„საპენსიო შენატანების განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ წესის“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.05.2025
გამომცემი ორგანო სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი
ნომერი №06
სარეგისტრაციო კოდი 280030000.73.085.016039 14
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 08/05/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
2,633 სიტყვა · ~13 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (12)
შემოსავლების სამსახურის სისტემა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა, რომლის საშუალებითაც ხორციელდება საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენა
მუხლი 2
ელექტრონული სისტემა
საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა
მუხლი 2
საპენსიო დეკლარაცია
დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის შემდგომ, ელექტრონული სისტემის მიერ ავტომატურად დაინიცირებული/შექმნილი საპენსიო დეკლარაცია, რომელშიც აისახება საშემოსავლო დეკლარაციაში მითითებული ის დასაქმებულები/თვითდასაქმებულები, რომელთა სახელით/სასარგებლოდ კანონის საფუძველზე არსებობს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება და რომელიც დაიხურება ავტომატურად ელექტრონული სისტემის მიერ, იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის საბანკო ანგარიშზე არსებობს საპენსიო შენატანის მოცულობის შესაბამისი საბალანსო თანხა
მუხლი 2
საბალანსო თანხა
დამსაქმებლის, თვითდასაქმებულის ან მათი სახელით მესამე პირის მიერ, საპენსიო ფონდის ინსტრუქციით დადგენილი წესით, საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის საბანკო ანგარიშზე გადარიცხული ან ჩარიცხული თანხა, რომლის დანიშნულებაა შესაბამისი მოცულობის საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულება და რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საბალანსო თანხა არ წარმოადგენს მონაწილეთა საპენსიო აქტივს
მუხლი 2
მონიტორინგის წესი
საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესი“
მუხლი 2
ხელფასი
კანონის მე-2 მუხლის „ჰ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემოსავალი
მუხლი 2
შედარება
ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების შემოსავლების სამსახურისაგან მიღებულ ინფორმაციასთან შედარება ვალდებულების დარღვევის (შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების) ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით
მუხლი 2
საშემოსავლო დეკლარაცია
დამსაქმებლის შემთხვევაში - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქციის“ №II-06 დანართით გათვალისწინებული „გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია“ (შემდგომში – გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია), ხოლო თვითდასაქმებულის შემთხვევაში – ზემოაღნიშნული ინსტრუქციის №II-04 დანართით გათვალისწინებული „საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია“ (შემდგომში – საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია)/„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული „მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია“ (შემდგომში – საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია)
მუხლი 2
საშემოსავლო დეკლარაციის ცვლილება
საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილ საშემოსავლო დეკლარაციაში დეკლარაციის წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვადამდე ცვლილების ან/და დამატების შეტანა
მუხლი 2
საშემოსავლო დეკლარაციის შესწორება
საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილ საშემოსავლო დეკლარაციაში დეკლარაციის წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ ცვლილების ან/და დამატების შეტანა
მუხლი 2
ნომინალური მფლობელობის ანგარიში
ინსტრუქციით გათვალისწინებული საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიში
მუხლი 2
ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი
გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი www.eservices.rs.ge.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის, ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე სარგებლის დარიცხვის და საპენსიო შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით სხვა ღონისძიებების და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება 97% 07.05.2025 „პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება 94% 07.05.2025 „დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნების და ნებაყოფლობით, ხელახლა გაწევრიანების წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება 94% 07.05.2025 პენსიის პროგრამული გატანის წესის დადგენის შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 94% 26.12.2024 საპენსიო აქტივების გადატანის წესის დადგენის შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 93% 23.12.2024
