„საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის მცენარეთა დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
მიღების თარიღი 07.03.2025
ძალაში შესვლა 01.06.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №22-53
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016823 920
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 13/05/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ტექნიკური რეგლამენტის – ბოსტნეულისა და ბაღჩეულის გასამრავლებელი (გარდა თესლისა) და სარგავი მასალის ბაზარზე განთავსების პროცედურების დამტკიცების თაობაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნები სანერგე მეურნეობისთვის, რომელიც აწარმოებს ხეხილის გასამრავლებელ მასალასა და ნერგებს ტექნიკური რეგლამენტის – ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე ტექნიკური რეგლამენტის – თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის და თუშეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის მცენარეთა დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის მცენარეთა დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის
მცენარეთა დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს მთავრობა და თურქმენეთის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,
აღიარებენ რა, თავიანთი ტერიტორიების დაცვის მნიშვნელობას საკარანტინო მავნე ორგანიზმების შემოტანისა და გავრცელებისგან კომერციული კონტრაქტების შესრულებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისას, ხელმძღვანელობენ მცენარეთა დაცვის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაფართოებისა და სახელმწიფო საკარანტინო ღონისძიებების კოორდინაციის უზრუნველყოფის სურვილით,
თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მხარეთა სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობების დაცვის მიზნით, წინამდებარე შეთანხმებაში გამოყენებულ ტერმინებს ექნებათ შემდეგი მნიშვნელობა:
„მავნე ორგანიზმი“ – მცენარის, ცხოველის ან პათოგენური აგენტის ნებისმიერი სახეობა, შტამი ან ბიოტიპი, რომელიც საზიანოა მცენარეებისთვის ან მცენარეული პროდუქტებისთვის.
„საკარანტინო მავნე ორგანიზმი“ – მავნე ორგანიზმი, რომელსაც გააჩნია პოტენციური ეკონომიკური მნიშვნელობა საფრთხის ქვეშ არსებული ზონისათვის, რომელშიც იგი ჯერ არ არსებობს ან არსებობს, მაგრამ შეზღუდულად არის გავრცელებული და წარმოადგენს ოფიციალური კონტროლის ობიექტს.
„მცენარეები“ – ცოცხალი მცენარეები და მათი ნაწილები თესლებისა და გენეტიკური მასალის ჩათვლით.
„მცენარეული პროდუქტები“ – მცენარეული წარმოშობის პროდუტები (მათ შორის მარცვლოვანები) და გადამუშავებული პროდუქტები, რომლებიც ქმნიან მავნე ორგანიზმების შეყვანის და გავრცელების რისკს მათი ბუნებიდან და გადამუშავების ტექნოლოგიიდან გამომდინარე.
„რეგულირებადი ობიექტი“ – ნებისმიერი მცენარე, მცენარეული პროდუქტი, შენახვის ადგილი, შეფუთვა, სატრანსპორტო საშუალება, კონტეინერი, ნიადაგი და ნებისმიერი სხვა ორგანიზმი, ობიექტი ან მასალა, რომელშიც შესაძლებელია მავნე ორგანიზმების არსებობა ან რომელთაც შეუძლიათ მათი გავრცელებისთვის ხელშეწყობა, რისთვისაც უნდა იქნას მიღებული ფიტოსანიტარიული ზომები, განსაკუთრებით საერთაშორისო ტრანზიტების დროს.
მუხლი 2🔗
მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით გაცვლიან ინფორმაციას კომპეტენტური ორგანოების შესახებ.
მუხლი 3🔗
მხარეები გაცვლიან საკარანტინო მავნე ორგანიზმების ურთიერთშეთანხმებულ სიას, რომლებზეც ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად გაიცემა საერთაშორისო ფიტოსანიტარიული ან რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატები.
მხარეები მოქმედი ეროვნული კანონმდებლობებისა და საკარანტინო მავნე ორგანიზმების სიების შესაბამისად (დანართები N1 და N2), რომლებიც წარმოადგენენ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს, მიმართავენ ყველა ზომას, რომელიც საჭიროა თავიანთი ქვეყნების ტერიტორიაზე საკარანტინო მავნე ორგანიზმების შემოტანის თავიდან აცილების მიზნით.
მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ მომავალში შეცვალონ საკარანტინო მავნე ორგანიზმების სია. ცვლილებებისა და დამატებების შესახებ შეტყობინება ეცნობება მეორე მხარის კომპეტენტურ ორგანოებს. ცვლილებები და დამატებები ძალაში შევა ასეთი ინფორმაციის მიღების დღიდან.
