დმანისის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობა-კომპლექსის მიწებიდან ახალი დასახლება „მეწინავე სადროშოს“ შესაქმნელად მიწის გამოყოფის შესახებ
მიღების თარიღი 14.08.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №413
სარეგისტრაციო კოდი 000000250.02(0).000.000000 37
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 8, 31/08/1990
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.08.1990 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
დმანისის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობა-კომპლექსის მიწებიდან ახალი დასახლება „მეწინავე სადროშოს“ შესაქმნელად მიწის გამოყოფის შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
დადგენილება №413
1990 წლის 14 აგვისტო
ქ. თბილისი
დმანისის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობა-კომპლექსის მიწებიდან ახალი დასახლება „მეწინავე სადროშოს“ შესაქმნელად მიწის გამოყოფის შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს დმანისის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 3 ნოემბრის №276 გადაწყვეტილება და გამოეყოს დმანისის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობა-კომპლექსის მიწებიდან ამავე მეურნეობა-კომპლექსს ახალი დასახელება „მეწინავე სადროშოს“ შესაქმნელად 33 ჰექტარი სახნავი, აქედან: 100 ოჯახის საკარმიდამოდ - 25 ჰექტარი, თითოეულს 0,25 ჰექტარის გათვალისწინებით, ქუჩებისა და კულტურულ-საყოფაცხოვრებო ობიექტებისათვის - 8 ჰექტარი.
2. დმანისის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომმა გამოყოფილ ფართობზე მშენებლობის დაწყებამდე უზრუნველყოს იქ გავრცელებული გრუნტების სპეციალური საინჟინრო-გეოლოგიური შესწავლა.
3. ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში ეცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს.
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნ. ჭითანავა
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი ზ. მახარაძე