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
08.05.2025
18.07.2025
მოქმედი

დოკუმენტის ტექსტი

„საპენსიო შენატანების განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ წესის“ დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ერთობლივი   ბრძანება №06/№01 2025 წლის 8 მაისი ქ. თბილისი „საპენსიო შენატანების განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ წესის“ დამტკიცების შესახებ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, მე-13 მუხლის მე-9 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ​1“ ქვეპუნქტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს 2025 წლის 6 მაისის №5 სხდომის ოქმის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის 2025 წლის 7 მაისის №02 დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „საპენსიო შენატანების განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ წესი“ ამ ბრძანებაზე თანდართული ფორმით. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მოქმედებს 2025 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობაზე. საპენსიო შენატანების განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ წესი მუხლი 1🔗. რეგულირების და მოქმედების სფერო 1. წინამდებარე „საპენსიო შენატანების განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ“ წესი (შემდგომში – წესი) ვრცელდება 2025 წლის 1 მაისიდან მიღებულ ხელფასთან/ თვითდასაქმებულის შემოსავალთან დაკავშირებულ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) საფუძველზე საპენსიო შენატანის განხორციელებაზე. 2. საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება, რომელიც წარმოიშვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, 2025 წლის 1 მაისიდან, უნდა შესრულდეს სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ტექნიკური მხარდაჭერით და სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის (შემდგომში – საპენსიო ფონდი) ელექტრონული სისტემის მეშვეობით ამ წესის საფუძველზე. 3. 2025 წლის 1 მაისამდე არსებულ/წარმოშობილ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებაზე ვრცელდება საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული „საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის, ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე სარგებლის დარიცხვის და საპენსიო შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით სხვა ღონისძიებების და პროცედურების შესახებ ინსტრუქციით“ (შემდგომში – ინსტრუქცია) განსაზღვრული წესები და პირობები. 4. ეს წესი, კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, ვრცელდება დამსაქმებლებზე, დასაქმებულებზე, თვითდასაქმებულებზე, კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპენსიო შენატანების განხორციელების მიზნით. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის განმარტებული, ტერმინებს, რომლებიც გამოყენებულია ამ წესში და განმარტებულია კანონით, ან საგადასახადო კანონმდებლობით, ენიჭება კანონით ან საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა, კონტექსტის შესაბამისად. 2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები: ა) შემოსავლების სამსახურის სისტემა – შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა, რომლის საშუალებითაც ხორციელდება საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენა; ბ) ელექტრონული სისტემა – საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა; გ) საპენსიო დეკლარაცია – დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის შემდგომ, ელექტრონული სისტემის მიერ ავტომატურად დაინიცირებული/შექმნილი საპენსიო დეკლარაცია, რომელშიც აისახება საშემოსავლო დეკლარაციაში მითითებული ის დასაქმებულები/თვითდასაქმებულები, რომელთა სახელით/სასარგებლოდ კანონის საფუძველზე არსებობს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება და რომელიც დაიხურება ავტომატურად ელექტრონული სისტემის მიერ, იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის საბანკო ანგარიშზე არსებობს საპენსიო შენატანის მოცულობის შესაბამისი საბალანსო თანხა; დ) საბალანსო თანხა – დამსაქმებლის, თვითდასაქმებულის ან მათი სახელით მესამე პირის მიერ, საპენსიო ფონდის ინსტრუქციით დადგენილი წესით, საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის საბანკო ანგარიშზე გადარიცხული ან ჩარიცხული თანხა, რომლის დანიშნულებაა შესაბამისი მოცულობის საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულება და რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საბალანსო თანხა არ წარმოადგენს მონაწილეთა საპენსიო აქტივს; ე) მონიტორინგის წესი –საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესი“; ვ) ხელფასი – კანონის მე-2 მუხლის „ჰ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემოსავალი; ზ) შედარება – ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების შემოსავლების სამსახურისაგან მიღებულ ინფორმაციასთან შედარება ვალდებულების დარღვევის (შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების) ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით; თ) საშემოსავლო დეკლარაცია – დამსაქმებლის შემთხვევაში - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქციის“ №II-06 დანართით გათვალისწინებული „გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია“ (შემდგომში – გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია), ხოლო თვითდასაქმებულის შემთხვევაში – ზემოაღნიშნული ინსტრუქციის №II-04 დანართით გათვალისწინებული „საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია“ (შემდგომში – საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია)/„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული „მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია“ (შემდგომში – საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია); ი) საშემოსავლო დეკლარაციის ცვლილება – საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილ საშემოსავლო დეკლარაციაში დეკლარაციის წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვადამდე ცვლილების ან/და დამატების შეტანა; კ) საშემოსავლო დეკლარაციის შესწორება – საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილ საშემოსავლო დეკლარაციაში დეკლარაციის წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ ცვლილების ან/და დამატების შეტანა; ლ) ნომინალური მფლობელობის ანგარიში – ინსტრუქციით გათვალისწინებული საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიში; მ) ელექტრონული გვერდი - ელექტრონულ სისტემაში არსებული დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონული გვერდი; ნ) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი – გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი www.eservices.rs.ge. მუხლი 3🔗. ტექნიკური მხარდაჭერა 1. საპენსიო შენატანების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით შემოსავლების სამსახური და საპენსიო ფონდი უზრუნველყოფენ შემოსავლების სამსახურის სისტემასა და ელექტრონულ სისტემას შორის მონაცემების მიმოცვლას და სერვისის აწყობას, რომლის გათვალისწინებითაც, დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საშემოსავლო დეკლარაცია, რომლის მონაცემები ასახულია გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე, ფიქსირდება ელექტრონულ სისტემაში, რაც დააინიცირებს საპენსიო დეკლარაციის ავტომატურად გენერირებასა და წარდგენას/დახურვას, ამ წესით დადგენილი პირობების შესრულების შემთხვევაში. 2. ამ წესის მიზნებისათვის, პირის თვითდასაქმებულ პირად იდენტიფიცირებას ახორციელებს საპენსიო ფონდი, ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით. 3. შემოსავლების სამსახურის სისტემის მეშვეობით, საპენსიო ფონდს გადაეცემა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, მათ შორის, შემდეგი ინფორმაცია: ა) საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის დრო (თარიღი, საათი, წუთი, წამი); ბ) საშემოსავლო დეკლარაციაში ასახული პირის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი); გ) საშემოსავლო დეკლარაციის სახე; დ) განხორციელებული განაცემი/მიღებული შემოსავალი; ე) განაცემის თარიღი (განაცემის არსებობის შემთხვევაში). 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საპენსიო ფონდისთვის ინფორმაციის გადაცემის შემდგომ საშემოსავლო დეკლარაციის ცვლილების ან/და შესწორების შემთხვევაში, თუ ცვლილების ან/და შესწორების შედეგად, არ ვლინდება საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება, შემოსავლების სამსახურის სისტემის მეშვეობით საპენსიო ფონდს გადაეცემა მხოლოდ საშემოსავლო დეკლარაციის ნომერი. 5. შემოსავლების სამსახური და საპენსიო ფონდი ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფისათვის უფლებამოსილნი არიან, გააფორმონ ხელშეკრულება/შეთანხმება/მემორანდუმი, სადაც გარდა ამ წესში მითითებული საკითხებისა, ასევე აღწერილი იქნება, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით გასაცვლელი ინფორმაცია/მონაცემები, თანამშრომლობის დეტალები, მათ შორის, ტექნიკური და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხები. 6. ამ წესის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურსა და საპენსიო ფონდს შორის ტექნიკური მხარდაჭერით, ელექტრონულ სისტემაში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საპენსიო ფონდის მიერ შესრულდება მონიტორინგი, ასევე  კანონით, ინსტრუქციითა და წინამდებარე წესის საფუძველზე უზრუნველყოფილ იქნება საპენსიო შენატანების განხორციელების პროცესი. 