„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- მაუწყებლობის შესახებ 23.12.2004
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
„2. თუ კომისიის წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განაჩენს კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში გამოითხოვს და დაუყოვნებლივ ამზადებს შესაბამის დასკვნას.
3. თუ კომისიის წევრი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში გამოითხოვს მის დამადასტურებელ საბუთებს, ამოწმებს მათ ნამდვილობას და ამზადებს შესაბამის დასკვნას.
4. კომისიის წევრი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას წარუდგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც მას დაუყოვნებლივ გადასცემს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. აღნიშნული კომიტეტი ადგენს ამ განცხადების ნამდვილობას, იმ გარემოებას, რომელიც მას საფუძვლად დაედო, და არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღისა ამზადებს შესაბამის დასკვნას. კომისიის წევრს უფლება აქვს, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის წარდგენიდან 7 დღის ვადაში გამოითხოვოს და თავისი უფლებამოსილების განხორციელება გააგრძელოს.
5. კომისიის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი გამოითხოვს კომისიის წევრის გარდაცვალების შესახებ ცნობას და ამზადებს შესაბამის დასკვნას. კომისიის წევრის გარდაცვალებისას მისი უფლებამოსილება ვადამდე შეწყდება გარდაცვალების მომდევნო დღიდან.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს შეისწავლის და განიხილავს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას და მას პარლამენტის ბიუროს წარუდგენს. საქართველოს პარლამენტის ბიუროს კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განსახილველად შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. საქართველოს პარლამენტი ვალდებულია კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დაუყოვნებლივ განიხილოს. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე კენჭისყრის გამართვა დაუშვებელია. კომისიის წევრი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით თანამდებობიდან გათავისუფლებულად ითვლება, თუ შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.
თბილისი, 13 მაისი 2025 წ. N540-IIმს-XIმპ |