სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსის დებულებისა და პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.05.2025
გამომცემი ორგანო კრიტერიუმები და განმარტებები
ნომერი №23/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018658 274
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 16/05/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.05.2025 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (14)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების და პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ისრაელის ბარ ილანის უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსის დებულებისა და პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის
ბრძანება №23/ნ
2025 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსის დებულებისა და პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
„სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსის დებულება და პროექტის შეფასების კრიტერიუმები“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი მოდებაძე
დანართი
სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსის დებულება და პროექტის შეფასების კრიტერიუმები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა (შემდგომ – ფონდი) და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის (შემდგომ – უნივერსიტეტი) ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსის (შემდგომ – კონკურსი) დებულება და პროექტის შეფასების კრიტერიუმები (შემდგომ – დებულება) აწესრიგებს კონკურსის გამართვის, შეფასების, გრანტის გაცემისა და პროექტების განხორციელების მონიტორინგის წესს.
2. კონკურსის მიზანია გააღრმავოს საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის და სამეცნიერო კვლევითი სტაჟირების გავლის გზით ხელი შეუწყოს საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მხარეთა ერთობლივ ჩართულობასა და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დოქტორანტების კარიერულ განვითარებას.
3. კონკურსის ფარგლებში დაფინანსების მოპოვება შესაძლებელია ყველა სამეცნიერო მიმართულებაში.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გენერალური დირექტორი – ფონდის გენერალური დირექტორი, რომლის ფუნქციებში შედის დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება და, საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ბ) გრანტის მიმღები – კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული და დასაფინანსებლად დამტკიცებული პროექტის მიწვეული მკვლევარი;
გ) ექსპერტთა პანელი – გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი ფონდისა და უნივერსიტეტის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც აფასებს და გამოავლენს გამარჯვებულ პროექტებს;
დ) მიწვეული მკვლევარი – საქართველოს მოქალაქე, რომელიც არის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტი – დოქტორანტი;
ე) მასპინძელი დაწესებულება – საფრანგეთის უნივერსიტეტები და კვლევითი ინსტიტუციები, რომელთა ბაზაზე მიწვეული მკვლევრები განახორციელებენ კვლევით და აკადემიურ საქმიანობას;
ვ) მენტორი – მასპინძელი დაწესებულების მიერ შერჩეული პირი, რომელიც ხელს უწყობს მიწვეულ მკვლევარს მასპინძელ დაწესებულებაში კვლევის განხორციელებაში;
ზ) მიზნობრივი ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული მიწვეული მკვლევრის მიერ საგრანტო პროექტისთვის გახსნილი საბანკო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა;
თ) მონიტორინგი – საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის განხორციელების ფინანსური და პროგრამული მონიტორინგი;
ი) პროექტი – მიწვეული მკვლევრის მიერ დაფინანსების მოპოვების მიზნით, ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი;
კ) სტიპენდია – გრანტით გათვალისწინებული თანხა, რომელიც ირიცხება მიწვეული მკვლევრის პირად მიზნობრივ ანგარიშზე;
ლ) საბოლოო ანგარიში – სტაჟირების დასრულების შემდეგ გრანტის მიმღების მხრიდან ფონდში წარდგენილი საგრანტო პროექტის პროგრამული და ფინანსური ანგარიში;
მ) საგრანტო ხელშეკრულება – გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;
ნ) საკონკურსო დოკუმენტაცია – ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელთა წარდგენა აუცილებელია საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად;
ო) ტრანში – პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული, გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები.
მუხლი 3🔗. კონკურსის ადმინისტრირება
1. კონკურსს ადმინისტრირებას უწევს ფონდი ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.
2. კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ფონდი და უნივერსიტეტი ერთობლივად უზრუნველყოფენ:
ა) კონკურსის ადმინისტრირების ვადების დადგენას;
ბ) ექსპერტთა პანელის ორგანიზებას;
გ) ფონდსა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთშეთანხმებით სამი გამარჯვებული პროექტის გამოვლენასა და ერთობლივად სტიპენდიით დაფინანსებას.
