„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 |
|
2025 წლის 8 მაისი დაბა ადიგენი |
ა)დადგენილებით დამტკიცებული დანართ 1-ის 11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. საერთაშორისო ჩემპიონატზე საპრიზო ადგილის მფლობელი სპორტსმენების ფინანსური ხელშეწყობა
1. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს საერთაშორისო ჩემპიონატზე და დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ფინანსური ხელშეწყობა შემდეგი ოდენობით:
ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2200 ლარი;
ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 900 ლარი;
გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარი.
2. გუნდურ სახეობებში საერთაშორისო ჩემპიონატზე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში ფინანსური ხელშეწყობის ოდენობა:
ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს, მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით, სპორტსმენზე 300 ლარი;
ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს, მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით, სპორტსმენზე 200 ლარი;
გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს, მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით, სპორტსმენზე 100 ლარი.“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართ 1-ის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საქართველოს ჩემპიონატზე საპრიზო ადგილის მფლობელი სპორტსმენების ფინანსური ხელშეწყობა
1. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს საქართველოს ჩემპიონატზე და დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ფინანსური ხელშეწყობა შემდეგი ოდენობით:
ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 900 ლარი;
ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარი;
გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარი.
2. გუნდურ სახეობებში, საქართველოს ჩემპიონატზე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში ფინანსური ხელშეწყობის ოდენობაა:
ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით სპორტსმენზე 200 ლარი;
ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით სპორტსმენზე 150 ლარი;
გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს, მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით, სპორტსმენზე 100 ლარი.“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართ 1-ის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ადგილობრივ (რეგიონულ) დონეზე ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებაზე საპრიზო ადგილის მქონე სპორტსმენების ფინანსური ხელშეწყობა
1. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს რეგიონულ ჩემპიონატზე და დაიკავა საპრიზო ადგილი, მიიღოს ფინანსური ხელშეწყობა შემდეგი ოდენობით:
ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარი;
ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარი;
გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 200 ლარი.
2. გუნდურ სახეობებში რეგიონულ ჩემპიონატზე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში ფინანსური ხელშეწყობის ოდენობაა:
ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით სპორტსმენზე 150 ლარი;
ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით სპორტსმენზე 100 ლარი;
გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს, მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით, სპორტსმენზე 50 ლარი.“;
დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ადგილობრივ (რაიონულ) დონეზე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ/თანამონაწილეობით ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებაზე საპრიზო ადგილის მქონე სპორტსმენების ფინანსური ხელშეწყობა
1. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს რაიონულ ჩემპიონატზე სპორტის სახეობაში და დაიკავა საპრიზო ადგილი, მიიღოს ფინანსური ხელშეწყობა შემდეგი ოდენობით:
ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარი;
ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 200 ლარი;
გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 100 ლარი.
2. გუნდურ სახეობებში რაიონულ ჩემპიონატზე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში ფინანსური ხელშეწყობის ოდენობაა:
ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში –1250 ლარი;
ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარი.“;
ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართ 2-ის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ინტელექტუალურ-სახელოვნებო და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მოსწავლე-ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობა
1. ინტელექტუალურ-სახელოვნებო და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მოსწავლე-ახალგაზრდებს, რომლებმაც საქართველოში გამართულ ეროვნულ შეჯიბრზე ან/და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ კონკურს-ფესტივალზე დაიკავეს საპრიზო ადგილი, მიიღონ ერთჯერადი ფინანსური ხელშეწყობა შემდეგი ოდენობით:
ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 200 ლარი;
ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 150 ლარი.
გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 100 ლარი.
2. ინტელექტუალურ-სახელოვნებო და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მოსწავლე-ახალგაზრდებს, რომლებმაც საქართველოში გამართულ ეროვნულ შეჯიბრზე ან/და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ კონკურს-ფესტივალზე დაიკავეს საპრიზო ადგილი გუნდურად, მიიღონ ერთჯერადი ფინანსური ხელშეწყობა შემდეგი ოდენობით:
ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდის წევრს 300 ლარი;
ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდის წევრს 200 ლარი;
გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდის წევრს 100 ლარი.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.05.2025.
- როდის იქნა მიღებული „ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.05.2025. მიმღები ორგანო — ადიგენის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №19. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.137.016792.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.05.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №19, 08.05.2025, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016792 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.05.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6495726/