1. პერსონალი ვალდებულია დაიცვას ზოგადი ეთიკის მოთხოვნები.
2. პერსონალი, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, თანამშრომლობს სხვა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებთან, ასევე სხვა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
3. პერსონალი ხელს უწყობს სტუდენტთა, მკვლევართა, დარგის სპეციალისტთა მოხალისეობრივ, კვლევით საქმიანობას ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ბავშვის უფლებებს, არ შეფერხდეს საგანმანათლებლო პროცესი და დაცული იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი.
4. პერსონალი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ზრუნავს გარემოს დაცვაზე და ხელს უწყობს გარემოსდაცვითი თვითშეგნების ფორმირებას ბავშვებში.
5. დაწესებულებას უფლება აქვს დაადგინოს ქცევისა და ეთიკის დამატებითი ნორმები პერსონალისთვის. ასეთი ნორმები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის, წინამდებარე დადგენილებას და უნდა გამომდინარეობდეს მათგან.
პასუხისმგებლო