1. პერსონალი საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

2. პერსონალი აღიარებს ბავშვს როგორც საგანმანათლებლო პროცესის აქტიურ მონაწილეს და ითვალისწინებს მის პოზიციასა და აღქმას.

3. პერსონალი აღიარებს და პატივს სცემს თითოეული ბავშვის ინდივიდუალურობასა და განსხვავებულობას.

4. პერსონალი ზრუნავს ჯგუფისა და დაწესებულების მიმართ ბავშვის თვითმიკუთვნებულობის განცდაზე .

5. პერსონალი ქმნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან დაცულ, ინკლუზიურ გარემოს, სადაც ყველა ბავშვს აქვს განვითარების შესაძლებლობა, განურჩევლად ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური თუ სხვა მახასიათებლებისა. 6. პერსონალი ზრუნავს თითოეული ბავშვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე.

7. პერსონალი ურთიერთობს ბავშვთან, როგორც თანასწორთან და უფლებების მქონე სუბიექტთან.

8. პერსონალი აცნობიერებს თამაშის მნიშვნელობას ბავშვის მრავალმხრივი განვითარებისთვის.

9. პერსონალი ქმნის გარემოს, სადაც ყველა ბავშვს აქვს აზრის გამოხატვის შესაძლებლობა.

10. პერსონალი ზრუნავს ბავშვის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაზე, მათ შორის, პირადი მაგალითით.

11. პერსონალი ითვალისწინებს ბავშვისა და ოჯახის მჭიდრო კავშირების მნიშვნელობას, იყენებს ამ კავშირებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად. 12. პერსონალი ბავშვთან დაკავშირებული ინფორმაციის, ფოტო/ვიდეო მასალის ან ნამუშევრის გასაჯაროვების შემთხვევაში (განსაკუთრებით ინტერნეტ-სივრცეში) მოიპოვებს ბავშვისა და მისი მშობლის თანხმობას და მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვით.

13. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დაწესებულების შემოწმებებში ბავშვის მონაწილეობისას ან მისი მონაწილეობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას პერსონალი მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვით.

14. პერსონალი ინარჩუნებს სიმშვიდეს კრიტიკულ სიტუაციებში და ახორციელებს სიტუაციისათვის ადეკვატურ ქმედებებს.

15. პერსონალი იყენებს პოზიტიური დისციპლინის მეთოდებსა და სტრატეგიებს. 16. პერსონალი თანაბარ ყურადღებას უთმობს ყველა ბავშვს, განურჩევლად მათი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი თუ სხვა მახასიათებლებისა.

17. პერსონალი ბავშვს თავს არ ახვევს საკუთარ აღმსარებლობით, პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს და არ უშვებს ამ ტიპის ქმედებას სხვების მხრიდან.

18. პერსონალი უზრუნველყოფს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ბავშვს სამედიცინო პირველადი დახმარება ჩაუტარდეს ჰიგიენურ და უსაფრთხო პირობებში, ამისათვის უფლებამოსილი პირის მიერ.

19. პერსონალი მეტყველებს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და ბავშვებისთვის გასაგები ენი