მუხლი 4🔗
ერთი ქვეყნის ტერიტორიიდან მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე რეგულირებადი ობიექტების ტრანსპორტირების (იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი) დროს, მხარეები ვალდებულნი იქნებიან, დაიცვან მხარის სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ფიტოსანიტარიული წესები, რომელიც ვრცელდება ექსპორტზე, იმპორტსა და ტრანზიტზე.
მუხლი 5🔗
მცენარეთა კარანტინის სფეროში ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველყოფის მიზნით, მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად მხარეები ვალდებულებას იღებენ:
მიიღონ აუცილებელი ზომები ერთი ქვეყნის ტერიტორიიდან მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე საკარანტინო მასალების იმპორტის, ექსპორტის ან ტრანზიტის დროს საკარანტინო მავნე ორგანიზმების შეღწევის თავიდან აცილებისთვის.
გაცვალონ საქართველოსა და თურქმენეთის ტერიტორიებზე მცენარეთა კარანტინის მარეგულირებელი წესები და საკანონმდებლო რეგულაციები.
გაცვალონ ინფორმაცია მათ ტერიტორიაზე საკარანტინო მავნე ორგანიზმების ან განსაკუთრებით საშიში სხვა მავნე ორგანიზმების არსებობის შესახებ.
მუხლი 6🔗
ერთი ქვეყნიდან მეორეში იმპორტირებული რეგულირებადი ობიექტის თითოეულ ტვირთს უნდა ახლდეს ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ფიტოსანიტარიული ან რეექსპორტის ფიტოსანიტარული სერტიფიკატი. სერტიფიკატი უნდა ადასტურებდეს, რომ რეგულირებადი ობიექტის პარტია აკმაყოფილებს იმპორტიორი ქვეყნის მიერ დადგენილ ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებს.
გარკვეული ტვირთის ან გარკვეული წარმოშობის ტვირთის იმპორტი რეგულირდება იმპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული იმპორტის საკარანტინო ნებართვით ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
მხარეთა კომპეტენტური ორგანოები იტოვებენ უფლებას დააწესონ დამატებითი ფიტოსანიტარიული მოთხოვნები ცალკეული რეგულირებადი ობიექტებისგან შემდგარ გზავნილებზე, გარდა ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებისა, მათ შორის დეკონტამინაცია, ახალი კონტეინერები, მინარევებისა და ნიადაგის არარსებობა, გამორიცხვა და ა.შ.
რეგულირებადი ობიექტების ტრანზიტი განხორციელდება ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, რომელთა წევრები არიან მხარეები.
მუხლი 7🔗
ხის შესაფუთი მასალები, სპეციალურად დამუშავებული ფიტოსანიტარიული ზომების საერთაშორისო სტანდარტების No.15 (ISPM 15) შესაბამისად, გამოყენებული იქნება შესაფუთ მასალად კარანტინს დაქვემდებარებული ფიტოსანიტარიული პროდუქტების, მასალებისა და ობიექტების ექსპორტის დროს ერთ-ერთი მხარის სახელმწიფო ტერიტორიიდან მეორე სახელმწიფო ტერიტორიაზე. სხვა მცენარეული მასალები (ჰეი, ჩალა, ჭალა, ფოთოლი), რომლებიც შეიძლება იყვნენ საკარანტინო მავნე ორგანიზმების მატარებლები, არ უნდა იქნეს გამოყენებული როგორც დამატებითი შესაფუთი მასალა, მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმების გარეშე.
სატრანსპორტო საშუალებები, რომელიც გამოიყენება ერთ-ერთი მხარის მიერ კარანტინს დაქვემდებარებული მასალების გადასატანად მეორე მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე, უნდა გაიწმინდოს სათანადო სიფრთხილით და საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდეს დეზინფექცია.
მუხლი 8🔗
ფიტოსანიტარიული კონტროლის დროს საკარანტინო მავნე ორგანიზმების აღმოჩენის შემთხვევაში, საკარანტინო მასალას უნდა გაუკეთდეს დეზინფექცია ან დაბრუნდეს ექსპორტიორ ქვეყანაში. თუ დეზინფექციის შედეგები არადამაკმაყოფილებელია, მაშინ ტვირთი უნდა დამუშავდეს მფლობელის ხარჯით ან განადგურდეს შესაბამისი დოკუმენტაციის შევსების შემდეგ.
პროდუქცია, მასალა და ობიექტები, რომელსაც არ ახლავს ფიტოსანიტარიული ან რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი, უნდა დაბრუნდეს. თუ ასეთი დაბრუნება შეუძლებელია, ჩატარებული საკარანტინო და ლაბორატორიული ანალიზების შედეგების საფუძველზე, მათი დეზინფექცია ან განკარგვა მოხდება ეროვნული და საერთაშორისო ფიტოსანიტარული ნორმებისა და საკანონმდებლო წესების შესაბამისად, რის შესახებაც თითოეული მხარის კომპეტენტური ორგანოებს ეცნობება თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, ფიტოსანიტარული ზომების საერთაშორისო სტანდარტების No. 13 (ISPM 13) შესაბამისად.
მუხლი 9🔗
საჭიროების შემთხვევაში, ერთობლივი სესიები მოეწყობა მხარეთა უფლებამოსილი ორგანოების მიერ წინამდებარე შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად. დრო, ადგილი და განსახილველი საკითხების ჩამონათვალი განისაზღვრება მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ. შეხვედრების ორგანიზაციული ხარჯები დაიფარება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით.
მუხლი 10🔗
მხარეებს ორმხრივი შეთანხმებით შეუძლიათ ცვლილებებისა და დამატებების შეტანა წინამდებარე შეთანხმებაში, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმებით, რომელიც იქნება შეთანხმების განუყოფელი ნაწილი. აღნიშნული ოქმები ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-13 მუხლის დებულებების შესაბამისად.
მუხლი 11🔗
წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა სადავო საკითხი გადაწყდება მხარეთა შორის მოლაპარაკებების და/ან კონსულტაციების გზით.
მუხლი 12🔗
წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ ეხება მხარეთა იმ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებებსა და ვალდებულებებს, რომელთა მონაწილეებიც არიან მხარეები.
მუხლი 13🔗
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.
წინამდებარე შეთანხმება დადებულია განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება მეორე მხარისათვის შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში შეთანხმება მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ.
წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტა ზეგავლენას არ მოახდენს იმ მიმდინარე შეთანხმებების, კონტრაქტებისა ან პროექტების მიმდინარეობაზე, რომლებიც ამ შეთანხმების შესაბამისად იქნა დადებული და იმ მომენტისთვის დასრულებული არ არის.
შესრულებულია ქ. აშხაბადში 2025 წლის 7 მარტს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, თურქმენულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე შეთანხმების დებულებების ინტერპრეტაციაში შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს.
საქართველოს მთავრობის
სახელით
(ხელმოწერილია)
თურქმენეთის მთავრობის
სახელით
(ხელმოწერილია)
„საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის მცენარეთა დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დანართი №1
მავნე ორგანიზმების, დაავადებებისა და სარეველების ჩამონათვალი, რომელიც ექვემდებარება კარანტინს საქართველოში.
მავნე ორგანიზმები, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიაზე (A1)
მავნე ორგანიზმები
Aceria sheldoni Ewing.
Agrilus planipennis Fainmaire
Aleurocanthus woglumi Ashby.
Anastrepha fraterculus
Anastrepha ludens
Anastrepha suspensa
Anoplophora glabripennis Mots.
Anthonomus bisignifer
Anthonomus signatus
Arrhenodes minutus (as a putative vector of Ceratocystis fagacearum)
Bemisia tabaci Gen.
Bactericera cockerelli (as a vector of Liberibacter solanacearum)
Bactrocera cucurbitae
Bactrocera dorsalis
Blitopertha orientalis
Callosobruchus analis L.
Callosobruchus chinensis L.
Callosobruchus maculatus F.
Carposina sasakii Mat.
Carneocephala fulgida (as vector of Xylella fastidiosa)
Ceratitis capitata (Wied.)
Ceratitis rosa
Choristoneura conflictana
Choristoneura rosaceana
Conotrachelus nenuphar
Cydia prunivora
Dendrolimus sibiricus
Dendrolimus superans
Diabrotica barberi
Diabrotica speciosa
Diabrotica undecimpunctata undecimpunctata
Diabrotica virgifera virgifera
Diaphorina citri (as vector of Liberobacter spp.)
Draeculacephala minerva (as vector of Xylella fastidiosa)
Epitrix tuberis
Epitrix subcriniata
Frankliniella occidentalis
Graphocephala atropunctata (as vector of Xylella fastidiosa)
Helicoverpa zea
Heteronychus arator
Homalodisca vitripennis (= H. coagulata - vector of Xylella fastidiosa)
Ips calligraphus
Ips confusus & I. paraconfusus
Ips grandicollis
Ips lecontei
Ips pini
Ips plastographus
Keiferia lycopersicella
Leucinodes orbonalis
Liriomyza trifolii
Listronotus bonariensis
Lymantria dispar L.
Malacosoma americanum
Malacosoma disstria
Margarodes vitis
Megaplatypus mutatus
Melanotus communis
Metamasius hemipterus
Monochamus spp. (vectors of B. xylophilus)
Monochamus alternatus
Monochamus carolinensis
Monochamus marmorator
Monochamus mutator
Monochamus nitens
Monochamus notatus
Monochamus obtusus
Monochamus scutellatus
Monochamus titillator
Myndus crudus (putative vector of palm lethal yellowing phytoplasma)
Naupactus leucoloma
Nemorimyza maculosa
Oemona hirta
Oligonychus perditus
Opogona sacchari
Paysandisia archon
Parabemisia myricae
Pheletes californicus
Pissodes nemorensis
Popillia japonica
Premnotrypes latithorax
Premnotrypes suturicallus
Premnotrypes vorax
Pseudopityophthorus minutissimus (as putative vectors of Ceratocystis fagacearum)
Pseudopityophthorus pruinosus (as putative vectors of Ceratocystis fagacearum)
Rhagoletis mendax
Rhagoletis pomonella
Rhynchophorus palmarum
Rhynchophorus ferrugineus
Saperda candida
Scaphoideus luteolus (vector of Elm phloem necrosis phytoplasma)
Scirtothrips aurantii
Scirtothrips citri
Spodoptera eridania
Spodoptera frugiperda
Spodoptera littoralis
Spodoptera litura
Thrips palmi
Toxoptera citricidus
Trogoderma granarium
Unaspis citri
Unaspis yanonensis
Pseudococcus calceolariae
Ceroplastes japonicas
Lopholeucaspis japonica
სოკოები
Alternaria mali
Ceratocystis fagacearum (and its putative vectors Arrhenodes minutus, Pseudopityophthorus minutissimus and P. pruinosus)
Cochliobolus heterostrophus Drechsler
Cronartium quercuum
Diaporthe helianthi
Didymella ligulicola; (Mycosphaerella chrysphaerella)
Guignardia citricarpa
Gymnosporangium yamadae
Melampsora medusae
Mycosphaerella gibsonii
Phaeoramularia angolensis
Phellinus weirii
Phialophora cinerescens
Phymatotrichopsis omnivora
Puccinia hemerocallidis
Puccinia horiana
Stegophora ulmea
Stenocarpella macrospora
Stenocarpella maydis
Tilletia indica
Diaporhe phaseolorum Sac. Var. Caulivora
Synchytrium endobioticum
ბაქტერიები და ფიტოპლაზმები
Pseudomonas syringae pv. Actinidiae
Liberibacter africanum
Liberibacter solanacearum (Solanaceae haplotypes)
Liberibacter asiaticum
Ca. Phytoplasma ulmi' (Elm phloem necrosis)
Xylella fastidiosa
Clavibacter michiganensis subsp. insidiosus
Clavibacter michiganensis subsp. michiganensis
Clavibacter michiganensis subsp. sepedonicus
Curtobacterium flaccumfaciens pv. flaccumfaciens
Ca. Phytoplasma mali (Apple proliferation phytoplasma)
Pseudomonas syringae pv. persicae
Xanthomonas arboricola pv. corylina
Xanthomonas arboricola pv. pruni
Xanthomonas axonopodis pv. vesicatoria and Xanthomonas vesicatoria
Xanthomonas fragariae
Xanthomonas campestris (Pammel) Dowson pv. citri (Hasse) Day 1978.
Grapevine flavescence dorée phytoplasma
Clavibacter tritici (Carlson and Viderer) Davis
Erwinia amylovora (Burrill) Winslow et al
Erwinia stewartii (Smith) Dye
Pseudomonas caryophylli (Burkholder Starv and Burkholder)
Xylophilus ampelinus (Panogopoulos) Willems et al. (=Xanthomonas ampelina (Panogopoulos))
ვირუსები
Chrysanthemum stem necrosis virus (Tospovirus)
Citrus blight disease
Citrus mosaic virus (Badnavirus)
Citrus tatter leaf virus (Capillovirus)
Peach rosette mosaic virus
Chrysanthemum stunt viroid
Cucumber vein yellowing virus (Ipomovirus)
Cucurbit yellow stunting disorder virus (Crinivirus)
Impatiens necrotic spot virus (Tospovirus)
Pepino mosaic virus (Potexvirus)
Potato spindle tuber viroid (Pospiviroid)
Raspberry ringspot virus (Nepovirus)
Satsuma dwarf virus (Sadwavirus)
Tomato chlorosis virus (Crinivirus)
Tomato infectious chlorosis virus (Crinivirus)
Tomato ringspot virus (Nepovirus)
American plum line pattern virus
Barley stripe mosaic hordeivirus
Plum pox potyvirus
Peach latent mosaic viroid
Potato yellow dwarf rhabdovirus
Grapevine fanleaf virus (GFLV);
Arabis mosaic virus (ArMV);
Grapevine leafroll-associated virus 1 (GLRaV-1);
Grapevine leafroll-associated virus 3 (GLRaV-3);
Grapevine fleck virus (GFkV).
ნემატოდები
Anguina tritici (Steinbuch, 1799), Filipjev, 1936
Bursaphelenchus xylophilus (Steiner et Burher, 1934) Nickle, 1970
Globodera pallida (Stone, 1973) Behrens, 1975
Meloidogyne fallax Karssen, 1996
Meloidogyne Chitwood Golden, o’Bannon Santo et Finley, 1980
Meloidogyne enterolobii Baojun Yang and D. Eisenback
Nacobbus aberrans (Thorne, 1935) Thorne et Allen
Heterodera glicines Ichinohe, 1952
Radopholus similis (Cobb, 1983) Thorne, 1949
Xiphinema americanum sensu stricto Cobb 1913
Xiphinema bricolense Ebsary, Vrain & Graham, 1989
Xiphinema californicum Lamberti & Bleve-Zacheo, 1979
Xiphinema rivesi rivesi Dalmasso, 1969
სარეველები
Aeshinomene virginica /L/ B.S.P.
Aeschynomene indica /L/ B.S.P.
Ambrosia psilostachya D.C
Diodia teres Walt.
Emex spinosa L.
Emex australis Stein
Euphorbia dentata Michx
Helianthus Sp.Sp.
Iva axillaris Pursh.
Cassia occidentalis L.
Cassia tora L.
Croton capitatus Michx.
Polygonum pensylvanicum L.
Raimannia laciniata L.
Sida spinosa L.
Solanum rostratum Dun.
Solanum triflorum Nitt.
Striga sp. Sp
Crassula helmsii
Eichhornia crassipes
Ludwigia peploides & Ludwigia grandiflora
Pueraria lobate
Solanum elaeagnifolium
საქართველოს საკარანტინო მავნე ორგანიზმების ჩამონათვალი (A2)
მავნე ორგანიზმები
Ceroplastes japonicus Green.
Dialeurodes citri Rilley.
Quadraspidiotus perniciosus Comst.
Hyphantria cunea Drury.
Liriomyza huidobrensis Blanch.
Lopholeucaspis japonica Ckll.
Phthorimaea operculella Zell.
Phyllocnistis citrella Stair.
Pseudococcus comstocki Kuw.
Pseudococcus gahani Green.
Pseudaulacaspis pentagona Targ.
Tuta absoluta
Viteus vitifolae (Fitch)
სოკოები
Diaporthe phaseolorum Sac. var. Caulivora (Athow et Cald);
Synchytrium endobioticum (Schilb) Perc.
ბაქტერიები და ფიტოპლაზმები
Ralstonia solanacearum (Smith) Jabuuchi et al.
ვირუსები
Citrus tristeza closterovirus.
ნემატოდები
Globodera rostochiensis (Wollenweber) Behrens.
სარეველები
Ambrosia trifida L.
Acroptilon repens D.C.
Cenchrus pauciflorus Benth
Solanum carolinense
„საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის მცენარეთა დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დანართი №2
მავნე ორგანიზმების, დაავადებებისა და სარეველების ჩამონათვალი, რომელიც ექვემდებარება კარანტინს თურქმენეთში.
მავნე ორგანიზმები, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებული თურქმენეთის ტერიტორიაზე (A1)
მავნე ორგანიზმები
Icerya purchasi Mask
Spodoptera litura Fabr.
