ვ) კომუნიკაციის სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სხვა მოვალეობების შესრულება. 2. ანგარიშვალდებულია მენეჯერის წინაშე. მუხლი 17🔗. მეტაბელეს სამსახურებრივი ინსტრუქციები 1. მეტაბელეს ფუნქციები: ა) სპეციალურ ჟურნალში სამუშაო დღეების მიხედვით აწარმოებს თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვას პირადი ხელმოწერებით; ბ) 09:00 საათზე წყვეტს ხელმოწერებს და ჟურნალებს წარუდგენს მენეჯერს; გ) ავსებს „სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმას“ ; 2. ანგარიშვალდებულია მენეჯერის წინაშე; მუხლი 18🔗. საქმეთა მმართველის სამსახურებრივი ინსტრუქციები 1. საქმეთა მმართველის ფუნქციები: ა) უზრუნველყოფს საქმისწარმოების გამართულად მუშაობას; ბ) აწარმოებს შემოსული და გასული დოკუმენტაციის აღრიცხვას და რეგისტრაციას; გ) უზრუნველყოფს ბავშვთა ჩარიცხვა/ამორიცხვას; დ) უზრუნველყოფს თანამშრომელთა პირადი საქმეების მოწესრიგებას და აკონტროლებს ბავშვთა პირადი საქმეების წარმოებას; ე) უზრუნველყოფს სკოლამდელი დაწესებულების არქივის დაცვას და მოთხოვნის საფუძველზე შესაბამისი დოკუმენტაციის დამოწმებული ასლის გაცემას; 2. ანგარიშვალდებულია მენეჯერის წინაშე; მუხლი 19🔗. სამედიცინო სამსახურის სამსახურებრივი ინსტრუქციები 1. სამედიცინო პერსონალის ფუნქციები: ა) დახმარებას უწევს მოულოდნელად ავად გამხდარ ბავშვს. ცალკე გადაჰყავს, ატყობინებს მშობელს და ელოდება დაწესებულებიდან მის გაყვანას; ბ) აუცილებლობის შემთხვევაში იძახებს სასწრაფო დახმარებას; გ) ახორციელებს მეთვალყურეობას, როგორც ეზოსა და შენობის, ასევე ჯგუფებში, სველი წერტილების ადგილებში, პროდუქტების საწყობსა და კვების ბლოკში არსებულ სანიტარულ მდგომარეობაზე; დ) აწარმოებს ბავშვთა ყოველდღიური დასწრების აღრიცხვას; ე) ადგენს ყოველდღიურ მენიუს და ახორციელებს სათანადო ხელმოწერას; ვ) ამოწმებს პროდუქტების ვადებსა და ვარგისიანობას; ზ) ესწრება სამზარეულოში კვების მომზადებისა და გაცემის პროცესს; თ) ვალდებულია იცნობდეს კვების ნორმებს და ბავშვთა საკვების დამზადების ძირითად წესებს. 2. ანგარიშვალდებულია მენეჯერის წინაშე. მუხლი 20🔗. მნეს სამსახურებრივი ინსტრუქციები 1. მნეს ფუნქციები: ა) აბარია დაწესებულების პროდუქტის და სამეურნეო საქონლის საწყობი, არის მატერიალურად პასუხისმგებელი პირი; ბ) შეისწავლის საწყობში არსებულ ნაშთებს და ყოველი კვირის ბოლოს ინფორმაციას წარუდგენს მენეჯერს; გ) მენეჯერთან ერთად განსაზღვრავს ახალი შეკვეთებისთვის საჭირო პროდუქტების სახეობებს და რაოდენობას; დ) შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ხელმოწერით ადასტურებს მიღებულ პროდუქტს წონით და საცალო რაოდენობის სიზუსტით; ე) პასუხიმგებელია საწყობში არსებული პროდუქტის შენახვის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე; ვ) ყოველდღიური მენიუ-მოთხოვნების შესაბამისად ახდენს საწყობიდან პროდუქტების გაცემას სამზარეულოსთვის. 2. ანგარიშვალდებულია მენეჯერის წინაშე. მუხლი 21🔗. უფროსი მზარეულის სამსახურებრივი ინსტრუქციები 1. უფროსი მზარეულის ფუნქციები: ა) დაწესებულების დღის რეჟიმის შესაბამისად უზრუნველყოფს საჭმლის თავის დროზე და ხარისხიანად მომზადებას; ბ) მონაწილეობს მენიუს შედგენაში, ზუსტად, წონის მიხედვით საწყობიდან იბარებს პროდუქტებს და პასუხისმგებელია მათ სათანადო შენახვასა და ხარჯვაზე, აგრეთვე სამზარეულოში ჭურჭლისა და ინვენტარის სანიტარულ მდგომარეობაზე; გ) უზრუნველყოფს პროდუქტების ჰიგიენურ დამუშავებას, ბავშვებისთვის საჭმლის კულტურულად მომზადებას და მიწოდებას, მომზადებული საჭმელის გაცემას ბავშვთა გათვალისწინებული ნორმის მიხედვით კვების რეჟიმის ზუსტი დაცვით; დ) უზრუნველყოფს კვების ბლოკის გამართულ მუშაობას და ახორციელებს თანაშემწეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე მეთვალყურეობას; ე) ვალდებულია ეცვას ფორმა, იცოდეს კვების ნორმები, საჭმლის მომზადებისა და შენახვის ზუსტი წესები. 2. ანგარიშვალდებულია მენეჯერის წინაშე. მუხლი 22🔗. უფროსი მზარეულის თანაშემწის სამსახურებრივი ინსტრუქციები 1. უფროსი მზარეულის თანაშემწის ფუნქციები: ა) მზარეულის მსგავსად, ვალდებულია დაწესებულების დღის რეჟიმის შესაბამისად უზრუნველყოს საჭმლის თავის დროზე და ხარისხიანად მომზადება; ბ) უზრუნველყოფს პროდუქტების ჰიგიენურ დამუშავებას, ბავშვებისთვის საჭმლის კულტურულად მომზადებას და მიწოდებას, მომზადებული საჭმელის გაცემას ბავშვთა გათვალისწინებული ნორმის მიხედვით კვების რეჟიმის ზუსტი დაცვით; გ) ვალდებულია ეცვას ფორმა, იცოდეს კვების ნორმები, საჭმლის მომზადებისა და შენახვის ზუსტი წესები; დ) ასრულებს უფროსი მზარეულის მითითებებს; 2. ანგარიშვალდებულია მენეჯერის წინაშე; მუხლი 23🔗. მრეცხავის სამსახურებრივი ინსტრუქციები 1. მრეცხავის ფუნქციები: ა) პასუხისმგებელია სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში არსებული რბილი ინვენტარის სისუფთავეზე; ბ) 10 სამუშაო დღეში ერთხელ ახდენს ჯგუფებში საწოლის თეთრეულის გამოცვლას ( მოკრებს გასარეცხს, რეცხავს, აუთოვებს, არიგებს ისევ ჯგუფებში). გ) ორ თვეში ერთხელ რეცხავს ფანჯრების ფარდებს; დ) პასუხს აგებს სარეცხი საშუალებების გონივრულ გამოყენებასა და სარეცხი მანქანების სწორ ექსპლუატაციაზე; 2. ანგარიშვალდებულია მენეჯერის წინაშე; მუხლი 24🔗. სანტექნიკოსის სამსახურებრივი ინსტრუქციები 1. სანტექნიკოსის ფუნქციები: ა) ვალდებულია სისტემატიურად თვალ-ყური ადევნოს სველ წერტილებს, დაზიანების შემთხვევაში ახდენს მათ აღდგენას; ბ) აკონტროლებს კანალიზაციას და დაზიანების შემთხვევაში იღებს გადამჭრელ ზომებს; 2. ანგარიშვალდებულია მენეჯერის წინაშე; მუხლი 25🔗. მებაღის სამსახურებრივი ინსტრუქციები 1. მებაღის ფუნქციები: ა) სუფთად ინახავს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების ეზოს და მიმდებარე ქუჩას, თვალყურს ადევნებს სანაგვე ყუთების გაწმენდას, ასუფთავებს ეზოს; ბ) პასუხისმგებელია ეზოში არსებული მცენარეების მოვლა-პატრონობაზე; 2. ანგარიშვალდებულია მენეჯერის წინაშე; მუხლი 26🔗. დამხმარე მუშის სამსახურებრივი ინსტრუქციები 1. დამხმარე მუშის ფუნქციები: ა) ევალება მიღებული პროდუქტის გადმოტვირთვა, დატვირთვა, ავეჯის შიდა გადაადგილება საჭიროების შემთხვევაში, ელემენტარული სამუშაოების წარმოება; ბ) უშუალო ხელმძღვანელის სამსახურებრივი მითითებების შესრულება; 2. ანგარიშვალდებულია მენეჯერის წინაშე; მუხლი 27🔗. დარაჯის სამსახურებრივი ინსტრუქციები 1. დარაჯის ფუნქციები: ა) პასუხისმგებელია შენობის და მასში არსებული ქონების დაცვაზე, პირადად აგებს პასუხს მის უსაფრთხოებაზე, დაზიანების ან რაიმეს დაკარგვის შემთხვევაში ვალდებულია აანაზღაუროს ზარალი; ბ) მუშაობს დილის 9 საათიდან მეორე დილის 9 საათამდე, მუშაობს ყოველ მეორე (ან მესამე) დღეს; გ) ევალება დაწესებულებაში არ შეუშვას უცხო პირები, თუ არ გაარკვევს ვინ არიან ისინი; 2. ანგარიშვალდებულია მენეჯერის წინაშე; მუხლი 28🔗. დამლაგებელის სამსახურებრივი ინსტრუქციები 1. დამლაგებლის ფუნქციები: ა) ზრუნავს შენობაში სანიტარული წესების დაცვაზე, პასუხისმგებელია მისთვის მიჩენილი ფართობის დროულად და ხარისხიანად დალაგებაზე; ბ) სისტემატიურად ამოწმებს საპირფარეშოს და პირსაბანს, უკეთებს დეზინფექციას; 2. ანგარიშვალდებულია მენეჯერის წინაშე; მუხლი 29🔗. გაზ-ოპერატორის სამსახურებრივი ინსტრუქციები 1. გაზ-ოპერატორის ფუნქციები: ა) პასუხისმგებელია გაზის გაყვანილობის გამართულ მუშაობაზე, სისტემატიურად ამოწმებს, რომ არ მოხდეს ავარიული შემთხვევა, დაზიანების შემთხვევაში ღებულობს ოპერატიულ ზომებს; 2. ანგარიშვალდებულია მენეჯერის წინაშე; თავი IV პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნომები მუხლი 30🔗. პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები თითოეულ ბავშვთან ურთიერთობის დროს 1. პერსონალი საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. 2. პერსონალი აღიარებს ბავშვს როგორც საგანმანათლებლო პროცესის აქტიურ მონაწილეს და ითვალისწინებს მის პოზიციასა და აღქმას. 3. პერსონალი აღიარებს და პატივს სცემს თითოეული ბავშვის ინდივიდუალურობასა და განსხვავებულობას. 4. პერსონალი ზრუნავს ჯგუფისა და დაწესებულების მიმართ ბავშვის თვითმიკუთვნებულობის განცდაზე . 5. პერსონალი ქმნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან დაცულ, ინკლუზიურ გარემოს, სადაც ყველა ბავშვს აქვს განვითარების შესაძლებლობა, განურჩევლად ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური თუ სხვა მახასიათებლებისა. 6. პერსონალი ზრუნავს თითოეული ბავშვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. 7. პერსონალი ურთიერთობს ბავშვთან, როგორც თანასწორთან და უფლებების მქონე სუბიექტთან. 8. პერსონალი აცნობიერებს თამაშის მნიშვნელობას ბავშვის მრავალმხრივი განვითარებისთვის. 9. პერსონალი ქმნის გარემოს, სადაც ყველა ბავშვს აქვს აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. 10. პერსონალი ზრუნავს ბავშვის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაზე, მათ შორის, პირადი მაგალითით. 11. პერსონალი ითვალისწინებს ბავშვისა და ოჯახის მჭიდრო კავშირების მნიშვნელობას, იყენებს ამ კავშირებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად. 12. პერსონალი ბავშვთან დაკავშირებული ინფორმაციის, ფოტო/ვიდეო მასალის ან ნამუშევრის გასაჯაროვების შემთხვევაში (განსაკუთრებით ინტერნეტ-სივრცეში) მოიპოვებს ბავშვისა და მისი მშობლის თანხმობას და მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვით. 13. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დაწესებულების შემოწმებებში ბავშვის მონაწილეობისას ან მისი მონაწილეობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას პერსონალი მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვით. 14. პერსონალი ინარჩუნებს სიმშვიდეს კრიტიკულ სიტუაციებში და ახორციელებს სიტუაციისათვის ადეკვატურ ქმედებებს. 15. პერსონალი იყენებს პოზიტიური დისციპლინის მეთოდებსა და სტრატეგიებს. 16. პერსონალი თანაბარ ყურადღებას უთმობს ყველა ბავშვს, განურჩევლად მათი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი თუ სხვა მახასიათებლებისა. 17. პერსონალი ბავშვს თავს არ ახვევს საკუთარ აღმსარებლობით, პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს და არ უშვებს ამ ტიპის ქმედებას სხვების მხრიდან. 18. პერსონალი უზრუნველყოფს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ბავშვს სამედიცინო პირველადი დახმარება ჩაუტარდეს ჰიგიენურ და უსაფრთხო პირობებში, ამისათვის უფლებამოსილი პირის მიერ. 19. პერსონალი მეტყველებს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და ბავშვებისთვის გასაგები ენით. მუხლი 31🔗. პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები თითოეული ბავშვის ოჯახთან ურთიერთობის დროს 1. პერსონალი ამყარებს პოზიტიურ, ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას ბავშვის ოჯახთან და ხელს უწყობს მშობელთა ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესში. 2. პერსონალი პატივს სცემს ბავშვის ოჯახის წევრებს, განურჩევლად მათი კულტურული, სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, პოლიტიკური თუ სხვა მახასიათებლებისა. 3. პერსონალი უზიარებს მშობლებს ინფორმაციას როგორც დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის, ისე ბავშვის განვითარების შესახებ. 4. პერსონალი ზრუნავს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საკითხებთან დაკავშირებით მშობელთა ცნობიერების ამაღლებაზე. 5. პერსონალი აღიარებს მშობლის უნიკალურ როლს ბავშვის განვითარებაში, პატივს სცემს მის უფლებას ბავშვთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების დროს, ამავდროულად მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვით. 6. პერსონალი იცავს კონფიდენციალობას ბავშვთან და მის ოჯახთან დაკავშირებით, არ განიხილავს ბავშვის და მისი ოჯახის შესახებ ინფორმაციას კოლეგებთან ან სხვა პირებთან. 7. პერსონალი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს მშობლის ინფორმირებას, თუ ბავშვმა მიიღო დაზიანება ან თუ მის ჯანმრთელობას ან/და პირად უსაფრთხოებას საშიშროება ემუქრება. 8. ბავშვის ოჯახის წევრებს შორის უთანხმოების შემთხვევაში, პერსონალი არ არის მიკერძოებული და თანაბრად ურთიერთობს ოჯახის თითოეულ წევრთან. 9. პერსონალი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ან/და მის სანაცვლოდ, არ იღებს ფასიან საჩუქარს ბავშვისგან, მისი ოჯახის წევრებისაგან ან ბავშვთან დაკავშირებული პირებისაგან. 10. პერსონალი არ ახვევს საკუთარ რელიგიურ, პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს ბავშვის ოჯახის წევრებს. მუხლი 32🔗. პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები თანამშრომლებთან ურთიერთობის დროს 1. პერსონალს აქვს კოლეგიალური, პატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთთანამშრომლობა. 2. პერსონალი მუშაობს გუნდურად. პერსონალი მხარს უჭერს თითოეული თანამშრომლის ინიციატივებს და ასევე, ქმნის ჯანსაღ სამუშაო გარემოს. 3. პერსონალი მხარს უჭერს თითოეულ თანამშრომელს პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში. 4. პერსონალი ამჟღავნებს პროფესიულ სოლიდარობას და კოლეგიალობას. 5. პერსონალი მხარს უჭერს თანამშრომლებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ცოდნის, გამოცდილების, იდეებისა და საგანმანათლებლო რესურსის გაზიარების გზით. 6. პერსონალი დაწესებულებაში დაძაბული ურთიერთობის წარმოშობის შემთხვევაში ზრუნავს მის განმუხტვაზე და ორიენტირებულია დაწესებულებაში წამოჭრილი პრობლემის გადაწყვეტაზე. 7. პერსონალი აღიარებს და პატივს სცემს თითოეული თანამშრომლის პიროვნულ თვისებებს, ინდივიდუალობასა და პროფესიულ გამოცდილებას. 8. პერსონალი თავს არიდებს თანამშრომლის საქმიანობაში უხეშ ჩარევას, არ იძლევა იმპერატიულ მითითებებს თანამშრომლის მისამართით. 9. პერსონალი პატივს სცემს განსხვავებულ მოსაზრებას და კონსტრუქციული დიალოგის გზით ცდილობს კონსენსუსის მიღწევას. 10. პერსონალი აღკვეთს ისეთ ქმედებას, რომელიც დაამცირებს, შეურაცხყოფს თანამშრომელს ან ხელს შეუშლის მას უფლებამოსილების განხორციელებაში. 11. პერსონალი არ ახვევს საკუთარ რელიგიურ, პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს თანამშრომლებს. მუხლი 33🔗. პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები სხვა სფეროებში 1. პერსონალი ვალდებულია დაიცვას ზოგადი ეთიკის მოთხოვნები. 2. პერსონალი, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, თანამშრომლობს სხვა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებთან, ასევე სხვა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. 3. პერსონალი ხელს უწყობს სტუდენტთა, მკვლევართა, დარგის სპეციალისტთა მოხალისეობრივ, კვლევით საქმიანობას ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ბავშვის უფლებებს, არ შეფერხდეს საგანმანათლებლო პროცესი და დაცული იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი. 4. პერსონალი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ზრუნავს გარემოს დაცვაზე და ხელს უწყობს გარემოსდაცვითი თვითშეგნების ფორმირებას ბავშვებში. 5. დაწესებულებას უფლება აქვს დაადგინოს ქცევისა და ეთიკის დამატებითი ნორმები პერსონალისთვის. ასეთი ნორმები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის, წინამდებარე დადგენილებას და უნდა გამომდინარეობდეს მათგან. თავი V პასუხისმგებლობა მუხლი 34🔗. პასუხისმგებლობა პერსონალის მიერ ამ დადგენილებით გათვალისწინებული სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობისა და პერსონალთან გაფორმებული შრომის ხელშეკრულების შესაბამისად.