1. აღმზრდელის ფუნქციები:
ა) პასუხს აგებს თითოეული ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე;
ბ) ბავშვებთან მუშაობისას ხელმძღვანელობს ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებით’’;
გ) მზრუნველობითა და ყურადღებით ეკიდება ჯგუფის თითოეული ბავშვის ინტერესებსა და საჭიროებებს;
დ) მეთოდისტის უშუალო ხელმძღვანელობით და სასწავლო პროგრამაზე დაყრდნობით შეიმუშავებს და განავითარებს ჯგუფის დღიურ განრიგს, სასწავლო გეგმას, რომელსაც გააცნობს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების მენეჯერს;
ე) ყოველთვიურად აბარებს ჩატარებული სამუშაოს შესახებ ანგარიშს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების მენეჯერს;
ვ) მონაწილეობას იღებს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების პედაგოგიურ თათბირებში;
ზ) მუშაობს მშობლებთან ბავშვების აღზრდის საკითხებზე. საჭიროების შემთხვევაში დამატებით სთვაზობს აღმზრდელობით, შემეცნებით მასალას;
თ) თანაშემწესთან ერთად პასუხისმგებელია ბავშვთა კვების ორგანიზებაზე;
ი) თვალყურს ადევნებს ჯგუფის ბავშვთა დასწრებას და აღრიცხავს სპეციალურ ჟურნალში.
კ) ასრულებს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მოთხოვნებს, რაც დაკავშირებულია ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვასა და განმტკიცებასთან, ყურადღებით აკვირდება ბავშვის მდგომარეობას დღის განმავლობაში და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისად ფსიქოლოგს, ექთანს ან მშობელს აწვდის ინფორმაციას;
ლ) ვალდებულია ორგანიზებულად გადასცეს ბავშვები მის შემცვლელ აღმზრდელს;
მ) პასუხს აგებს ჯგუფის კუთვნილ სათამაშოებზე, სასწავლო მასალებზე, წიგნებზე და საერთოდ ჯგუფის მთელი ქონების დაცვა-შენახვაზე;
ნ) სისტემატიურად მუშაობს თვითგანვითარებაზე და სიახლეების დანერგვაზე; 2.ანგარიშვალდებულია მენეჯერის წინაშ