Hyphantria cunea Drury.
Unaspis citri Comst.
Pantomorus leucoloma Boh.
Tetradacus cltri
Pseudococcus citriculus Green.
Grapholitha molesta Busck.
Unaspis yanonensis Kuw.
Numonia pyrivorella Mats.
Spodoptera littoralis Boisd
Ceroplastes rusci L.
Callosobrushus chinensis L .
Trogoderma granarium Ev
Carposina niponensis Wisgh.
Ceratites capitate Wied.
Diabrotica virgifera le Conte.
Pseudaulacaspis pentagona Targ.
Viteus vitifolii Fitch
Pectinophora gossypiella Saund.
Pseudococcus gahani Green.
Argilus mali Mats.
Popillia japonica Newm.
Rhagoletis pomonella Walsh.
Ceroplastes japonicus Green.
Lopholeucaspis japonica Ckll.
Aonidiella auranii.
Aleurocantthus woglumi Ashbi.
Anoplophora glabripennis (Motschulsky)
Liriomyza trifolii Burg
Liriomyza huidobrensis
Premnotrypes spp.
Epitrix cucumeris Harris
Epitrix tuberis Genther
Dendroctonus micans Kugelman
Monochamus urussovi Fisch.
Monochamus sutot L.
Monochamus galloprovincialis Oliv.
Monochamus saltuarius Gebl.
Zabrotes subfassiatus Boh.
Rhagoletis cingulata Loew.
Bactrocera dorsalis Hend.
Tuta absoluta Meyr.
Frankliniella occidentalis
Conotrachelus nenuphar (Herbst)
Dendroctonos rufipennis (Kirby)
Holyomorpha halys (stal)
Tetranychys evansi Baker (Pritchara)
Oligonychus perditus
Megaseelia scalaris (Loew)
ნემატოდები
Globodera rostochiensis
Globodera pallida (Stone) Mulvey et Stone
Bursaphelenchus xylophilus (Steiner et Buhrer.) Nickle
სოკოები
Glomerella gossypii (South.) Edgerton.
Didymella chrysanthemi (Tassi).
Puccinia horiana P. Henn.
Tilletia (neovossia) indica Mitra.
Sinchytrium endobioticum (Schilb.) Percival.
Phymatotrichopsis omnivore (Duggar) Hennebert
Cochliobolus heterostrophus, (Drechsler).
Diaporthe helianthi (Phomopsis helianthi).
Monilinia fructicola Winter
Thecaphora solani Thirum et O Brier
ბაქტერიები
Erwinia stewartii.
Pseudomonas caryophilli.
Erwinia amylovora.
Xanthomonas campestris pv. citri.
Xanthomonas oryzae pv. oryzicola.
Xanthomonas oryzae pv. oryzae
Corynebacterium tritici
Xylophilus ampelinus (Panagopoulos)
ვირუსები
Plum pox virus.
Citrus tristeza virus.
Barley stripe mosaic virus.
Tomato ringspot virus
Tomato spotted wilt virus
Tomato yellow leaf curl begomovirus
Tomato brown rugose fruit virus ToBRFV
Peach latent mosaic viroid
Peach rosette mosaic nepovirus
Cherry rasp leat virus
ფიტოპლაზმები
Candidatus Phytoplasma Vitis
Candidatus Phytoplasma pyri
Candidatus Phytoplasma mali
Candidatus Phytoplasma Vitis
სარეველები
Ambrosia artemisiifolia L.
Ambrosia trifida L.
Ambrosia psilostachya D.C.
Solanum rostratum Dum.
Solanum elaeagnifolium Cav.
Solanum triflorum L.
Solanum carolinense
Helianthus californicus D.C.
Helianthus ciliaris D.C.
Helianthus scaberrimus Benth.
Helianthus petiolaris Nutt.
Striga sp.sp.
Cenchrus payciflorus Benth.
საკარანტინო მავნე ორგანიზმების სია, რომლებიც არ არის გავრცელებული თურქმენეთის ტერიტორიაზე (A2)
მავნე ორგანიზმები
Leptinotarsa decemlineata Sav.
Phthorimaea operculella Zell.
Quadraspidiotus perniciosus Comst.
Pseudococcus comstoki Kuw.
Callosobruchus maculatus L.
Phyllocnistis citrella Stainton.
Dialeurodes citri Ashn.
Liriomiza sativae
სარეველები
Cuscuta sp.sp.
Acroptilon repens D.C.