1. საკანონმდებლო პაკეტის პირველი და მეორე მოსმენებით განხილვისას პაკეტში შემავალ თითოეულ კანონპროექტზე ცალკე იმართება ამ რეგლამენტის 106-ე მუხლის მე-2–მე-6 პუნქტებითა და 107-ე მუხლის მე-4–მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურები.
2. საკანონმდებლო პაკეტში შემავალ ყველა კანონპროექტზე ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროცედურების დასრულების შემდეგ ერთიანად იმართება ამ რეგლამენტის 106-ე მუხლის მე-7–მე-9 და მე-11 პუნქტებითა და 107-ე მუხლის მე-8–მე-10 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული გამოსვლები.
3. საკანონმდებლო პაკეტის პირველი ან მეორე მოსმენით განხილვის დასრულების შემდეგ საკანონმდებლო პაკეტში შემავალ იმ პროექტებზე, რომელთა მისაღებად თანაბარი რაოდენობის ხმებია საჭირო, კენჭისყრა ერთიანად იმართება. პარლამენტი მომხსენებლის, პარლამენტის წევრის ინიციატივით უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საკანონმდებლო პაკეტში შემავალ თითოეულ პროექტზე კენჭისყრის ცალკე გამართვის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედის