1. პარლამენტის კომიტეტებია:

ა) ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის;

ბ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა;

გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების;

დ) დიასპორის;

ე) ევროპასთან ინტეგრაციის;

ვ) ეკონომიკური პოლიტიკის;

ზ) თავდაცვისა და უსაფრთხოების;

თ) იურიდიულ საკითხთა;

ი) კულტურის;

კ) რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის;

ლ) საგარეო ურთიერთობათა;

მ) საპროცედურო საკითხთა;

ნ) საფინანსო-საბიუჯეტო;

ო) სოფლის მეურნეობის;

პ) სპორტის;

ჟ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა.

2. კომიტეტების საქმიანობას საერთო კოორდინაციას უწევს პარლამენტის თავმჯდომარე.

3. კომიტეტის უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ რეგლამენტითა და კომიტეტის დებულები