7. ამ წესის მიზნებისათვის, ეფექტიანი ადმინისტრირების უზრუნველსაყოფად, საპენსიო ფონდი და შემოსავლების სამსახური უფლებამოსილნი არიან, მესამე პირებისაგან, მათ შორის, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიიღონ და დაამუშაონ მონაცემები. 8. საპენსიო შენატანის განხორციელების უზრუნველყოფის, ასევე მონიტორინგის წესიდან გამომდინარე, საპენსიო ფონდის მიერ შესაბამისი საქმიანობის განხორციელების მიზნებისათვის, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის  გვერდზე განათავსოს, საპენსიო ფონდის მოთხოვნის საფუძველზე და მის შესაბამისად, სათანადო შეტყობინებები/ინფორმაცია. 9.  ამ წესის საფუძველზე ელექტრონულად, ტექნიკური მხარდაჭერით  გაცვლის პროცესს დაქვემდებარებული ინფორმაციის/მონაცემების გარდა, ცალკეულ შემთხვევებში, შესაბამისი საჭიროებისას, ინფორმაციის/მონაცემების გაცვლა შემოსავლების სამსახურსა და საპენსიო ფონდს შორის შესაძლებელია განხორციელდეს წერილობითი ფორმით. 10. შემოსავლების სამსახური და საპენსიო ფონდი უზრუნველყოფენ საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული პერსონალური და სხვა სენსიტიური ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის დაცვას ინფორმაციული უსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, უსაფრთხოების ადეკვატური ორგანიზაციულ/ტექნიკური ზომების არსებობის/დანერგვის/მიღების გზით, რომლებიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას მონაცემთა დაკარგვისგან, უკანონო დამუშავებისგან, მათ შორის, განადგურებისგან, წაშლისგან, შეცვლისგან, გამჟღავნებისგან ან გამოყენებისგან. მუხლი 4🔗. საპენსიო შენატანის განხორციელება დამსაქმებლის მიერ 1. კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, დამსაქმებელი ვალდებულია, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვადაში და არაუგვიანეს აღნიშნული ვადისა უზრუნველყოს საბალანსო თანხის გადარიცხვა/ჩარიცხვა საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშ(ებ)ზე. 2. გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია მოიცავს სვეტს დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელითა და ხარჯით განსახორციელებელი საპენსიო შენატანის (დასაბეგრი ხელფასის 2%-ის ოდენობით) თაობაზე, რომელიც ივსება გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში შესაბამისი დასაქმებულის ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით, ხოლო ჯამური საპენსიო შენატანის მოცულობის თანხის (დამსაქმებლის მიერ საკუთარი ხარჯით, დასაქმებულის სასარგებლოდ განსახორციელებელი საპენსიო შენატანი (დასაბეგრი ხელფასის 2%-ის ოდენობით) და დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელითა და ხარჯით განხორციელებული საპენსიო შენატანის (დასაბეგრი ხელფასის 2%-ის ოდენობით)) შესახებ ინფორმაციის დამსაქმებლისათვის მიწოდებას უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახური, შემოსავლების სამსახურის სისტემის მეშვეობით, შესაბამისი საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენისას. 3. საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის, დამსაქმებელი ვალდებულია საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენისას, თუმცა არაუგვიანეს  გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის წარდგენისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადისა (ვადის ბოლო დღის 24:00 საათამდე), უზრუნველყოს დამსაქმებლის საბალანსო თანხის შესაბამისი მოცულობის ჩარიცხვა/გადარიცხვა საპენსიო ფონდის შესაბამის ნომინალური მფლობელობის საბანკო ანგარიშზე და დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე შესაბამისი მოცულობის საბალანსო თანხის არსებობის შემთხვევაში, ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად დაიხურება ელექტრონული სისტემის მიერ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის საფუძველზე ავტომატურად გენერირებული საპენსიო დეკლარაცია. 4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არაუგვიანეს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ვადისა (არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა)  დამსაქმებელი არ უზრუნველყოფს საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე შესაბამისი მოცულობის საბალანსო თანხის გადარიცხვას/ჩარიცხვას, არ დაიხურება საპენსიო დეკლარაცია და არ განხორციელდება საპენსიო შენატან(ებ)ი, რაც წარმოადგენს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევას და დამსაქმებელს დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა - ჯარიმა და საურავი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, კანონისა და მონიტორინგის წესის საფუძველზე. საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენა არ გულისხმობს საპენსიო დეკლარაციის დახურვას და საპენსიო შენატანის ავტომატურად განხორციელებას, თუკი შესრულებული არ არის ზემოთ მოცემული პირობა. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამსაქმებელს არ დაეკისრება ჯარიმა ან/და საურავი, თუკი სათანადოდ დადასტურდება, რომ დამსაქმებლის მიერ საბალანსო თანხა საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე გადაირიცხა/ჩაირიცხა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, თუმცა მისი ასახვა დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე ვერ განხორციელდა შესაბამისი კომერციული ბანკის მიზეზით ან/და კომერციულ ბანკსა და საპენსიო ფონდს შორის ტექნიკური მხარდაჭერის გაუმართაობის გამო. დამსაქმებელს ასევე არ დაეკისრება მონიტორინგის წესით განსაზღვრული ჯარიმა ან/და საურავი, იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელმა ამ წესით და ინსტრუქციით დადგენილ ვადაში წარმოადგინა გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია, თუმცა შემოსავლების სამსახურის და საპენსიო ფონდის ტექნიკური მხარდაჭერის გაუმართაობის გამო, საპენსიო ფონდის ელექტრონულ სისტემაში ვერ აისახა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში შესაბამისი დეკლარაცია. 6. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლის მიერ საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენისას/დეკლარაციის წარდგენის შემდგომ დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე არ ფიქსირდება სათანადო მოცულობის საბალანსო თანხა, რაც საჭიროა საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის, ასეთ შემთხვევაში, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ელექტრონული სისტემის ან/და შემოსავლების სამსახურის სისტემის მეშვეობით აცნობოს დამსაქმებელს აღნიშნულის შესახებ. 7. საპენსიო დეკლარაციის წარდგენის ვალდებულების იდენტიფიცირება ხდება ავტომატურად შემოსავლების სამსახურის სისტემაში შესაბამისი დეკლარაციის შევსებისას, შემოსავლების სამსახურის სისტემისა და ელექტრონული სისტემის ტექნიკური მხარდაჭერით, დასაქმებულის ასაკის, მოქალაქეობის სტატუსის, საპენსიო სქემაში მონაწილეობის სტატუსის და განაცემის შესაბამისი სახის –  გათვალისწინებით. 8. დამსაქმებელი ვალდებულია გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის შევსებისას აღნიშნულ დეკლარაციაში მიუთითოს თითოეული დასაქმებული, რომელზეც საანგარიშო პერიოდში გაცემულ იქნა ხელფასი. საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულების მიზნებისათვის, დამსაქმებლის მიერ საანგარიშო პერიოდში გაცემული ხელფას(ებ)ის გათვალისწინებით, დასაქმებულების არასრულად მითითება (მათ შორის, ერთზე მეტ დასაქმებულზე განხორციელებული განაცემის მხოლოდ ერთ პირზე დეკლარირება) წარმოადგენს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევას და ექვემდებარება კანონით და მონიტორინგის წესით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. მუხლი 5🔗. საპენსიო შენატანის განხორციელება თვითდასაქმებულის მიერ 1. თვითდასაქმებული ვალდებულია კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის განხორციელების მიზნით, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია/საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვადაში და არაუგვიანეს აღნიშნული ვადისა უზრუნველყოს საბალანსო თანხის შესაბამისი მოცულობის გადარიცხვა/ჩარიცხვა საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშ(ებ)ზე. 2. საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია/საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია მოიცავს სვეტს/გრაფას თვითდასაქმებულის საპენსიო შენატანის (თვითდასაქმებულის შემოსავლის 4 პროცენტის ოდენობით) თაობაზე, რომელიც ივსება აღნიშნულ დეკლარაციაში შესაბამისი თვითდასაქმებულის შემოსავლის ოდენობის გათვალისწინებით. საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის/საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის წარდგენისას მიეწოდება ინფორმაცია თვითდასაქმებულს, განსახორციელებელი საპენსიო შენატანის შესაბამისი ოდენობის საბალანსო თანხის გადარიცხვის/ჩარიცხვის საჭიროებასთან დაკავშირებით. 3. საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის, თვითდასაქმებული ვალდებულია საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენისას, თუმცა არაუგვიანეს  აღნიშნული დეკლარაციის წარდგენისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადისა (ვადის ბოლო დღის 24:00 საათამდე), უზრუნველყოს საბალანსო თანხის შესაბამისი მოცულობის ჩარიცხვა/გადარიცხვა საპენსიო ფონდის შესაბამის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე, რის შედეგადაც თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე საბალანსო თანხის ასახვის შედეგად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად დაიხურება ელექტრონული სისტემის მიერ საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის/საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის საფუძველზე ავტომატურად გენერირებული საპენსიო დეკლარაცია. 4. იმ შემთხვევაში, თუ საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის/საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვადაში (საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე/არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა) თვითდასაქმებული არ უზრუნველყოფს საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე შესაბამისი მოცულობის საბალანსო თანხის გადარიცხვას/ჩარიცხვას, აღნიშნულის შედეგად არ განხორციელდება საპენსიო შენატან(ებ)ი, რაც წარმოადგენს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობას. საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენა არ გულისხმობს საპენსიო დეკლარაციის დახურვას და საპენსიო შენატანის ავტომატურად განხორციელებას, თუკი შესრულებული არ არის ამ პუნქტით გათვალისწინებული პირობა. 5. იმ შემთხვევაში, თუ თვითდასაქმებულის მიერ საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენისას/წარდგენის შემდგომ, თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე არ ფიქსირდება შესაბამისი მოცულობის საბალანსო თანხა, საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისათვის, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ელექტრონული სისტემის ან/და შემოსავლების სამსახურის სისტემის მეშვეობით აცნობოს თვითდასაქმებულს აღნიშნულის შესახებ. 6. კანონის მე-2 მუხლის „კ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თვითდასაქმებულის შემოსავალთან მიმართებით, იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დამსაქმებელი ნებაყოფლობით ასრულებს საგადასახადო აგენტის ფუნქციას საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, იგი ვალდებულია, უზრუნველყოს საპენსიო სქემაში გაწევრებული თვითდასაქმებულის სახელითა და ხარჯით საპენსიო შენატანის განხორციელება (თვითდასაქმებულის შემოსავლის 4 პროცენტის ოდენობით). მუხლი 6🔗. საპენსიო სქემაში პირის შეცდომით გაწევრება და საპენსიო შენატანის არასწორად განხორციელება 1. იმის გათვალისწინებით, რომ საპენსიო შენატანის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე, საპენსიო შენატანის არასწორად განხორციელება იმავდროულად ნიშნავს საშემოსავლო დეკლარაციაში შესაბამისი შეცდომის/უზუსტობის არსებობას და პირიქით. 2. საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი საშემოსავლო დეკლარაციის ცვლილება ან/და  შესწორება ავტომატურად იწვევს საპენსიო შენატანის დაზუსტებას.   შესაბამისად, თუკი საშემოსავლო დეკლარაციის ცვლილების ან/და დეკლარაციის შესწორების შედეგად დგინდება, რომ: ა) დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს ნაკლებობით აქვს განხორციელებული საპენსიო შენატანი, დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ ცვლილების ან/და შესწორებული საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენა ავტომატურად ელექტრონულ სისტემაში აინიცირებს დაზუსტებული საპენსიო დეკლარაციის შექმნას, ხოლო დაზუსტებული საპენსიო დეკლარაციის წარდგენისათვის დამსაქმებელი/თვითდასაქმებული ვალდებულია, ამ წესის შესაბამისად, უზრუნველყოს არანაკლებ შესაბამისი საპენსიო შენატანის მოცულობის საბალანსო თანხის არსებობა, რის შემდგომაც საპენსიო შენატანი განხორციელდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად, ამ წესის საფუძველზე, არაუგვიანეს შეცვლილი ან/და შესწორებული საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის დღის 24:00 საათისა; ბ) დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს ზედმეტობით ჰქონდა განხორციელებული საპენსიო შენატანი, გარდა ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, დამსაქმებელის/თვითდასაქმებულის მიერ საშემოსავლო დეკლარაციის ცვლილება ან/და შესწორებული საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენა ავტომატურად ელექტრონულ სისტემაში აინიცირებს დაზუსტებული საპენსიო დეკლარაციის შექმნას/წარდგენას. ზედმეტად განხორცილებული საპენსიო შენატანის შესაბამისი თანხის დაბრუნების საკითხი რეგულირდება ინსტრუქციით; გ) დამსაქმებელმა დასაქმებული/ პირი არასწორად გააწევრა საპენსიო სქემაში, დამსაქმებელის მიერ საშემოსავლო დეკლარაციის ცვლილება ან/და შესწორებული საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენა,  ელექტრონულ სისტემაში ავტომატურად აინიცირებს ჩანაწერს, აღნიშნული დასაქმებულის/პირის მონაწილის სტატუსის გაუქმების თაობაზე, ხოლო ზედმეტად განხორცილებული საპენსიო შენატანის შესაბამისი თანხის დაბრუნების საკითხი რეგულირდება ინსტრუქციით. 3. ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად საპენსიო დეკლარაციის წარუდგენლობა, შესაბამისი მოცულობის საპენსიო შენატანის განუხორციელებლობა წარმოადგენს საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევას და ექვემდებარება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, კანონით და მონიტორინგის წესით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. ამასთან,  საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ  ვადამდე საშემოსავლო დეკლარაციის ცვლილების შედეგად ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საპენსიო შენატანებთან მიმართებით ცვლილებები არ წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით პასუხისმგებლობის - ჯარიმის ან/და კანონით გათვალისწინებული საურავის დაკისრების საფუძველს. 4. 2025 წლის 1 მაისის შემდგომი პერიოდისათვის არსებული საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებასთან მიმართებით, ელექტრონული სისტემა არ იძლევა შესაძლებლობას, დამსაქმებელმა/თვითდასაქმებულმა დააკორექტიროს საპენსიო დეკლარაცია საშემოსავლო დეკლარაციისგან დამოუკიდებლად. საპენსიო დეკლარაციის ცვლილება დაკავშირებულია საშემოსავლო დეკლარაციის ცვლილებასთან ან/და საშემოსავლო დეკლარაციის შესწორებასთან და შეუძლებელია მის გარეშე განხორციელდეს. მუხლი 7🔗. დამსაქმებლის და თვითდასაქმებულის რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში 1. დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს, რომელიც არ არის რეგისტრირებული ელექტრონულ სისტემაში და, შესაბამისად, არ აქვს წვდომა დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე, საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე, ელექტრონული სისტემა ავტომატურად შეუქმნის დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდის პირველადი (დროებითი) მომხმარებლის სახელი და პაროლი შესაბამის დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს გადაეცემა შემოსავლების სამსახურის სისტემის მეშვეობით. 3. დამსაქმებელი/თვითდასაქმებული ვალდებულია შემოსავლების სამსახურის სისტემის მეშვეობით მიღებული პირველადი მომხმარებლის სახელის და პაროლის მეშვეობით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შესაბამისი საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის დღეს, შევიდეს ელექტრონულ სისტემაში თავის ელექტრონულ გვერდზე, შეცვალოს პირველადი (დროებითი) მომხმარებლის სახელი და პაროლი  ახლით და უზრუნველყოს ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე საბალანსო თანხის ჩარიცხვა ინსტრუქციით დადგენილი წესით. მუხლი 8🔗. პერსონალური მონაცემების დამუშავება 1. შემოსავლების სამსახური და საპენსიო ფონდი უფლებამოსილნი არიან კანონით, ამ წესით და მემორანდუმით გათვალისწინებული მიზნებისათვის დაამუშაონ დამსაქმებლის, დასაქმებულის, მონაწილის, საპენსიო სქემაში შეცდომით გაწევრებული პირის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის, წარმომადგენლის, თვითდასაქმებულის და სხვა დაინტერესებული პირის პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. კანონის, ინსტრუქციისა და ამ წესის შესაბამისად საპენსიო შენატანის განხორციელების მიზნით, შემოსავლების სამსახური, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, უზრუნველყოფს საპენსიო ფონდს საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციით. ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციის შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ ინფორმაციასთან შედარების შედეგად, საპენსიო ფონდი ახორციელებს საპენსიო შენატანის განხორცილების ვალდებულების იდენტიფიცირებას, რაც აისახება ელექტრონულ სისტემაში, ხოლო საპენსიო შენატანი შესაძლებელია განხორციელდეს ინსტრუქციით და ამ წესის შესაბამისად. 3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი პირის მიერ   გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის წარდგენისას, კანონით გათვალისწინებული  საპენსიო შენატანის განხორციელების  ვალდებულების შესრულების მიზნით, შემოსავლების სამსახურის სისტემის საშუალებით  დამსაქმებელს მიეწოდება ინფორმაცია საპენსიო დეკლარაციის წარდგენის ვალდებულების იდენტიფიცირებისა და დასაქმებული  პირის  დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის სტატუსის შესახებ. 4. კანონისა და ამ წესის შესაბამისად საპენსიო სქემის ადმინისტრირებისა და მართვის მიზნით, ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემები ინახება  მუდმივად. მუხლი 9🔗. წარდგენილი ინფორმაციის სისწორე დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ ელექტრონული სისტემის ან საპენსიო ფონდსა და შემოსავლების სამსახურს შორის არსებული ელექტრონული სერვისის მეშვეობით ან წერილობით წარმოდგენილი ყველა დოკუმენტის/ინფორმაციის ნამდვილობაზე, უტყუარობასა და სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს/მათ წარმომადგენელს. სსიპ საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ჭიჭინაძეშემოსავლების სამსახურის უფროსილევან კაკავა