1. კომიტეტის წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გავიდეს კომიტეტის შემადგენლობიდან. მან ამის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს ფრაქციის თავმჯდომარეს, პარლამენტის ბიუროს და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს.
2. კომიტეტის წევრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) კომიტეტის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ მისი განცხადების პარლამენტის ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან;
ბ) მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან;
გ) მისი კომიტეტის წევრისთვის შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის მომენტიდან;
დ) ამ რეგლამენტის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებშ