1. ცესკოს წევრის კომპენსაცია ენიშნება პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ იგი 5 წლის განმავლობაში უწყვეტად იყო ცესკოს წევრი, გარდა იმ პირისა, რომლის მიმართაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურებულია მის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა.
2. ცესკოს წევრის კომპენსაციის ოდენობაა ცესკოს მოქმედი წევრის თანამდებობრივი სარგოს მესამედი.
3. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად იმავე პუნქტის გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.
საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №335 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №822 – ვებგვერდი, 30.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №822
- 04.03.2025 კანონი №335
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.03.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 141. ცესკოს წევრის კომპენსაციის გაანგარიშება 1. ცესკოს წევრის კომპენსაცია ენიშნება პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ იგი 5 წლის განმავლობაში უწყვეტად იყო ცესკოს წევრი, გარდა იმ პირისა, რომლის მიმართაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურებულია მის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა. 2. ცესკოს წევრის კომპენსაციის ოდენობაა ცესკოს მოქმედი წევრის თანამდებობრივი სარგოს მესამედი. 3. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად იმავე პუნქტის გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 56, 28/12/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება