ადიგენისა და ახალციხის რაიონებში სოფელ უდის დამეწყრილი მოსახლეობისათვის საკარმიდამო მიწის ფონდის გამოყოფის შესახებ

მიღების თარიღი 14.08.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №416
სარეგისტრაციო კოდი 000000250.02(0).000.000000 37
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 8, 31/08/1990
233 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

ადიგენისა და ახალციხის რაიონებში სოფელ უდის დამეწყრილი მოსახლეობისათვის საკარმიდამო მიწის ფონდის გამოყოფის შესახებ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება №416 1990 წლის 14 აგვისტო ქ. თბილისი ადიგენისა და ახალციხის რაიონებში სოფელ უდის დამეწყრილი მოსახლეობისათვის საკარმიდამო მიწის ფონდის გამოყოფის შესახებ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს: დამტკიცდეს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოების აღმასკომების გადაწყვეტილებანი: ადიგენისა - 1990 წლის 6 აპრილის №150, ახალციხისა - 1990 წლის 31 მაისის № 6/148 და ამის შესაბამისად გამოეყოთ: 1. ადიგენის რაიონის სახელმწიფო მარაგის მიწებიდან ახალციხის რაიონის მიმდებარედ 103,5 ჰექტარი ფართობი (საძოვარი - 102,56 ჰექტარი, ნაგებობებით დაკავებული - 0,88 ჰექტარი, გზები - 0,06 ჰექტარი) - ახალციხის რაიონს, აქედან საკარმიდამო მიწის ფონდში სოფელ უდის დამეწყრილი მოსახლეობისათვის - 10,0 ჰექტარი საძოვარი. გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში ეცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. 2. ახალციხის რაიონის სხვილისის მებოსტნეობა-მეხილეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან ნაკვეთ „ფარეხაში“ – 24,86 ჰექტარი, აქედან: ამორტიზებული ხეხილის ბაღი - 7 ჰექტარი, სახნავი - 17,86 ჰექტარი, ადიგენის რაიონის საკარმიდამო მიწის ფონდში - სოფელ უდის დამეწყრილი ოჯახების დასასახლებლად, თითოეულს 0,25 ჰექტარის გათვალისწინებით. გამოყოფილი მიწის საკომპენსაციოდ სხვილისის საბჭოთა მეურნეობას წყრუთის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან გადაეცეს მის მოსაზღვრედ მდებარე 12 ჰექტარი ფართობი, მათ შორის სახნავი - 9 ჰექტარი, ბაღი - 3 ჰექტარი. ახალციხის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომმა: - ტერიტორიის განაშენიანების პროექტი შეუთანხმოს საქართველოს სსრ არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის სახელმწიფო კომიტეტს; - უზრუნველყოს საკარმიდამოდ გამოყოფილი ფართობის არქეოლოგიური შესწავლა და შემდეგ გასცეს საკარმიდამოებად.  საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნ. ჭითანავა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი ზ. მახარაძე