საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის, ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე სარგებლის დარიცხვის და საპენსიო შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით სხვა ღონისძიებების და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.05.2025
ძალაში შესვლა 01.05.2025
გამომცემი ორგანო სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი
ნომერი №04
სარეგისტრაციო კოდი 280030000.73.085.016037 14
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 07/05/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
6,986 სიტყვა · ~35 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.05.2025 მიღება
01.05.2025 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (21)
საპენსიო დეკლარაცია
საპენსიო ფონდის მიერ შემუშავებული საანგარიშგებო ფორმა, რომელიც ასახავს განსახორციელებელ/განხორციელებულ საპენსიო შენატანს/შენატანებს და რომელიც 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისათვის წარმოადგენს წლიურ მაკორექტირებელ დეკლარაციას, ხოლო აღნიშნული პერიოდის შემდგომ საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე, ერთობლივი ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესით ავტომატურად გენერირებულ ან/და წარდგენილ საანგარიშგებო ფორმას. ხოლო კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის, სახაზინო სამსახურის სისტემაში არსებული შესაბამისი საანგარიშგებო ფორმა
მუხლი 2
წლიური მაკორექტირებელი დეკლარაცია
2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისათვის წარმოშობილ ვალდებულებაზე, საპენსიო შენატანის დანაკლისით ან  ზედმეტად განხორციელების ფაქტის აღმოფხვრის მიზნით საპენსიო ფონდის მიერ შემუშავებული საანგარიშგებო ფორმა, რომელიც ავტომატურად გენერირდება შედარების შედეგად ელექტრონული სისტემის მიერ და რომელშიც მოცემულია შემდეგი ინფორმაცია: დასაქმებულის/თვითდასაქმებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ზედმეტად ან ნაკლებობით განხორციელებული საპენსიო შენატანის მოცულობა, ხელფასის გაცემის წელი
მუხლი 2
მაკორექტირებელი დეკლარაცია
სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ განხორციელებული საპენსიო შენატან(ებ)ის კორექტირების (შემცირების) მიზნით, სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ ამ ინსტრუქციის შესაბამისად მომზადებული და წარდგენილი დეკლარაცია
მუხლი 2
საბალანსო თანხა
დამსაქმებლის, თვითდასაქმებულის ან მათი სახელით მესამე პირის მიერ საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე გადარიცხული ან ჩარიცხული თანხა, რომლის დანიშნულებაა შესაბამისი მოცულობის საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულება და რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე, გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საბალანსო თანხა არ წარმოადგენს მონაწილეთა საპენსიო აქტივს
მუხლი 2
ვებგვერდი
საპენსიო ფონდის ოფიციალური ვებგვერდი, რომელიც განთავსებულია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე – www.pensions.ge
მუხლი 2
დამსაქმებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი
დამსაქმებლის წარმომადგენელი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს საპენსიო შენატანები და ავტორიზებულია ისარგებლოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სისტემით, რომელიც განთავსებულია მისამართზე – www.rs.ge
მუხლი 2
სახელმწიფო დამსაქმებელი
კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამსაქმებელი. თუ კონტექსტი სხვაგვარად არ წარმოაჩენს ან გამორიცხავს, ნებისმიერი მითითება დამსაქმებელზე გულისხმობს ისეთ დამსაქმებელს, რომელიც არ არის სახელმწიფო დამსაქმებელი
მუხლი 2
სახაზინო სამსახური
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სახაზინო სამსახური
მუხლი 2
ელექტრონული სისტემა
საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა
მუხლი 2
ერთობლივი ნორმატიული აქტი
კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით და მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოსავლების სამსახურისა და საპენსიო ფონდის ერთობლივი ნორმატიული აქტი
მუხლი 2
საპენსიო სქემა
კანონით გათვალისწინებული დაგროვებითი საპენსიო სქემა
მუხლი 2
ნომინალური მფლობელობის ანგარიში
საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში/ბანკებში საპენსიო შენატანების აკუმულირების მიზნით საპენსიო ფონდის მიერ გახსნილი ნომინალური მფლობელობის ანგარიში/ანგარიშები
მუხლი 2
დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონული გვერდი
ელექტრონულ სისტემაში თითოეული დამსაქმებლისთვის/თვითდასაქმებულისათვის შექმნილი ელექტრონული გვერდი, სამუშაო სივრცე, რომლის ფარგლებშიც შესაბამისი დამსაქმებელი/თვითდასაქმებული ამ ინსტრუქციის შესაბამისად ახდენს შედარებას, წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციების ინიცირებას და წარდგენას და რომელსაც იყენებს საპენსიო ფონდისაგან ინფორმაციის მიღებისა და საპენსიო ფონდთან კომუნიკაციის მიზნებისათვის
მუხლი 2
დასაქმებულის საპენსიო გვერდი
ელექტრონულ სისტემაში დასაქმებულებისათვის შექმნილი სამუშაო სივრცე, რომლიდანაც დასაქმებულს ეძლევა შესაძლებლობა შევიდეს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე და რომელსაც დასაქმებული იყენებს საპენსიო ფონდისაგან ინფორმაციის მიღებისა და საპენსიო ფონდთან კომუნიკაციის მიზნებისათვის
მუხლი 2
უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო
საპენსიო ფონდისათვის სამართლებრივი დახმარების ან მომსახურების გამწევი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც უფლებამოსილია იმოქმედოს ამ ინსტრუქციის შესაბამისად. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს არსებობის შემთხვევაში, მის შესახებ ინფორმაცია (სახელწოდება, მისამართი) გამოქვეყნებული იქნება ვებგვერდზე
მუხლი 2
უფლებამოსილი თანამშრომელი
საპენსიო ფონდის ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომელი, ვინც ახორციელებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას
მუხლი 2
შედარება
ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების შემოსავლების სამსახურისაგან მიღებულ ინფორმაციასთან შედარება საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის, არაჯეროვანი განხორციელების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით
მუხლი 2
საშემოსავლო დეკლარაცია
ერთობლივი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული საშემოსავლო დეკლარაცია
მუხლი 2
მონიტორინგის წესი
საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების,  ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და   საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესი“
მუხლი 2
საშემოსავლო დეკლარაციის ცვლილება
საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილ საშემოსავლო დეკლარაციაში დეკლარაციის წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვადამდე ცვლილების ან/და დამატების შეტანა
მუხლი 2
საშემოსავლო დეკლარაციის შესწორება
საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილ საშემოსავლო დეკლარაციაში დეკლარაციის წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ ცვლილების ან/და დამატების შეტანა.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„საპენსიო შენატანების განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება 97% 08.05.2025 „დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნების და ნებაყოფლობით, ხელახლა გაწევრიანების წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება 97% 07.05.2025 „პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება 96% 07.05.2025 პენსიის პროგრამული გატანის წესის დადგენის შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 96% 26.12.2024 საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის დამტკიცების შესახებ სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება 95% 07.05.2025
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
07.05.2025
15.07.2025
მოქმედი

დოკუმენტის ტექსტი

საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის, ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე სარგებლის დარიცხვის და საპენსიო შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით სხვა ღონისძიებების და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის  ბრძანება №04 2025 წლის 7 მაისი ქ. თბილისი „საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის, ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე სარგებლის დარიცხვის და საპენსიო შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით სხვა ღონისძიებების და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის, მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-13 მუხლის მე-9 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), მიღების თარიღი: 27/06/2024, სარეგისტრაციო კოდი: 280060000.05.001.102317) მე-2 მუხლის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს 2025 წლის 6 მაისის №5 სხდომის ოქმის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის 2025 წლის 7 მაისის №02 დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის, ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე სარგებლის დარიცხვის და საპენსიო შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით სხვა ღონისძიებების და პროცედურების შესახებ ინსტრუქცია“ ამ ბრძანებაზე თანდართული ფორმით. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან. ინსტრუქცია საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის, ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე სარგებლის დარიცხვის და საპენსიო შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით სხვა ღონისძიებების და პროცედურების შესახებ მუხლი 1🔗. ინსტრუქციის რეგულირების და მოქმედების სფერო 1. წინამდებარე ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია)  განსაზღვრავს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო და ნებაყოფლობით გაწევრიანებასთან და საპენსიო შენატანების განხორციელებასთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის (შემდგომში – საპენსიო ფონდი ან ფონდი) მიერ დამტკიცებულ წესებს, ინფორმაციის წარდგენის ფორმებს, ზედმეტად ან/და არასწორად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის, ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე სარგებლის დარიცხვის  წესებსა და პროცედურებს. 