1. პერსონალი წარმატებული პრაქტიკის განხორციელების მიზნით, აქტიურად ურთიერთობს კოლეგებთან, ბავშვის ოჯახთან და სხვა სუბიექტებთან.

2. პერსონალმა იცის კოლეგებთან ეფექტიანი  თანამშრომლობის   ფორმები.

3. პერსონალი:

ა) თანამშრომლობს კოლეგებთან როგორც დაწესებულების ფარგლებში, ასევე სხვა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალთან სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის გასაუმჯობესებლად;

ბ) ხელს უწყობს თანამშრომლებს პროფესიულ განვითარებაში;

გ) ითვალისწინებს ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებს როგორც თანამშრომლებთან, ასევე ბავშვის ოჯახთან ურთიერთობისას;

დ) ურთიერთობებისას იცავს კონფიდენციალობას