მარნეულის რაიონის ახქერფის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან ახალი სოფლის მშენებლობისათვის მიწის გამოყოფის შესახებ
მიღების თარიღი 14.08.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №412
სარეგისტრაციო კოდი 000000250.02(0).000.000000 37
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 8, 31/08/1990
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.08.1990 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
მარნეულის რაიონის ახქერფის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან ახალი სოფლის მშენებლობისათვის მიწის გამოყოფის შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
დადგენილება №412
1990 წლის 14 აგვისტო
ქ. თბილისი
მარნეულის რაიონის ახქერფის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან ახალი სოფლის მშენებლობისათვის მიწის გამოყოფის შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:
დამტკიცდეს მარნეულის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 28 თებერვლის №19 გადაწყვეტილება და გამოეყოს სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოებას, საქართველოს სახალხო ფრონტსა და 9 აპრილის საქართველოს საქველმოქმედო საზოგადოებას ახალი სოფლის მშენებლობისათვის ახქერფის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან ნასოფლარ ჰუჯაფის მიმდებარედ - 25,42 ჰექტარი, აქედან: სახნავი - 22,99 ჰექტარი, სათიბი - 2,2 ჰექტარი, გზა - 0,23 ჰექტარი.
მარნეულის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომმა, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოებამ, საქართველოს სახალხო ფრონტმა და 9 აპრილის საქართველოს საქველმოქმედო საზოგადოებამ:
- უზრუნველყონ გამოყოფილი ფართობის საინჟინრო-გეოლოგიური შესწავლა გაერთიანება „საქგეოლოგიასთან“ ერთად მშენებლობის დაწყებამდე;
- განახორციელონ დასახელება საქსახარქიტექტურასთან ერთად გამოყოფილი ტერიტორიის დაგეგმარების პროექტის შესაბამისად;
- გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს.
შრომის სახელმწიფო კომიტეტმა აღმოუჩინოს დახმარება მარნეულის რაიაღმასკომს, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოებას, საქართველოს სახალხო ფრონტსა და 9 აპრილის საქართველოს საქველმოქმედო საზოგადოებას ახალ სოფელში მუდმივ საცხოვრებლად ჩასახლებული კონტიგენტის შერჩევაში.
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნ. ჭითანავა
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი ზ. მახარაძე