2. ინსტრუქცია ვრცელდება: ა) 2019 წლის 1 იანვრიდან გამომუშავებულ ხელფასზე და თვითდასაქმებულის შემოსავალზე, საიდანაც კანონით დადგენილ შემთხვევაში გამოითვლება და გადახდას/განხორციელებას ექვემდებარება საპენსიო შენატანები; ბ) კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული პირები 2019 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისათვის წარმოშობილ ვალდებულებისათვის საპენსიო შენატანის განხორციელებასა და მასთან დაკავშირებულ ქმედებებს უზრუნველყოფენ წინამდებარე ინსტრუქციის საფუძველზე, ხოლო 2025 წლის 1 მაისის შემდგომ გამომუშავებულ ხელფასზე/თვითდასაქმებულის შემოსავალზე საპენსიო შენატან(ებ)ს განახორციელებენ ამ ინსტრუქციისა და ერთობლივი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით; გ) კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე; დ) დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ან/და ხელახლა გაწევრიანებულ დასაქმებულებზე და ნებაყოფლობით გაწევრიანებულ თვითდასაქმებულზე; ე) კანონით და წინამდებარე ინსტრუქციით გათვალისწინებულ სხვა პირებზე. 3. 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისათვის წარმოშობილ საპენსიო შენატანის განხორცილების ვალდებულების შესრულებისათვის საპენსიო შენატანის განხორციელება შესაძლებელია ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ხოლო 2025 წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდისათვის საპენსიო შენატანის განხორციელება ხდება საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის ტექნიკური მხარდაჭერით და ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად, დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ ელექტრონულ სისტემაში საპენსიო დეკლარაციის შევსების გარეშე. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. თუ სხვაგვარად არ არის განმარტებული, ტერმინებს, რომლებიც გამოყენებულია ამ ინსტრუქციაში და განმარტებულია კანონით, ენიჭება კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა. 2. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები: ა) საპენსიო დეკლარაცია – საპენსიო ფონდის მიერ შემუშავებული საანგარიშგებო ფორმა, რომელიც ასახავს განსახორციელებელ/განხორციელებულ საპენსიო შენატანს/შენატანებს და რომელიც 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისათვის წარმოადგენს წლიურ მაკორექტირებელ დეკლარაციას, ხოლო აღნიშნული პერიოდის შემდგომ საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე, ერთობლივი ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესით ავტომატურად გენერირებულ ან/და წარდგენილ საანგარიშგებო ფორმას. ხოლო კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის, სახაზინო სამსახურის სისტემაში არსებული შესაბამისი საანგარიშგებო ფორმა; ბ) წლიური მაკორექტირებელი დეკლარაცია – 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისათვის წარმოშობილ ვალდებულებაზე, საპენსიო შენატანის დანაკლისით ან  ზედმეტად განხორციელების ფაქტის აღმოფხვრის მიზნით საპენსიო ფონდის მიერ შემუშავებული საანგარიშგებო ფორმა, რომელიც ავტომატურად გენერირდება შედარების შედეგად ელექტრონული სისტემის მიერ და რომელშიც მოცემულია შემდეგი ინფორმაცია: დასაქმებულის/თვითდასაქმებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ზედმეტად ან ნაკლებობით განხორციელებული საპენსიო შენატანის მოცულობა, ხელფასის გაცემის წელი; გ) მაკორექტირებელი დეკლარაცია – სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ განხორციელებული საპენსიო შენატან(ებ)ის კორექტირების (შემცირების) მიზნით, სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ ამ ინსტრუქციის შესაბამისად მომზადებული და წარდგენილი დეკლარაცია; დ) საბალანსო თანხა – დამსაქმებლის, თვითდასაქმებულის ან მათი სახელით მესამე პირის მიერ საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე გადარიცხული ან ჩარიცხული თანხა, რომლის დანიშნულებაა შესაბამისი მოცულობის საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულება და რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე, გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საბალანსო თანხა არ წარმოადგენს მონაწილეთა საპენსიო აქტივს; ე) ვებგვერდი – საპენსიო ფონდის ოფიციალური ვებგვერდი, რომელიც განთავსებულია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე – www.pensions.ge; ვ) დამსაქმებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი – დამსაქმებლის წარმომადგენელი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს საპენსიო შენატანები და ავტორიზებულია ისარგებლოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სისტემით, რომელიც განთავსებულია მისამართზე – www.rs.ge; ზ) სახელმწიფო დამსაქმებელი – კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამსაქმებელი. თუ კონტექსტი სხვაგვარად არ წარმოაჩენს ან გამორიცხავს, ნებისმიერი მითითება დამსაქმებელზე გულისხმობს ისეთ დამსაქმებელს, რომელიც არ არის სახელმწიფო დამსაქმებელი; თ) სახაზინო სამსახური – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სახაზინო სამსახური; ი) ელექტრონული სისტემა – საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა; კ) ერთობლივი ნორმატიული აქტი – კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით და მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოსავლების სამსახურისა და საპენსიო ფონდის ერთობლივი ნორმატიული აქტი; ლ) საპენსიო სქემა – კანონით გათვალისწინებული დაგროვებითი საპენსიო სქემა; მ) ნომინალური მფლობელობის ანგარიში – საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში/ბანკებში საპენსიო შენატანების აკუმულირების მიზნით საპენსიო ფონდის მიერ გახსნილი ნომინალური მფლობელობის ანგარიში/ანგარიშები; ნ) დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონული გვერდი – ელექტრონულ სისტემაში თითოეული დამსაქმებლისთვის/თვითდასაქმებულისათვის შექმნილი ელექტრონული გვერდი, სამუშაო სივრცე, რომლის ფარგლებშიც შესაბამისი დამსაქმებელი/თვითდასაქმებული ამ ინსტრუქციის შესაბამისად ახდენს შედარებას, წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციების ინიცირებას და წარდგენას და რომელსაც იყენებს საპენსიო ფონდისაგან ინფორმაციის მიღებისა და საპენსიო ფონდთან კომუნიკაციის მიზნებისათვის; ო) დასაქმებულის საპენსიო გვერდი – ელექტრონულ სისტემაში დასაქმებულებისათვის შექმნილი სამუშაო სივრცე, რომლიდანაც დასაქმებულს ეძლევა შესაძლებლობა შევიდეს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე და რომელსაც დასაქმებული იყენებს საპენსიო ფონდისაგან ინფორმაციის მიღებისა და საპენსიო ფონდთან კომუნიკაციის მიზნებისათვის; პ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო – საპენსიო ფონდისათვის სამართლებრივი დახმარების ან მომსახურების გამწევი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც უფლებამოსილია იმოქმედოს ამ ინსტრუქციის შესაბამისად. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს არსებობის შემთხვევაში, მის შესახებ ინფორმაცია (სახელწოდება, მისამართი) გამოქვეყნებული იქნება ვებგვერდზე; ჟ) უფლებამოსილი თანამშრომელი – საპენსიო ფონდის ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომელი, ვინც ახორციელებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას; რ) შედარება – ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების შემოსავლების სამსახურისაგან მიღებულ ინფორმაციასთან შედარება საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის, არაჯეროვანი განხორციელების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით; ს) საშემოსავლო დეკლარაცია – ერთობლივი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული საშემოსავლო დეკლარაცია; ტ) მონიტორინგის წესი – საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების,  ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და   საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესი“; უ) საშემოსავლო დეკლარაციის ცვლილება – საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილ საშემოსავლო დეკლარაციაში დეკლარაციის წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვადამდე ცვლილების ან/და დამატების შეტანა; ფ) საშემოსავლო დეკლარაციის შესწორება – საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილ საშემოსავლო დეკლარაციაში დეკლარაციის წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ ცვლილების ან/და დამატების შეტანა. მუხლი 3🔗. დამსაქმებლის რეგისტრაცია 1. დამსაქმებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდიდან. 2. სახელმწიფო დამსაქმებელი არ გადის რეგისტრაციას ელექტრონულ სისტემაში, რადგანაც საპენსიო შენატანების განხორციელებას და დასაქმებულების შესახებ საპენსიო ფონდში ინფორმაციის წარდგენას ახორციელებს სახაზინო სამსახური. სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ ელექტრონულ სისტემაში, ამ მუხლის საფუძველზე რეგისტრაციის გავლა არ გულისხმობს და არ იწვევს ამ პუნქტით განსაზღვრული წესის ცვლილებას და სახაზინო სამსახურის მიერ ვალდებულების შესრულების ჩანაცვლებას. 3. ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციისას, დამსაქმებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის იდენტიფიცირების მიზნით, დამსაქმებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია, პირველ რიგში, შესაბამის ველებში შეიყვანოს შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში შესასვლელად მოთხოვნილი ინფორმაცია (მომხმარებლის სახელი და პაროლი) და ამ სისტემაში წარმატებით იდენტიფიცირების შემთხვევაში მის სარეგისტრაციო გვერდზე ავტომატურად შეივსება დამსაქმებლის საიდენტიფიკაციო კოდი, დამსაქმებლის სახელი და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. აღნიშნული ავთენტიფიკაციის პროცესის წარმატებულად გავლის შემდეგ, დამატებით, ელექტრონულ სისტემაში შემდგომში შესასვლელად დამსაქმებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია: ა) მის მიერ შერჩეული მომხმარებლის სახელი; ბ) მის მიერ შერჩეული პაროლი; გ) მობილური ტელეფონის ნომერი; დ) ელექტრონული ფოსტის მისამართი. 4. ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის შედეგად დამსაქმებლის უფლებამოსილ წარმომადგენელს ექნება წვდომა დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე და შესაბამის ელექტრონულ სამუშაო სივრცეზე. 5. დამსაქმებელი, რომელიც 2025 წლის 1 მაისამდე არ არის დარეგისტრირებული ელექტრონულ სისტემაში, უფლებამოსილია ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია გაიაროს ამ მუხლის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში, საშემოსავლო დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენის შემთხვევაში, ელექტრონულ სისტემაში ავტომატურად იქმნება დამსაქმებლის ელექტრონული გვერდი, რომლის პირველადი მომხმარებლის სახელი და პაროლი დამსაქმებელს გადაეცემა შემოსავლების სამსახურის სისტემის მეშვეობით, ერთობლივი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. დამსაქმებელი ვალდებულია პირველადი მომხმარებლის სახელის და პაროლის მიღებისთანავე უზრუნველყოს პირველადი პაროლის შეცვლა და ელექტრონულ გვერდზე შესვლა. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა არ წარმოადგენს ამ ინსტრუქციით ან/და მონიტორინგის წესით გათვალისწინებული ფონდის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების დამაბრკოლებელ გარემოებას. მუხლი 4🔗. დასაქმებულის გაწევრიანება საპენსიო სქემაში და რეგისტრაცია  ელექტრონულ სისტემაში  1. თითოეული დასაქმებული საპენსიო სქემაში გაწევრიანებულად ითვლება დამსაქმებლის მიერ, დასაქმებულის სახელით და მის სასარგებლოდ, პირველი საპენსიო შენატანის განხორციელების საფუძველზე, მათ შორის კანონით და ფონდის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, დასაქმებულის ნებაყოფლობით ან/და ხელახლა გაწევრიანების შემთხვევაში.   2. სახელმწიფო დამსაქმებლის შემთხვევაში, მისი დასაქმებული საპენსიო სქემაში  გაწევრიანებულად ითვლება, სახაზინო სამსახურის მიერ განხორციელებული პირველი საპენსიო შენატანის საფუძველზე, მათ შორის კანონით და ფონდის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, დასაქმებულის ნებაყოფლობით ან/და ხელახლა გაწევრიანების შემთხვევაში. 3. 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისათვის წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებასთან მიმართებით, დასაქმებული საპენსიო სქემაში გაწევრიანდება დამსაქმებლის მიერ შესაბამისი წლიური დეკლარაციის წარმოდგენის გზით, აღნიშნულ დეკლარაციაში მითითებული პერიოდიდან. ხოლო 2025 წლის 1 მაისიდან დასაქმებული საპენსიო სქემაში გაწევრიანდება დამსაქმებლის მიერ შესაბამისი საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის შესაბამისად საპენსიო შენატანის განხორციელების გზით, შესაბამისი დეკლარაციის თარიღიდან. 4. საპენსიო ფონდი დასაქმებულს საპენსიო სქემაში გაწევრებისთანავე შეუქმნის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშს და უზრუნველყოფს მისთვის ამ ანგარიშზე წვდომას ელექტრონულ სისტემაში დასაქმებულის საპენსიო გვერდის მეშვეობით. 5. დასაქმებულის საპენსიო გვერდზე წვდომისთვის აუცილებელია დასაქმებულის რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში. 6. თითოეული მონაწილის რეგისტრირებისთვის ელექტრონული სისტემა, შესაბამისი დასაქმებულის სახელითა და სასარგებლოდ პირველი საპენსიო შენატანის განხორციელებისთანავე, აგენერირებს სისტემაში შესასვლელ მომხმარებლის სახელს (მომხმარებლის სახელი წარმოადგენს მის პირად ნომერს) და დროებით პაროლს, რომელიც მონაწილეს შეუძლია მიიღოს საპენსიო ფონდში ან/და უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში გამოცხადების გზით ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლით განსაზღვრული წესით. 7. 2025 წლის 1 მაისის შემდეგ დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ან/და ხელახლა გაწევრიანების თაობაზე საპენსიო ფონდისათვის მიმართვისას, შესაბამისი განცხადების დაკმაყოფილების შემდგომ ელექტრონული სისტემა ავტომატურად აგენერირებს სისტემაში შესასვლელ მომხმარებლის სახელს (მომხმარებლის სახელი წარმოადგენს მის პირად ნომერს) და დროებით პაროლს, რაც გადაეცემა განმცხადებელს ამ წესის მე-6 მუხლის მე-12 პუნქტის გათვალისწინებით. 8. საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის გასავლელად დასაქმებული უნდა შევიდეს ვებგვერდიდან შესაბამის ბმულზე, მიუთითოს მომხმარებლის სახელი და დროებითი პაროლი, შეცვალოს დროებითი პაროლი ახალი პაროლით. რეგისტრაციის გავლისას დასაქმებული ასევე ვალდებულია მიუთითოს მისი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. 9. გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული მომხმარებლის სახელისა და დროებითი პაროლის მეშვეობით რეგისტრაცია/ავტორიზაციისა, დასაქმებული/პენსიის მიმღები უფლებამოსილია ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია/ავტორიზაცია გაიაროს საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის (ID ბარათის) ან ბინადრობის ელექტრონული მოწმობის მეშვეობით ან ელექტრონულ სისტემაში არსებული სხვა საშუალებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუხლი 5🔗. თვითდასაქმებულის გაწევრიანება და რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში 1. თვითდასაქმებულის გაწევრიანება საპენსიო სქემაში ხდება ნებაყოფლობით, საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული „დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნების და ნებაყოფლობით, ხელახლა გაწევრიანების წესით“ ფონდისათვის მიმართვისა და აღნიშნულის შემდგომ, პირველი საპენსიო შენატანის განხორციელების საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თვითდასაქმებული ვალდებულია განახორციელოს საპენსიო შენატანი კანონით დადგენილი ოდენობით, ფონდისათვის აღნიშნული მიმართვის შემდგომ მიღებულ თვითდასაქმებულის შემოსავლის ნაწილში, კანონით დადგენილ ვადაში, რის შემდგომაც ის წარმოადგენს საპენსიო სქემის მონაწილეს. 3. საპენსიო ფონდი თვითდასაქმებულს საპენსიო სქემაში გაწევრებისთანავე შეუქმნის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშს და უზრუნველყოფს მისთვის ამ ანგარიშზე წვდომას ელექტრონულ სისტემაში თვითდასაქმებულის ელექტრონული გვერდის მეშვეობით. თვითდასაქმებული ელექტრონულ გვერდზე წვდომისათვის ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-7 – მე-9 პუნქტებით დადგენილი წესით. მუხლი 6🔗.  ავტორიზაციის პარამეტრების მიღება/განახლება 1. მონაწილე, პენსიის მიმღები პირი ან/და საპენსიო სქემიდან გასული პირი პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით (შემდგომში – განმცხადებელი), უფლებამოსილია შესაბამის საპენსიო გვერდზე წვდომისათვის/ავტორიზაციისათვის, მათ შორის რეგისტრაციისთვის დროებითი პაროლ(ებ)ის მიღების მიზნით, მიმართოს საპენსიო ფონდს, საპენსიო ფონდის მისამართზე ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოცხადების გზით და ამ ინსტრუქციის შესაბამისად წარადგინოს შესაბამისი განცხადება. საპენსიო ფონდის მისამართი და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია (სახელწოდება და მისამართ(ებ)ი) მითითებულია ვებგვერდზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე წარმომადგენლის მეშვეობით საპენსიო ფონდისათვის ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვისას, წარმომადგენელი ვალდებულია წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. მინდობილობის (რწმუნებულების, დავალების ხელშეკრულების) საფუძველზე წარმომადგენლობის შემთხვევაში, შესაბამისი მინდობილობა (რწმუნებულება, დავალების ხელშეკრულება) დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნით, საპენსიო ფონდისათვის ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვისას, განმცხადებლის იდენტიფიცირების მიზნით, განმცხადებელი ვალდებულია წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. ამ მუხლის მე-2 (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული  დოკუმენტაციის შემოწმების და მისი წარმდგენი პირის იდენტიფიცირებისთანავე, უფლებამოსილი თანამშრომელი  ელექტრონული სისტემის შესაბამის გრაფაში უთითებს შესაბამისი მონაწილის, პენსიის მიმღები პირის ან/და საპენსიო სქემიდან გასული პირის პირად ნომერს  და დაბადების წელს. 5. უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში შეყვანის შემდგომ, ელექტრონული სისტემა ავტომატურ რეჟიმში აგენერირებს შესაბამისი პირის საპენსიო სქემაში მონაწილეობის სტატუსის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც უფლებამოსილი თანამშრომელი აცნობს განმცხადებელს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გენერირებული საპენსიო სქემაში მონაწილეობის სტატუსის გათვალისწინებით, თუ შესაბამის პირს აქვს შესაბამისი საპენსიო გვერდი, განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში უფლებამოსილი თანამშრომელი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უზრუნველყოფს შემდეგი სახის განცხადების გენერირებას: ა) საპენსიო გვერდზე წვდომისათვის რეგისტრაციის მიზნით დროებითი პაროლ(ებ)ის მიღების თაობაზე, იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამის პირს ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის  ან მე-5 მუხლის საფუძველზე, ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადების თარიღამდე გავლილი არ აქვს რეგისტრაცია; ან ბ) საპენსიო გვერდზე წვდომისათვის საჭირო პაროლის აღდგენის თაობაზე, იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამის პირს ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის ან მე-5 მუხლის საფუძველზე, ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადების თარიღამდე  გავლილი აქვს რეგისტრაცია. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილის შესაბამისად, შესაბამისი განცხადების გენერირების შემდგომ, უფლებამოსილი თანამშრომელი ამობეჭდავს განცხადებას და გადაცემს განმცხადებელს, გაცნობის და ხელმოწერის მიზნით. 8. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გენერირებული სტატუსის გათვალისწინებით, თუ შესაბამის პირს არ აქვს საპენსიო გვერდი,  ელექტრონული სისტემა არ იძლევა შესაძლებლობას დაგენერირდეს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული განცხადება. 9. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი განცხადება სავალდებულოდ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) განმცხადებლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი; ბ) განცხადების ნომერი და თარიღი; გ) განმცხადებლის ტელეფონის ნომერი და ფაქტობრივი მისამართი; დ) განმცხადებლის შესაბამისი მოთხოვნა, რომელშიც ასევე მითითებული უნდა იქნეს ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც უნდა მოხდეს დროებითი პაროლ(ებ)ის ან ვერიფიკაციის ბმულის გადაგზავნა, შემდგომში შესაბამის საპენსიო გვერდზე წვდომის/ავტორიზაციის მიზნისათვის; ე) განმცხადებლის ხელმოწერის გრაფა; ვ) წარმომადგენლის მეშვეობით მომართვის შემთხვევაში განცხადებაში ასევე მიეთითება, მონაწილის, პენსიის მიმღები პირის ან/და საპენსიო სქემიდან გასული პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი. 10. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ეთანხმება ამ მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის განცხადებას, უფლებამოსილი თანამშრომლის თანდასწრებით კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან მატერიალურად ხელს აწერს მას და გადასცემს უფლებამოსილ თანამშრომელს. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი უარს განაცხადებს განცხადების ხელმოწერაზე, უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს აღნიშნული ფაქტის ელექტრონულ სისტემაში ასახვას, შესაბამისი მიზეზის მითითებით. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ხელმოწერილი განცხადება ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში, ხოლო მატერიალური ფორმით ხელმოწერის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს ასეთი განცხადების ელექტრონულ სისტემაში ასახვას. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით, შესაბამისი განცხადების ელექტრონულ სისტემაში ასახვის შემდეგ, ელექტრონული სისტემა ავტომატურ რეჟიმში დააგენერირებს შესაბამის შეტყობინებას, რომელიც გაიგზავნება განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, კერძოდ: ა) ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, დროებითი პაროლ(ებ)ი და My.pensions.ge-ზე რეგისტრაციის ფორმის ბმული, რომლიც, თავის მხრივ, მოიცავს თანმიმდევრულ მითითებებს განსახორციელებელი ქმედებების შესახებ; ბ) ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში ვერიფიკაციის ბმული. მუხლი 7🔗. ელექტრონულ სისტემაში წვდომის ალტერნატიული საშუალებები 1. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია მონაწილეები/პენსიის მიმღებების ინფორმირების ან/და ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულთან ერთად, საპენსიო გვერდზე წვდომის ალტერნატიული საშუალებების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი მომსახურების მიღების მიზნით ხელშეკრულება/შეთანხმება/მემორანდუმი გააფორმოს მესამე პირ(ებ)თან. 2. ამ მუხლის მიზნებისათვის, შესაბამისი მომსახურების განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია დაამუშაოს პერსონალური მონაცემები მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად. მუხლი 8🔗. საპენსიო შენატანის განხორციელების მიზნით საბალანსო თანხის ჩარიცხვა 1. საპენსიო შენატანების აკუმულირებისათვის საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე ან/და ელექტრონულ სისტემაში დამსაქმებლის/თვითდასაქმებული ელექტრონულ გვერდზე მოცემულია ნომინალური მფლობელობის ანგარიშები და მოცემულია შესაბამისი ანგარიშის ნომრები. 2. საპენსიო შენატანის განხორციელების მიზნით, დამსაქმებელი/თვითდასაქმებული ვალდებულია საპენსიო შენატანის ოდენობის შესაბამისი თანხა ჩარიცხოს/გადარიცხოს საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე, რომელიც ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით აისახება საბალანსო თანხის სახით და გამოჩნდება დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე. 3. სახელმწიფო დამსაქმებლის შემთხვევაში დასაქმებულის და დამსაქმებლის საპენსიო შენატანების ჩარიცხვა ხორცილდება სახაზინო სამსახურში, საპენსიო ფონდის სახაზინო ანგარიშზე. 4. ამ ინსტრუქციითა და ერთობლივი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე საპენსიო დეკლარაციის წარდგენამდე და წარდგენის მიზნით, დამსაქმებლი/თვითდასაქმებული ვალდებულია არაუგვიანეს საშემოსავლო დეკლარაციის  წარდგენისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ვადის ბოლო დღის 24:00 საათისა უზრუნველყოს შესაბამისი საპენსიო შენატანის ოდენობის თანხის ჩარიცხვა ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე, რომელიც აისახება ელექტრონულ სისტემაში დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე, საბალანსო თანხის ნაწილში. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, მხოლოდ საბალანსო თანხის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე ჩარიცხვა/გადარიცხვა არ წარმოადგენს დამსაქმებლის, ან თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულებას. 5. დამსაქმებელი/თვითდასაქმებული უფლებამოსილია განახორციელოს წლიური დეკლარაციის დახურვა ან ერთობლივი ნორმატიული აქტის საფუძველზე ავტომატურად დაიხურება საპენსიო დეკლარაცია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი საპენსიო შენატან(ებ)ის ჯამური თანხის ოდენობის საბალანსო თანხა ასახულია დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე. 6. დამსაქმებელი/თვითდასაქმებული ვერ შეძლებს წლიური დეკლარაციის დახურვას, ან ელექტრონული სისტემა ავტომატურად ვერ დახურავს საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენით ინიცირებულ საპენსიო დეკლარაციას, თუ საბალანსო თანხა არ არის ტოლი ან მეტი: ა) წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციით განსახორციელებელი საპენსიო შენატანების ჯამურ თანხაზე, ან ბ) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საშემოსავლო დეკლარაციის შესაბამისად განსახორციელებელი საპენსიო შენატან(ებ)ის მოცულობაზე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი მოცულობის საბალანსო თანხის არ არსებობისას, ვერ მოხდება დასაქმებულებზე ან თვითდასაქმებულზე საპენსიო შენატან(ებ)ის განაწილება და დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება შეუსრულებელი იქნება. 7. დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ წინამდებარე მუხლის შესაბამისად განსახორციელებელი საპენსიო შენატანების შესაბამისი თანხა ნომინალური მფლობელობის შესაბამის საბანკო ანგარიშზე დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მაგივრად და მისი სახელით შესაძლოა შეიტანოს/გადარიცხოს ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა (შემდგომში – მესამე პირი). გადარიცხვის შემთხვევაში მესამე პირმა უნდა უზრუნველყოს საგადახდო დავალების შესაბამის გრაფაში იმ დამსაქმებლის სახელწოდებისა და საიდენტიფიკაციო ნომრის (თვითდასაქმებულის შემთხვევაში მისი რეკვიზიტების) მითითება, ვის მაგივრადაც ხორციელდება გადარიცხვა, ასევე, მესამე პირის პირადი ნომერი. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, წინამდებარე ინსტრუქციის მიზნებისათვის მესამე პირად ითვლება ასევე დამსაქმებლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, თუ ის დამსაქმებლის ნაცვლად და მისივე ხარჯით განახორციელებს საპენსიო შენატანს. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალება არ შეიცავს ასეთ ინფორმაციას ან საპენსიო შენატანის შესაბამისი თანხის ჩარიცხვა მოხდა ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე მესამე პირის მიერ, შეტანილი/გადარიცხული თანხის ელექტრონულ სისტემაში საბალანსო თანხის სახით ასახვის მიზნით: ა) მესამე პირი ვალდებულია გამოცხადდეს ფონდში ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში და წერილობით დაადასტუროს, რომ მის მიერ თანხის შეტანა/გადარიცხვა განხორციელდა შესაბამისი დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ნაცვლად და მისივე ხარჯით, წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად, საპენსიო შენატანების განხორციელების მიზნით. ამასთან, მესამე პირი ვალდებულია წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირი ვერ ცხადდება ფონდში ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ის ვალდებულია მიმართოს საპენსიო ფონდს წერილობითი ფორმით და დაადასტუროს, რომ მის მიერ თანხის შეტანა/გადარიცხვა განხორციელდა შესაბამისი დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მაგივრად და ხარჯით. ასეთ წერილობით მიმართვაზე მესამე პირის ხელმოწერა დადასტურებული უნდა იქნეს ნოტარიულად, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. წერილობით მიმართვას თან უნდა ერთოდეს მესამე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. 8. იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირი არ განახორციელებს დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მაგივრად და ხარჯით შეტანის/გადარიცხვის დადასტურებას ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული წესით, საპენსიო ფონდი ვერ უზრუნველყოფს შეტანილი/გადარიცხული თანხის შესაბამისი დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის საბალანსო თანხაში ასახვას. მუხლი 9🔗. შედარების ფუნქციონალი 1. დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების ხელშეწყობის მიზნით, ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებულია შედარების ფუნქციონალი, რომლის მეშვეობით დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს ეძლევა შესაძლებლობა, გაეცნოს შედარების შედეგებს 2025 წლის 01 მაისამდე პერიოდისთვის. 2. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი/თვითდასაქმებული არ ეთანხმება შედარების ფუნქციონალში მოცემულ შედარების შედეგებს, ის უფლებამოსილია, შედარების ფუნქციონალის ამისათვის გამოყოფილ გრაფებში მიუთითოს შესაბამისი კომენტარ(ებ)ი. 3. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი/თვითდასაქმებული ეთანხმება შედარების ფუნქციონალში მოცემულ შედარების შედეგებს, ის უფლებამოსილია ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის შესაბამისად მოახდინოს წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციის ინიცირება. მუხლი 10🔗. საპენსიო შენატანის განხორციელება 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისათვის წარმოშობილი ვალდებულებისათვის 1. იმ შემთხვევაში, თუ შედარების ფუნქციონალში მოცემული შედარების შედეგების მიხედვით 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისათვის იდენტიფიცირდება საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების ზედმეტობით ან/და განუხორციელებლობა ან/და ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, დამსაქმებელი/თვითდასაქმებული უფლებამოსილია დააინიციროს და წარადგინოს წლიურ მაკორექტირებელ დეკლარაცია ელექტრონული სისტემის მეშვეობით. 2. იმ შემთხვევაში, თუ წლიური მაკორექტირებელი დეკლარაცია ითვალისწინებს არაჯეროვანი შესრულების აღმოფხვრას, საპენსიო შენატანის განხორციელებას მისი დახურვისთვის აუცილებელია შესაბამისი ოდენობის საბალანსო თანხის არსებობა. 3. იმ შემთხვევაში, თუ წლიური მაკორექტირებელი დეკლარაცია ითვალისწინებს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის აღმოფხვრას, დეკლარაციის დახურვიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში: ა) დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანი დაუბრუნდება დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს საბალანსო თანხის სახით. ხსენებულ საპენსიო შენატანზე ზარალის შემთხვევაში, დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს დაუბრუნდება შესაბამისი ნაშთი. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს დაუბრუნოს შეცდომით განხორციელებული საპენსიო შენატანიდან დასაქმებულის შესაბამისი წილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). შესაბამის საპენსიო შენატანებზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რჩება დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე. ბ) სახელმწიფოს მიერ ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხა, გადაირიცხება საპენსიო ფონდის სახაზინო ანგარიშზე.  