„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 4 ოქტომბრის N85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№66
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.026.017353
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/05/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის  მინისტრის

ბრძანება №66

2025 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 4 ოქტომბრის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 4 ოქტომბრის №85 ბრძანებით (ვებგვერდი, 04/10/2024; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.017262) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლს მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის  შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ1“ ქვეპუნქტი:

„ფ1) უფლებამოსილია ამ დებულებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების, სამხედრო მრეწველობის განვითარების, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის წარმოების მიზნებიდან გამომდინარე, სამინისტროსთან შეთანხმებით, განახორციელოს თავის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების გასხვისება ან/და სხვაგვარად განკარგვა კანონმდებლობით დადგენილი წესით;“.

2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) იურიდიული დეპარტამენტი;“.

3. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იურიდიული დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში ცენტრის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ) სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) საჭიროების შემთხვევაში, ცენტრში მომზადებული სამართლებრივი აქტების/პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;

დ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა და მასთან დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზება/უზრუნველყოფა/შესრულება;

ე) კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების (დაკავშირებული ცენტრის საქმიანობასთან, მიზნებთან და ამოცანებთან) შესახებ გენერალური დირექტორისა და ცენტრის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ინფორმაციის მიწოდება;

ვ) სპეციალური მინდობილობის/რწმუნებულობის საფუძველზე, ცენტრის წარმომადგენლობა და ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან, აგრეთვე, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.“.

4. მე-14 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა და მათზე შესაბამისი რეაგირება (ცენტრის ყველა ობიექტისთვის სახანძრო საგუშაგოების, სახანძრო დაფების რაოდენობის, მათი დაკომპლექტების და ადგილმდებარეობის განსაზღვრა, ცენტრის ობიექტებისა და შენობებისთვის საევაკუაციო და ხანძრისქრობის გეგმების შედგენა);“.

5. მე-19 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) რადიაციული ნივთიერებების შენახვის წესების, რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის მონიტორინგი;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების პრევენციული ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი;“;

გ) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

6. მე-20 მუხლს „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ქვეპუნქტი:

„ვ1) ლიცენზიის მფლობელის ვალდებულების ფარგლებში ბირთვული და რადიაციული მასალების მონიტორინგი, ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობაზე სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ მარეგულირებელი ორგანოსათვის სათანადო დოკუმენტაციებისა და ანგარიშის მომზადება; აგრეთვე, ცენტრის მიერ უტილიზაცია/რეალიზაციისთვის მიღებული და საუტილიზაციო სამუშაოების შედეგად დარჩენილ ჯართში ბირთვული და რადიოაქტიური მასალების, რადიოაქტიური წყაროს, ნივთიერების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროს, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის ღონისძიებების განხორციელება;“.

7. 30-ე მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ცენტრის ქონება ასევე შეიძლება შედგებოდეს სახელმწიფოს ან/და ფიზიკური და იურიდიული პირების, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტების მიერ ცენტრისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონებისგან.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი