1. ცესკოს მომავალი წლის ბიუჯეტის საქართველოს მთავრობისთვის წარდგენას უზრუნველყოფს პარლამენტი.

2. ცესკო პარლამენტს 1 მაისამდე წარუდგენს მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ.

3. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი არაუგვიანეს 1 ივნისისა განიხილავს წარდგენილ საბიუჯეტო განაცხადს, იღებს გადაწყვეტილებას და მას განსახილველად გადასცემს პარლამენტს.

4. პარლამენტის მიერ განხილვის შემდეგ ცესკოს ბიუჯეტი არაუგვიანეს 15 ივნისისა წარედგინება საქართველოს მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში გასათვალისწინებლა