ხსენებულ საპენსიო შენატანზე ზარალის შემთხვევაში, საპენსიო ფონდის სახაზინო ანგარიშზე გადაირიცხება შესაბამისი ნაშთი. შესაბამის საპენსიო შენატანებზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რჩება დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე. გ) დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს დაუბრუნდება ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანი და მასზე დარიცხული სარგებელის/ზარალის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული ზედმეტობა გამოვლინდება საპენსიო ფონდის „პენსიისა და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციის” საფუძველზე პენსიის/საპენსიო აქტივების დანიშვნის/გაცემის დროს მონიტორინგის წესის შესაბამისად მონიტორინგის განხორციელების შედეგად. 4. ამ მუხლის შესაბამისად, ინიცირებული და დახურული  წლიური მაკორექტირებელი დეკლარაცია ავტომატურად ითვალისწინებს დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მითითებულ კომენტარ(ებ)ს. წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციის წარდგენისას დამსაქმებელი/თვითდასაქმებული ვალდებულია ნებისმიერი ინფორმაცია მიუთითოს ქართულ ენაზე. 5. ამ მუხლის შესაბამისად გენერირებულ წლიურ მაკორექტირებელ დეკლარაციაში მოცემულ ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია დამსაქმებელი/თვითდასაქმებული და ასეთი დეკლარაცია შესაძლოა მონიტორინგის პროცესში გახდეს ფონდის მიერ მონიტორინგის განხორციელების საგანი. 6. ამ მუხლის საფუძველზე განხორციელებული საპენსიო შენატანები აისახება დასაქმებულის საპენსიო გვერდზე, არაუგვიანეს წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციის წარდგენიდან მომდევნო სამუშაო დღისა. მუხლი 11🔗. საპენსიო შენატანის განხორციელება 2025 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ ვალდებულებაზე 1. 2025 წლის 1 მაისიდან წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება შესრულდება ამ ინსტრუქციისა და ერთობლივი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით შემოსავლების სამსახურის სისტემასა და ელექტრონულ სისტემას შორის მონაცემების მიმოცვლის გზით, დამსაქმებლის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე. 2. დამსაქმებელი ვალდებულია კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპენსიო შენატანი განახორციელოს არაუგვიანეს საშემოსავლო დეკლარაციის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვადაში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის საჭიროა დამსაქმებელმა არაუგვიანეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენისათვის დადგენილი ვადის ბოლო დღის 24:00 საათამდე საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე ჩარიცხოს საბალანსო თანხა, არანაკლებ შესაბამის საშემოსავლო დეკლარაციაში ასახული დასაქმებულისათვის/დასაქმებულებისათვის (რომლებიც სავალდებულო წესით მონაწილეობენ საპენსიო სქემაში ან ნებაყოფლობით/ხელახლა გაწევრიანდნენ) საანგარიშო პერიოდში გაცემული დასაბეგრი ხელფასის 2 % + 2 %-ის ოდენობით. 4. საქართველოს საგადასახადო კოდექსით საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენისათვის დადგენილი ვადის ბოლო დღემდე არსებულ ნებისმიერ რიცხვში საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში, ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად დაიხურება ელექტრონული სისტემის მიერ გენერირებული საპენსიო დეკლარაცია, თუ დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე განთავსებული იქნება საშემოსავლო დეკლარაციის შესაბამისი მოცულობის საბალანსო თანხა. 5. საქართველოს საგადასახადო კოდექსით საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენისათვის დადგენილი ვადის ბოლო დღემდე, დამსაქმებელის მიერ საშემოსავლო დეკლარაციაში ყოველი ცვლილება გამოიწვევს საპენსიო შენატანის შესაბამისი ცვლილების საჭიროებას,  თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს მონიტორინგის წესის საფუძველზე ჯარიმის ან/და საურავის დაკისრების საფუძველს, თუ დადგენილ ვადამდე ამ ინსტრუქციისა და ერთობლივი ნორმატიული აქტის საფუძველზე სრულად და ჯეროვნად განხორციელდება საპენსიო შენატან(ებ)ი. 6. ამ მუხლის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანები აისახება დასაქმებულის საპენსიო გვერდზე, არაუგვიანეს საპენსიო დეკლარაციის ავტომატურად წარდგენიდან მომდევნო სამუშაო დღისა. 7. 2025 წლის 1 მაისიდან წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულებისათვის, თვითდასაქმებული ვალდებულია შესაბამისი საშემოსავლო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენისას, თუმცა არაუგვიანეს  აღნიშნული დეკლარაციის წარდგენისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადისა ბოლო დღის 24:00 საათამდე, უზრუნველყოს საბალანსო თანხის შესაბამისი მოცულობის (საანგარიშო პერიოდში მიღებული თვითდასაქმებულის შემოსავლის 4 %-ის ოდენობით) ჩარიცხვა/გადარიცხვა საპენსიო ფონდის შესაბამის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე, ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად დაიხურება ელექტრონული სისტემის მიერ საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე გენერირებული საპენსიო დეკლარაცია. 8. თვითდასაქმებულის მიერ საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ვადამდე, შესაბამისი საშემოსავლო დეკლარაციის ყოველი ცვლილება გამოიწვევს საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე არსებული/განსახორციელებელი საპენსიო შენატანის ცვლილების საჭიროებას. ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად დაიხურება ელექტრონული სისტემის მიერ გენერირებული საპენსიო დეკლარაცია, თუ თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე განთავსებული იქნება საშემოსავლო დეკლარაციის შესაბამისი მოცულობის საბალანსო თანხა. მუხლი 12🔗. სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელება 1. სახელმწიფო დამსაქმებელი კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საპენსიო შენატანს არ ახორციელებს ელექტრონული სისტემის მეშვეობით, არამედ ასეთი საპენსიო შენატანი ხორციელდება სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ სახაზინო სამსახურის სისტემის მეშვეობით. 2. სახელმწიფო დამსაქმებლის დასაქმებულის საპენსიო შენატანი ხორციელდება სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის ხელფასის გაცემის დღეს. 3. სახელმწიფო დამსაქმებელი ვალდებულია კანონით გათვალისწინებული თითოეული დასაქმებულისათვის ხელფასის გადარიცხვისას მათ შესახებ შემდეგი ინფორმაცია მიაწოდოს სახაზინო სამსახურს: სახელი, გვარი და პირადი ნომერი. სახელის და გვარის შევსება სავალდებულოა ქართულად, სხვა შემთხვევაში ელექტრონული სისტემა პირადი ინფორმაციის გადამოწმების დროს დააფიქსირებს შეცდომას და ვერ გაგრძელდება საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის საჭირო შემდგომი პროცესი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო დამსაქმებლის თითოეულ დასაქმებულთან მიმართებაში სახაზინო სამსახური ვალდებულია საპენსიო ფონდს მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი ხელფასის შესახებ. სახაზინო სამსახური სახელმწიფო დასაქმებულების საპენსიო შენატანების განხორციელების მიზნით, დამსაქმებლების იდენტიფიცირების გარეშე, უზრუნველყოფს ასეთი დასაქმებულების შესახებ ინფორმაციის (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დასაქმებულის ხარჯით განსახორციელებელი საპენსიო შენატანის ოდენობა) საპენსიო ფონდისათვის მიწოდებას. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საპენსიო ფონდის მიერ ელექტრონულ სისტემაში მიღების შემდგომ, ელექტრონული სისტემის მიერ მუშავდება აღნიშნული ინფორმაცია, გენერირდება საპენსიო დეკლარაცია/დეკლარაციები და არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს შესაბამისი საპენსიო შენატანები აისახება დასაქმებულების  ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშზე. 6. ამ მუხლის მიზნებისათვის სახაზინო სამსახურის ტექნიკური მხარდაჭერით საპენსიო შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით ტექნიკური საკითხების დაზუსტებისათვის/განსაზღვრისათვის საპენსიო ფონდი და სახაზინო სამსახური უფლებამოსილნი არიან გააფორმონ ხელშეკრულება/შეთანხმება/მემორანდუმი. მუხლი 13🔗. სახელმწიფოს მიერ კანონის შესაბამისად განსახორციელებელი საპენსიო შენატანის ადმინისტრირება 1. ყოველ სამუშაო დღეს, განხორციელებული საპენსიო შენატანების შეჯამების საფუძველზე, საპენსიო ფონდი გამოთვლის და დაადგენს სახელმწიფოს მიერ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსახორციელებელი საპენსიო შენატანის ჯამური მოცულობის ოდენობას და წარუდგენს საგადახდო დავალებას სახელმწიფო ხაზინას. 2. თანხა, რომლის ზედმეტობით გადახდა სახელმწიფო ხაზინიდან გამოიწვია დამსაქმებლის/სახელმწიფო დამსაქმებლის ან თვითდასაქმებულის მიერ ზედმეტად განხორციელებულმა საპენსიო შენატანმა, ბრუნდება მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად. 3. თუ დამსაქმებელმა ან თვითდასაქმებულმა საპენსიო შენატანი განახორციელა დანაკლისით, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში და წესით დამატებითი საპენსიო დეკლარაციის (მათ შორის წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციის) წარდგენის შემთხვევაში მისი სახელმწიფო ბიუჯეტიდან შევსება ხდება იმავე წესით, რა წესითაც ხდება საპენსიო შენატანის განხორციელება/გადახდა საპენსიო ფონდის დავალების საფუძველზე. მუხლი 14🔗. ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვა 1. წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე აკუმულირებული საპენსიო შენატანების და მათზე დარიცხული სარგებლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ნამეტი შემოსავლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხარჯის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დანაკარგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი შემოსავლის ან/და ამონაგების ან/და ზარალის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჯამური ოდენობა შეადგენს საპენსიო აქტივების ჯამურ მოცულობას, რომლის ინვესტირება ხორციელდება კანონისა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად. 2. საპენსიო აქტივების ჯამური მოცულობისა და კანონით განსაზღვრული საინვესტიციო პორტფელ(ებ)ის შექმნისთანავე, საინვესტიციო პორტფელ(ებ)ი დაიყო პორტფელის ერთეულებად და თითოეული ერთეულის საწყისი ფასი განისაზღვრა 10 (ათი) ლარის ოდენობით. საინვესტიციო პორტფელის შექმნის მომენტში პორტფელის ერთეულების ჯამური ოდენობა (რომელიც შეიძლება იყოს არამთელი რიცხვიც) გამოითვლება შემდეგნაირად: საინვესტიციო პორტფელის წმინდა ღირებულება შეფარდებული 10-თან. 3. საპენსიო სქემის თითოეული მონაწილის/პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აისახება შესაბამისი მონაწილის/პენსიის მიმღების საკუთრებაში არსებული საპენსიო აქტივების პროპორციული რაოდენობის საინვესტიციო პორტფელის ერთეულ(ებ)ი. ყოველ კონკრეტულ მომენტში, მონაწილის/პენსიის მიმღების ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის ღირებულება განისაზღვრება თანხით, რომელიც ტოლია: მონაწილის/პენსიის მიმღების საკუთრებაში არსებული პორტფელ(ებ)ის ერთეულის მიმდინარე ფასი გამრავლებული შესაბამისი მონაწილის/პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული შესაბამისი პორტფელ(ებ)ის ერთეულ(ებ)ის რაოდენობაზე. 4. საპენსიო აქტივებს ყოველდღიურად ერიცხება: სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ნამეტი შემოსავალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხარჯი (ასეთის არსებობის შემთხვევაში),  დანაკარგი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი შემოსავალი ან/და ამონაგები ან/და ზარალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რაც ჯამურად წარმოადგენს საპენსიო აქტივების წმინდა მოცულობას, რომელიც ნაწილდება  მონაწილეებზე/პენსიის მიმღებებზე მათ საკუთრებაში არსებული ერთეულების პროპორციულად და აისახება მათ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე. 5. ყოველ სამუშაო დღეს გამოითვლება პორტფელების ერთი ერთეულის ახალი ღირებულება, რომელიც ტოლია: წინა დღის ბოლო მდგომარეობით არსებული საინვესტიციო პორტფელის წმინდა ღირებულება შეფარდებული მონაწილეების/პენსიის მიმღებების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე იმ მომენტისთვის ასახული შესაბამისი პორტფელის ერთეულების ჯამურ რაოდენობასთან. იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური თუ სხვა ობიექტური მიზეზის გამო რომელიმე სამუშაო დღეს ვერ მოხდება პორტფელის ერთეულის ღირებულების გამოთვლა, გამოყენებულ იქნება ბოლოს დათვლილი პორტფელის ერთეულის ღირებულება. 6. ყოველი საპენსიო შენატანით ხორციელდება შესაბამისი მონაწილისთვის /პენსიის მიმღებისთვის პორტფელის დამატებით ახალი ერთეულ(ებ)ის შეძენა, შენატანის განხორციელების დღეს არსებული პორტფელის ერთეულის ღირებულებით და ახლად შეძენილი ერთეულ(ებ)ის ამ მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ასახვა. 7. კანონისა და საპენსიო ფონდის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით პენსიის/საპენსიო აქტივების მიღების, საპენსიო სქემიდან გასვლის ან/და წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად საპენსიო სქემის ნებისმიერი მიზეზით დატოვების შემთხვევაში ხდება მონაწილის/პენსიის მიმღების საკუთრებაში არსებული პორტფელის ერთეულების გაყიდვა, პორტფელის ერთეულების მიმდინარე მომენტისთვის არსებული ღირებულებით: ა) კანონისა და საპენსიო ფონდის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, პენსიის/საპენსიო აქტივების გაცემის თაობაზე მონაწილის განცხადების საფუძველზე, პენსიის/საპენსიო აქტივის დანიშვნა-გაცემის თაობაზე საპენსიო ფონდის შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ელექტრონულ სისტემაში ასახვის  სამუშაო დღეს  არსებული პორტფელის ერთეულის ღირებულებით; ბ) ამ ინსტრუქციის შესაბამისად მაკორექტირებელი დეკლარაციის/წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში, მაკორექტირებელი დეკლარაციის დახურვის სამუშაო დღეს არსებული პორტფელის ერთეულის ღირებულებით; გ)  საპენსიო სქემაში შეცდომით გაწევრიანებული პირის ამ ინსტრუქციის შესაბამისად მონაწილის სტატუსის გაუქმების ფაქტის ელექტრონულ სისტემაში ასახვის სამუშაო დღეს არსებული პორტფელის ერთეულის ღირებულებით. დ) მონაწილის კანონისა და  საპენსიო ფონდის შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესით ელექტრონულ სისტემაში მონაწილის საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილების ასახვის  სამუშაო დღეს არსებული პორტფელის ერთეულის ღირებულებით. 8. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ მონაწილის/პენსიის მიმღების საპენსიო აქტივების განთავსება ხორციელდება საინვესტიციო პორტფელების კომბინაციაში: ა) საპენსიო შენატანით მონაწილისთვის პორტფელების დამატებითი ერთეულების შეძენა მოხდება მონაწილის მიერ არჩეული საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის შესაბამისად; ბ) მონაწილის/პენსიის მიმღების საკუთრებაში არსებული პორტფელების ერთეულების გაყიდვა მოხდება გაყიდვის მომენტში არსებული საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის შესაბამისად. 9. საპენსიო აქტივების ჯამური მოცულობის და საინვესტიციო პორტფელების მიმდინარე მოცულობისა და პორტფელების ერთეულების მიმდინარე ღირებულების თაობაზე ინფორმაცია განთავსებულია და საჯაროდ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე. მუხლი 15🔗. ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე სარგებლის დარიცხვა 1. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია უზრუნველყოს საპენსიო შენატანების აკუმულირებისთვის გახსნილ ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე არსებულ თანხებზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვა. ეს სარგებელი დადგენილი წესითა და პერიოდულობით ხდება არსებული მონაწილეების/პენსიის მიმღებების საპენსიო აქტივების ნაწილი. 2. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია, ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე ყოველდღიურად არსებულ ნაშთზე (რომელიც არ წარმოადგენს საპენსიო აქტივებს)  საპროცენტო სარგებლის დარიცხვის მიზნით, ხელშეკრულება/შეთანხმება გააფორმოს საქართველოში ლიცენზირებულ ნებისმიერ კომერციულ ბანკთან. დაუშვებელია საპენსიო ფონდის მიერ აღნიშნულ ანგარიშებზე განთავსებული თანხებით ნებისმიერი სხვა საბანკო თუ არასაბანკო პროდუქტის შეძენა/მომსახურების მიღება, გარდა ამ პუნქტში მითითებულსა. 3. ამ მუხლის საფუძველზე ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვა უნდა განხორციელდეს წელიწადში 365 დღეზე დაანგარიშებით, ყოველდღიურად, ხოლო სარგებლის ჩარიცხვა ყოველთვიურად, თვეში ერთხელ. 4. ამ მუხლის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი სახის გარიგება არ წარმოადგენს საინვესტიციო გადაწყვეტილებას და არ ხვდება საპენსიო ფონდის საინვესტიციო საქმიანობის სფეროში და რეგულირების ქვეშ. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისათვის საპენსიო ფონდი უფლებამოსილია მოლაპარაკებები აწარმოოს საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებთან და მოლაპარაკებების შედეგად მიღებული კომერციული პირობების გათვალისწინებით განსაზღვროს ის კომერციული ბანკ(ებ)ი, სადაც არსებული ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე/ანგარიშებზე განხორციელდება სარგებლის დარიცხვა. წინამდებარე პუნქტი არ ზღუდავს საპენსიო ფონდს საპენსიო შენატანების აკუმულირების მიზნით განსაზღვროს ისეთი ნომინალური მფლობელობის ანგარიშები, რომელზეც სარგებლის დარიცხვა არ განხორციელდება. 6. ამ მუხლის საფუძველზე არსებულ ნაშთზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი ამ ინსტრუქციის მე-14 მუხლით დადგენილი წესით სრულად ნაწილდება ყოველთვიურად, თვეში ერთხელ, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო კალენდარული თვის 10 რიცხვისა, შესაბამისი დღისათვის არსებულ მონაწილეებზე/პენსიის მიმღებებზე და აისახება მათ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე, მათ საკუთრებაში არსებული ერთეულების პროპორციით. მუხლი 16🔗. საპენსიო შენატანის შეცდომით, ნაკლებობით ან ზედმეტად განხორციელება 1. 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისათვის ნაკლებობით ან/და ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანების გასწორებისათვის/კორექტირებისათვის, დამსაქმებელი (გარდა სახელმწიფო დამსაქმებლისა) ვალდებულია ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის შესაბამისად წარადგინოს წლიური მაკორექტირებელი დეკლარაცია. 2. ამ მუხლით განსაზღვრული წესები არ ვრცელდება 2025 წლის 1 მაისის შემდგომ წარმოშობილ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებაზე, დამსაქმებლისა (გარდა სახელმწიფო დამსაქმებლისა) და თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანების ნაკლებობით ან ზედმეტად განხორციელებაზე ან დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის/პირის დაგროვებით საპენსიო სქემაში შეცდომით გაწევრიანებაზე. 3. დამსაქმებლის (მათ შორის, სახელმწიფო დამსაქმებლის) მიერ დასაქმებულის/პირის საპენსიო სქემაში შეცდომით გაწევრიანების შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია ელექტრონული სისტემის მეშვეობით ფონდს წარუდგინოს შესაბამისი წლიური მაკორექტირებელი დეკლარაცია(ები)/მაკორექტირებელი დეკლარაცია (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), რომლის საფუძველზეც ხდება შეცდომით გაწევრიანებული დასაქმებულის/პირის საპენსიო შენატან(ებ)ის განულება. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დეკლარაციის საპენსიო ფონდისათვის წარდგენისას უქმდება დამსაქმებლის მიერ შესაბამისი საპენსიო დეკლარაციის წარმოდგენის თარიღით დასაქმებულის/პირის (რომელიც შეცდომით იქნა გაწევრიანებული საპენსიო სქემაში) საპენსიო სქემაში გაწევრიანების ფაქტი, ხოლო დასაქმებული საპენსიო სქემაში გაწევრიანებულად ჩაითვლება ნებისმიერი დამსაქმებლის მიერ მისი სახელითა და მის სასარგებლოდ პირველივე საპენსიო შენატანის განხორციელების თარიღიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 5. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლის (მათ შორის, სახელმწიფო დამსაქმებლის) მიერ 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდში შეცდომით მოხდა ისეთი დასაქმებულის საპენსიო სქემაში გაწევრიანება, ვინც კანონის საფუძველზე უფლებამოსილია ნებაყოფლობით გაწევრიანდეს საპენსიო სქემაში, დამსაქმებელი ვალდებულია მოითხოვოს შეცდომით გაწევრიანებული დასაქმებულის საპენსიო სქემის მონაწილის სტატუსის გაუქმება, რისთვისაც ელექტრონულ სისტემის მეშვეობით, ხოლო სახელმწიფო დამსაქმებლმა წერილობით ფონდს, უნდა წარუდგინოს: ა) დამსაქმებლის ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის განცხადება, რომლითაც დასტურდება, რომ დასაქმებულს არ მიუმართავს დამსაქმებლისათვის, კანონის თანახმად საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით გაწევრიანების თაობაზე; ბ) შეცდომით გაწევრიანებული დასაქმებულის წერილობითი განცხადება მასზე, რომ მას არ მიუმართავს განცხადებით დამსაქმებლისათვის საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით გაწევრიანების მოთხოვნით; გ) შეცდომით გაწევრიანებული დასაქმებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუკი დამსაქმებლის მიერ არასრულად ან არასწორადაა წარმოდგენილი დოკუმენტები, ფონდი უფლებამოსილია დამსაქმებელს განუსაზღვროს დამატებით 5 (ხუთი) სამუშაო დღე არსებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. საპენსიო ფონდი: ა) განუხილველად დატოვებს დამსაქმებლის/დასაქმებულის მოთხოვნას, თუ ხარვეზის აღმოსაფხვრელად ამ პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში დამსაქმებლის მიერ არასრულად ან არასწორად იქნა წარმოდგენილი ამ მუხლის მე-5 პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტაცია; ბ) არ დააკმაყოფილებს დამსაქმებლის/დასაქმებულის მოთხოვნას, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე მოთხოვნა წარმოდგენილი არ არის იმ დამსაქმებლის მიერ, რომელმაც დასაქმებული გააწევრიანა საპენსიო სქემაში. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევასთან დაკავშირებით, მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულად მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, ფონდის გადაწყვეტილება დამსაქმებელს და დასაქმებულს/პირს ეცნობება ელექტრონული სისტემის მეშვეობით. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ფონდი უფლებამოსილია ასეთ გადაწყვეტილებაში არ მიუთითოს ის ფაქტობრივი გარემოებები ან/და მიზეზები, რაც გახდა გადაწყვეტილების საფუძველი. 8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებში ფონდსა და სახელმწიფო დამსაქმებელს შორის გათვალისწინებული კომუნიკაცია, დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოთხოვნა და ფონდისთვის ასეთი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარდგენა განხორციელდება წერილობითი ფორმით. 9. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ფონდის მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების ელექტრონულ სისტემაში ასახვისას, უქმდება საპენსიო სქემაში დასაქმებულის/პირის გაწევრიანების ფაქტი. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის შემთხვევაში ფონდის მიერ დამსაქმებლის შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში: ა) დამსაქმებლის მიერ ზედმეტად გადახდილი საპენსიო შენატანი და მასზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაბრუნდება დამსაქმებლის იმ საბანკო ანგარიშზე, რომლიდანაც განხორციელდა საპენსიო შენატანი ან დამსაქმებლის მიერ ფონდისთვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილ მის სხვა საბანკო ანგარიშზე. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს დაუბრუნოს დასაქმებულის სახელით და ხარჯით განხორციელებული საპენსიო შენატანი და ასეთ საპენსიო შენატანზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დაბეგვრით, ფონდის მიერ ჩარიცხვიდან  10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში; ბ) სახელმწიფოს მიერ ასეთი მონაწილის სასარგებლოდ განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაბრუნდება ფონდის სახაზინო ანგარიშზე, ხოლო ასეთ საპენსიო შენატანზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაირიცხება ბიუჯეტის ერთიან სახაზინო ანგარიშზე. 11. ამ მუხლის მე-9 პუნქტის შემთხვევაში ფონდის მიერ სახელმწიფო დამსაქმებლის შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში სახაზინო სამსახურის ელექტრონული მომსახურების სისტემის მეშვეობით: ა) დასაქმებულის სახელით და ხარჯით ზედმეტად გადახდილი საპენსიო შენატანი სრულად, ფონდის მიერ დაბრუნდება სახელმწიფო დამსაქმებლის სახაზინო ანგარიშზე. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს დაუბრუნოს დასაქმებულის სახელით და ხარჯით განხორციელებული საპენსიო შენატანი, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დაბეგვრით, ფონდის მიერ თანხის დაბრუნებიდან  10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში; ბ) დასაქმებულის სახელით და ხარჯით ზედმეტად გადახდილ საპენსიო შენატანზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაირიცხება დასაქმებულის საბანკო ანგარიშზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დაბეგვრით, სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის მეშვეობით; გ) სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ ზედმეტად გადახდილი საპენსიო შენატანი დაბრუნდება ფონდის სახაზინო ანგარიშზე ზარალის გათვალისწინებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ ზედმეტად გადახდილ საპენსიო შენატანებზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტის ერთიან სახაზინო ანგარიშზე; ე) სახელმწიფოს მიერ ასეთი მონაწილის სასარგებლოდ განხორციელებულ საპენსიო შენატანის თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაბრუნდება ფონდის სახაზინო ანგარიშზე ზარალის გათვალისწინებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო ასეთ საპენსიო შენატანზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაირიცხება ბიუჯეტის ერთიან სახაზინო ანგარიშზე. 12. ზედმეტობით განხორციელებულ საპენსიო შენატანთან მიმართებით წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციის საფუძველზე საპენსიო შენატანების დაბრუნების საკითხი რეგულირდება ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის საფუძველზე. 13. სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ ზედმეტად განხორციელებულ შენატანებზე მაკორექტირებელი დეკლარაციის დახურვის და ელექტრონულ სისტემაში ასახვიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში სახაზინო სამსახურის ელექტრონული მომსახურების სისტემის მეშვეობით თანხები ბრუნდება შემდეგი რიგითობით: ა) დახურული მაკორექტირებელი დეკლარაციის საფუძველზე დასაქმებულის სახელით და ხარჯით ზედმეტად გადახდილი საპენსიო შენატანი სრულად, ფონდის მიერ დაბრუნდება სახელმწიფო დამსაქმებლის სახაზინო ანგარიშზე; გ) სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ ზედმეტად გადახდილი საპენსიო შენატანი დაბრუნდება ფონდის სახაზინო ანგარიშზე ზარალის გათვალისწინებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ ზედმეტად გადახდილ საპენსიო შენატანებზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტის ერთიან სახაზინო ანგარიშზე; ე) სახელმწიფოს მიერ ასეთი მონაწილის სასარგებლოდ განხორციელებულ საპენსიო შენატანის თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაბრუნდება ფონდის სახაზინო ანგარიშზე ზარალის გათვალისწინებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო ასეთ საპენსიო შენატანზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაირიცხება ბიუჯეტის ერთიან სახაზინო ანგარიშზე. მუხლი 17🔗. სქემაში მონაწილის სტატუსის გაუქმება 1. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ დამსაქმებლის მიერ შეცდომით მოხდა ისეთი დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანება, რომელზეც კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად არ ვრცელდება კანონი, ფონდი უფლებამოსილია, ასეთ მონაწილეს, მისი დამსაქმებლის/მონაწილის მომართვის გარეშე, გაუუქმოს სქემაში მონაწილეობის სტატუსი.  2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მონაწილისათვის სქემაში მონაწილეობის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში, ფონდი ვალდებულია სტატუსის გაუქმებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში: ა) დამსაქმებლის მიერ ზედმეტად გადახდილი საპენსიო შენატანი და მასზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაბრუნდება დამსაქმებლის იმ საბანკო ანგარიშზე, რომლიდანაც განხორციელდა საპენსიო შენატანი ან დამსაქმებლის მიერ ფონდისთვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილ მის სხვა საბანკო ანგარიშზე. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს დაუბრუნოს დასაქმებულის სახელით და ხარჯით განხორციელებული საპენსიო შენატანი და ასეთ საპენსიო შენატანზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დაბეგვრით, ფონდის მიერ ჩარიცხვიდან  10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. ბ) სახელმწიფოს მიერ ასეთი მონაწილის სასარგებლოდ განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაბრუნდება სახაზინო ანგარიშზე, ხოლო ასეთ საპენსიო შენატანზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაირიცხება ბიუჯეტის ერთიან სახაზინო ანგარიშზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ გაწევრიანებულ მონაწილესთან მიმართებით სქემაში მონაწილეობის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში, ფონდი ვალდებულია სტატუსის გაუქმებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში: ა) დასაქმებულის სახელით და ხარჯით ზედმეტად გადახდილი საპენსიო შენატანი სრულად, ფონდის მიერ დაბრუნდება სახელმწიფო დამსაქმებლის სახაზინო ანგარიშზე. სახელმწიფო დამსაქმებელი ვალდებულია პირს/დასაქმებულს დაუბრუნოს დასაქმებულის სახელით და ხარჯით განხორციელებული საპენსიო შენატანი, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დაბეგვრით, ფონდის მიერ თანხის დაბრუნებიდან  10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. ბ) დასაქმებულის სახელით და ხარჯით ზედმეტად გადახდილ საპენსიო შენატანზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაირიცხება პირის/დასაქმებულის საბანკო ანგარიშზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დაბეგვრით, სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის მეშვეობით. გ) სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ პირის/დასაქმებულის სასარგებლოდ ზედმეტად გადახდილი საპენსიო შენატანი დაბრუნდება ფონდის სახაზინო ანგარიშზე ზარალის გათვალისწინებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ ზედმეტად გადახდილ საპენსიო შენატანებზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტის ერთიან სახაზინო ანგარიშზე; ე) სახელმწიფოს მიერ ასეთი მონაწილის სასარგებლოდ განხორციელებულ საპენსიო შენატანის თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაბრუნდება სახაზინო ანგარიშზე ზარალის გათვალისწინებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო ასეთ საპენსიო შენატანზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაირიცხება ბიუჯეტის ერთიან სახაზინო ანგარიშზე. მუხლი 18🔗. 2025 წლის 1 მაისის შემდგომ საპენსიო სქემაში პირის შეცდომით გაწევრიანება და საპენსიო შენატანის არასწორად განხორციელება 1. 2025 წლის 1 მაისის შემდგომი პერიოდისათვის წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება, მათ შორის ნაკლებობით ან და ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის კორექტირება სრულდება ერთობლივი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის გზით.  2. საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი საშემოსავლო დეკლარაციის ცვლილება  ან/და  შესწორება ავტომატურად იწვევს საპენსიო შენატანის დაზუსტებას. შესაბამისად, თუკი საშემოსავლო დეკლარაციის ცვლილების ან/და დეკლარაციის შესწორების შედეგად დგინდება, რომ: ა) დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს ნაკლებობით აქვს განხორციელებული საპენსიო შენატანი, დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ ცვლილების ან/და შესწორებული საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენა ავტომატურად ელექტრონულ სისტემაში აინიცირებს დაზუსტებული საპენსიო დეკლარაციის შექმნას. ხოლო დაზუსტებული საპენსიო დეკლარაციის წარდგენისათვის დამსაქმებელი/თვითდასაქმებული ვალდებულია, ამ ინსტრუქციის შესაბამისად, უზრუნველყოს არანაკლებ შესაბამისი საპენსიო შენატანის მოცულობის საბალანსო თანხის არსებობა, რის შემდგომაც საპენსიო შენატანი განხორციელდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად, ამ ინსტრუქციის საფუძველზე, არაუგვიანეს შეცვლილი ან/და შესწორებული საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის დღის 24:00 საათისა; ბ) დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს ზედმეტობით ჰქონდა განხორციელებული საპენსიო შენატანი, გარდა ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, დამსაქმებელის/თვითდასაქმებულის მიერ საშემოსავლო დეკლარაციის ცვლილება ან/და შესწორებული საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენა ავტომატურად ელექტრონულ სისტემაში აინიცირებს დაზუსტებული საპენსიო დეკლარაციის შექმნას/წარდგენას. ზედმეტად განხორცილებული საპენსიო შენატანის შესაბამისი თანხის დაბრუნების საკითხი რეგულირდება ამ ინსტრუქციით; გ) დამსაქმებელმა დასაქმებული/პირი არასწორად გააწევრიანა საპენსიო სქემაში, დამსაქმებელის მიერ საშემოსავლო დეკლარაციის ცვლილება ან/და შესწორებული საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენა,  ელექტრონულ სისტემაში ავტომატურად აინიცირებს ჩანაწერს, აღნიშნული დასაქმებულის/პირის მონაწილის სტატუსის გაუქმების თაობაზე, ხოლო ზედმეტად განხორცილებული საპენსიო შენატანის შესაბამისი თანხის დაბრუნების საკითხი რეგულირდება ამ ინსტრუქციით. 3. ამ მუხლის შესაბამისად საშემოსავლო დეკლარაციის ცვლილების ან შესწორების შედეგად საპენსიო შენატანის კორექტირების ან საპენსიო სქემაში დასაქმებულის გაწევრიანების ფაქტის გაუქმების შემთხვევაში, შესაბამისი მოცულობის საპენსიო შენატანების ოდენობის თანხის დაბრუნება ხორციელდება შემდეგნაირად: ა) ამ მუხლის შესაბამისად, დახურული საპენსიო დეკლარაციის საფუძველზე ზედმეტად გადახდილი საპენსიო შენატანი და მასზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ზარალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაბრუნდება დამსაქმებლის ან თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე, საბალანსო თანხის სახით, შესაბამისი დეკლარაციის დახურვიდან  დღიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. ბ) სახელმწიფო ხაზინიდან შესაბამისი საპენსიო შენატანის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული დეკლარაციის დახურვის დღიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, ფონდი საპენსიო ფონდის სახაზინო ანგარიშზე დააბრუნებს სახელმწიფოს მიერ თვითდასაქმებულის/დასაქმებულის/პირის (რომელიც შეცდომით იქნა გაწევრიანებული დაგროვებით საპენსიო სქემაში) სასარგებლოდ განხორციელებული საპენსიო შენატანის შესაბამის წილს. ასეთ საპენსიო შენატანზე დარიცხულ სარგებელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფონდი გადარიცხავს ბიუჯეტის ერთიან სახაზინო ანგარიშზე. მუხლი 19🔗. საბალანსო თანხის დაბრუნება 1. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს სურს საბალანსო თანხის სახით ასახული თანხის მის საბანკო ანგარიშზე დაბრუნება, დამსაქმებელი/თვითდასაქმებული ვალდებულია მიმართოს ფონდს ელექტრონული სისტემის მეშვეობით და მოითხოვოს აღნიშნული თანხის ან მისი ნაწილის დაბრუნება მის მიერ ელექტრონულ სისტემაში არჩეულ საბანკო ანგარიშზე, რომლიდანაც მოხდა საპენსიო შენატანის გადახდა ან მის სხვა საბანკო ანგარიშზე, რა შემთხვევაშიც უნდა წარადგინოს შესაბამისი დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის საქართველოში სათანადო ლიცენზიის მქონე კომერციული ბანკის საბანკო რეკვიზიტები, რომელშიც მოცემული იქნება ბანკის დასახელება, ბანკის კოდი, დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის საბანკო ანგარიშის ნომერი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ფონდი უფლებამოსილია ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოთხოვნა წარუდგინოს დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს და განუსაზღვროს 5 (ხუთი) სამუშაო დღიანი ვადა,  დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენასთან დაკავშირებით. მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულად მიღებიდან 40 (ორმოცი) სამუშაო დღის ვადაში ფონდი განიხილავს და საჭიროებისა და შესაძლებლობის შემთხვევაში განახორციელებს შედარებას. დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლისა და შედარების შედეგად შეუსაბამობის არ არსებობის შემთხვევაში, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით მოთხოვნილი თანხა გადაურიცხოს/ჩაურიცხოს დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ საბანკო ანგარიშზე ან დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ დამატებით ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოდგენილ მის სხვა საბანკო ანგარიშზე, ფონდის მიერ შესაბამისობის დადგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, რაც ეცნობება დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ფონდის უარი, დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, შესაბამისი მიზეზის მითითებით დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს ეცნობება ასევე ელექტრონული სისტემის მეშვეობით. მუხლი 20🔗. პერსონალური მონაცემების დამუშავება 1. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული მიზნებისათვის დაამუშავოს მონაწილის, საპენსიო სქემაში შეცდომით გაწევრიანებული პირის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის, წარმომადგენლის, დამსაქმებლის, თვითდასაქმებულის, არასტანდარტული დასაქმებულის და სხვა დაინტერესებული პირის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და მესამე პირების მეშვეობით. 2. ელექტრონული სისტემის ადმინისტრირების მიზნით საპენსიო ფონდი ამუშავებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსაგან მიღებულ ინფორმაციას/მონაცემებს. 3. ამ ინსტრუქციის შესაბამისად საპენსიო შენატანის განხორციელების მიზნით (მათ შორის წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციის წარმოდგენისას), შემოსავლების სამსახური ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით უზრუნველყოფს საპენსიო ფონდს ინფორმაციით. ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციის შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ ინფორმაციასთან შედარების შედეგად, საპენსიო ფონდი ახდენს საპენსიო შენატანის განხორცილების ვალდებულების იდენტიფიცირებას, რაც აისახება ელექტრონულ სისტემაში, ხოლო აღნიშნულის გათვალისწინებით საპენსიო შენატანი შესაძლებელია განხორციელდეს წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციით ან ერთობლივი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. 4. კანონისა და ამ ინსტრუქციის შესაბამისად საპენსიო სქემის ადმინისტრირებისა და მართვის მიზნით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული პირების პერსონალური მონაცემები ელექტრონულ სისტემაში ინახება  მუდმივად. 5. საპენსიო სქემაში შეცდომით გაწევრიანებული პირის მონაწილის სტატუსის გაუქმების მიუხედავად, პირს უნარჩუნდება დასაქმებულის საპენსიო გვერდი.   6. მონაწილეს, რომელმაც დატოვა საპენსიო სქემა ან პენსიის მიმღებს უნარჩუნდება წვდომა მის საპენსიო გვერდზე. მუხლი 21🔗. მომსახურების დისტანციურად (სატელეფონო ცხელი ხაზის მეშვეობით) გაწევა 1. საპენსიო სქემის მონაწილეთათვის, დამსაქმებელთათვის, თვითდასაქმებულთან და სხვა დაინტერესებულ პირთათვის საპენსიო შენატანების ადმინისტრირების პროცესის, ამ პროცესში მათი უფლებების და ვალდებულებების, ასევე  ფონდის  მომსახურებების შესახებ დისტანციურად (ცხელი ხაზის) ინფორმაციის მიწოდებისას ან/და დაფიქსირებულ მოთხოვნებზე რეაგირებისას, მათი დაფიქსირებისა და მონიტორინგის მიზნით, ფონდი უფლებამოსილია მოახდინოს ცხელ ხაზზე განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარების აუდიო ჩაწერა და მონიტორინგი. 2. აუდიო ჩაწერის შემთხვევაში, როგორც შემომავალი, ასევე გამავალი საუბრის დროს, მოსაუბრეს საუბრის დაწყებამდე ეცნობება კომუნიკაციის აუდიო ჩაწერის მიმდინარეობის და მიზნების შესახებ, ასევე ფონდის ალტერნატიული მომსახურების არხებით სარგებლობის შესაძლებლობის შესახებ. მუხლი 22🔗. ზოგადი დებულებები 1. დამსაქმებლის, სახელმწიფო დამსაქმებლის, თვითდასაქმებულის მიერ ელექტრონული სისტემის, შემოსავლების სამსახურის სისტემის ან საპენსიო ფონდსა და სახაზინო სამსახურს შორის არსებული ელექტრონული სერვისის მეშვეობით ან წერილობით წარმოდგენილი ყველა დოკუმენტის/ინფორმაციის ნამდვილობაზე, უტყუარობასა და სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება დამსაქმებელს/სახელმწიფო დამსაქმებელს/ თვითდასაქმებულს. 2. საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს დასაქმებულის ინფორმირებას ამ ინსტრუქციის საფუძველზე წარდგენილი საპენსიო დეკლარაციის შესაბამისად მისი სახელითა და სასარგებლოდ საპენსიო შენატანის განხორციელების, საპენსიო შენატანის განულების ან კორექტირების შესახებ, ელექტრონული სისტემის მეშვეობით. 3. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია თავის საქმიანობაში გამოიყენოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა – ელექტრონული სისტემა.  დასაქმებულის საპენსიო გვერდზე ან დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონული გვერდზე ფონდის მიერ განთავსებულ ნებისმიერ ინფორმაციას /ელექტრონულ დოკუმენტს, შეტყობინებას ან მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალური ფორმით შედგენილ, ხელმოწერილ დოკუმენტს. დასაქმებულის საპენსიო გვერდზე ან დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე ფონდის მიერ განთავსებული ნებისმიერი და ყველა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, წერილი თუ შეტყობინება ჩაითვლება აღნიშნული გვერდის მფლობელი დასაქმებულის, მონაწილის ან დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ ოფიციალურად გაცნობილად, ასეთი შეტყობინების, წერილისა თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისი გვერდის მფლობელის მიერ გაცნობის ან შესაბამის გვერდზე განთავსების თარიღიდან, ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის გათვალისწინებული შეტყობინებებთან/დოკუმენტებთან მიმართებით მეშვიდე კალენდარულ დღეს, რომელიც უფრო ადრე დადგება. საპენსიო ფონდის სხვა ნორმატიული აქტები შესაძლოა ადგენდნენ შესაბამისი ნორმატიული აქტის მიზნებისათვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით გაცნობის განსხვავებულ წესს და პირობებს, რა შემთხვევაშიც უპირატესობა ენიჭება ფონდის შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილ წესს. სსიპ საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ჭიჭინაძე