3. ფონდი უზრუნველყოფს:
ა) კონკურსის პროგრამისა და პირობების, საკონკურსო დოკუმენტაციისა და საბოლოო ანგარიშის ფორმის შემუშავებასა და დამტკიცებას;
ბ) კონკურსის გამოცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით და პროექტების მიღებას;
გ) ტექნიკურ ექსპერტიზას, რაც გულისხმობს ფონდში საკონკურსოდ წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენას კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან;
დ) ექსპერტთა პანელის მიერ პროექტების შეფასებისთვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას;
ე) ექსპერტთა პანელისაგან მიღებულ შეფასებებზე დაყრდნობით, დასაფინანსებლად შერჩეული გამარჯვებულის გამოვლენას, დამტკიცებას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილებების შეტანას;
ვ) გამარჯვებული პროექტების განხორციელების მონიტორინგს დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 4🔗. სუბიექტები
კონკურსში მონაწილეობის უფლება და საგრანტო დაფინანსების მოპოვება შეუძლია მიწვეულ მკვლევარს.
მუხლი 5🔗. კონკურსში მონაწილეობა და პირობები
1 პროექტით გათვალისწინებული კვლევითი ვიზიტის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 2 თვეს.
2. ფონდი და უნივერსიტეტი ერთობლივად შეარჩევენ და მხარს დაუჭერენ დოქტორანტურის საფეხურზე სამი მიწვეული მკვლევრის სამეცნიერო ვიზიტს საფრანგეთში.
3. პროექტს უნდა ჰყავდეს მასპინძელი დაწესებულება, რომლის ბაზაზეც მიწვეული მკვლევარი განახორციელებს კვლევით და აკადემიურ საქმიანობას.
4. გრანტის მიმღებ მიწვეულ მკვლევრებზე გავრცელდება მიმღები/მასპინძელი სახელმწიფოს კანონმდებლობა და მიმღები/მასპინძელი ინსტიტუციის შიდა რეგულაციები საფრანგეთში სამეცნიერო ვიზიტისას.
5. მასპინძელი უნივერსიტეტი უზრუნველყოფს შესაბამისი მენტორის აყვანას, რომელიც იქნება შესაბამისი სფეროს მკვლევარი.
მუხლი 6🔗. კონკურსის ბიუჯეტი
1. კონკურსის დაფინანსებას უზრუნველყოფენ ფონდი და უნივერსიტეტი ერთობლივად.
2. ფონდისა და უნივერსიტეტის მხრიდან კონკურსის ჯამური დაფინანსება შეადგენს 6,300 (ექვსი ათას სამასი) ევროს ეკვივალენტს ლარში. მათ შორის, ჯამური დაფინანსება ფონდის მხრიდან შეადგენს 3,150 (სამი ათას ას ორმოცდაათი) ევროს ეკვივალენტს ლარში, ხოლო ჯამური დაფინანსება უნივერსიტეტის მხრიდან შეადგენს 3,150 (სამი ათას ას ორმოცდაათი) ევროს ეკვივალენტს ლარში.
3. ერთი გამარჯვებული მიწვეული მკვლევარის დაფინასება შეადგენს 2,100 (ორი ათას ასი) ევროს ეკვივალენტს ლარში. მათ შორის, ჯამური დაფინანსება ფონდის მხრიდან შეადგენს 1,050 (ათას ორმოცდაათი) ევროს ეკვივალენტს ლარში, ხოლო ჯამური დაფინანსება უნივერსიტეტის მხრიდან შეადგენს 1,050 (ათას ორმოცდაათი) ევროს ეკვივალენტს ლარში.
4. ორივე მხარე (ფონდი და უნივერსიტეტი) თანაბრად დააფინანსებს გამარჯვებული მკვლევარის სტაჟირებას. მინიჭებული სტიპენდია ფარავს საცხოვრებელის, ავიაბილეთის (ორი მიმართულების) და კვლევასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს.
მუხლი 7🔗. კონკურსის ეტაპები
კონკურსის ეტაპებია:
ა) კონკურსის გამოცხადება;
ბ) საკონკურსო დოკუმენტაციის ფონდში წარდგენა;
გ) წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის ტექნიკური ექსპერტიზა;
დ) პროექტების შეფასება ექსპერტთა პანელის მიერ;
ე) შეფასების საფუძველზე, გამარჯვებული პროექტების გამოვლენა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება;
ვ) საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.
მუხლი 8🔗. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა ფონდში
1. ფონდში საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება.
2. ფონდი უფლებამოსილია კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას.
3. ფონდი არ ანაზღაურებს პროექტის მომზადებისა და წარდგენისათვის გაწეულ ხარჯებს.
მუხლი 9🔗. პროექტების შეფასება
1. კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი პროექტები შეფასდება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ექსპერტთა პანელის მიერ.
2. ექსპერტთა პანელი პროექტებს აფასებს ამ დებულების მე-14 მუხლით გათვალისწინებული პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, ადგენს რანჟირებულ სიას, ავლენს გამარჯვებულ პროექტებს და დასამტკიცებლად წარუდგენს გენერალურ დირექტორს.
3. ექსპერტთა პანელი უფლებამოსილია შეარჩიოს სათადარიგო პროექტები, რომლებიც ჩაენაცვლება გამარჯვებულ პროექტებს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებულებთან არ გაფორმდება საგრანტო ხელშეკრულება.
მუხლი 10🔗. ინტერესთა კონფლიქტი
1. ექსპერტთა პანელის წევრი არ შეიძლება იყოს პირი:
ა) რომელიც არის კონკურსის მონაწილე;
ბ) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია მიწვეულ მკვლევართან, ან მონაწილეობს მასთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში;
გ) რომელმაც შესაძლოა უშუალოდ მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის დაფინანსების ან დაუფინანსებლობის შემთხვევაში;
დ) რომელიც არის მიწვეული მკვლევრის ნათესავი. ნათესავად ჩაითვლება:
დ.ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
დ.ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;
დ.გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;
დ.დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია, გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებებისა და თვითაცილების შესახებ;
3. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია ექსპერტთა პანელის წევრის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს ექსპერტთა პანელის წევრის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმების შესახებ.
მუხლი 11🔗. საგრანტო ხელშეკრულება
1. გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შემდგომ ფონდი უზრუნველყოფს გრანტის მიმღებთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას.
2. საგრანტო ხელშეკრულებით განისაზღვრება ფონდისა და გრანტის მიმღების უფლება-მოვალეობები.
მუხლი 12🔗. მონიტორინგი
1. საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტრანშს ფონდი რიცხავს ავანსის სახით და პროექტის დასრულების შემდგომ ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს.
2. გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს პროექტის განხორციელების პროგრამული და ფინანსური ანგარიშის ფორმებს.
3. პროგრამული და ფინანსური მონიტორინგის წესი განისაზღვრება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 13🔗. პროექტის შეჩერება, შეწყვეტა და დასრულება
1. პროექტი ითვლება დასრულებულად, თუ შესრულდა პროექტით გათვალისწინებული ყველა აქტივობა.
2. პროექტის შეწყვეტის და შეჩერების პირობები რეგულირდება საგრანტო ხელშეკრულებით.
მუხლი 14🔗. პროექტის შეფასების კრიტერიუმები
1. შეფასების კრიტერიუმები:
კრიტერიუმები და განმარტებები
სუსტი
საშუალო
კარგი
ძალიან კარგი
საუკეთესო
შეფასება და კომენტარი
სამეცნიერო კომპონენტი
1
2
3
4
5
მინიმუმ 1 მაქსიმუმ 5 ქულა
სამეცნიერო ღირებულება და ეფექტიანობა
1
2
3
4
5
მინიმუმ 1 მაქსიმუმ 5 ქულა
3. მიწვეული მკვლევარის კომპეტენცია
1
2
3
4
5
მინიმუმ 1 მაქსიმუმ 5 ქულა
მაქსიმუმ 15 ქულა
ქულა
შეფასება
განმარტება
1
სუსტი
პროექტი არაადეკვატურად პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, შეინიშნება სერიოზული არსებითი სუსტი მხარეები.
2
საშუალო
პროექტი ზოგადად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი სუსტი მხარეები, სუსტად დასაბუთებული და არადამაკმაყოფილებელი ხარისხისაა.
3
კარგი
პროექტი კარგად პასუხობს კრიტერიუმს, დასაბუთებულია დამაკმაყოფილებელი ხარისხით.
4
ძალიან კარგი
პროექტი ძალიან კარგად, ზუსტად პასუხობს კრიტერიუმს, იკვეთება ორიგინალობა და უპირატესობა, მაგრამ შესაძლებელია გარკვეული დახვეწა.
5
საუკეთესო
გამორჩეული, მაღალი სამეცნიერო ხარისხის მქონე პროექტია, რომელიც წარმატებით პასუხობს ყველა კრიტერიუმს, ნებისმიერი ხარვეზი არის არსებითად უმნიშვნელო.
2. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც ჯამურად მაღალ ქულას დააგროვებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირველ, შემდგომ მეორე და მესამე კრიტერიუმში.