მარნეულის რაიონის ყულარის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან ხულოს რაიონის სტიქიისაგან დაზარალებული ოჯახების დასასახლებლად საკარმიდამო მიწის ფონდის გამოყოფის შესახებ
მიღების თარიღი 14.08.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №400
სარეგისტრაციო კოდი 000000250.02(0).000.000000 37
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 8, 31/08/1990
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.08.1990 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
მარნეულის რაიონის ყულარის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან ხულოს რაიონის სტიქიისაგან დაზარალებული ოჯახების დასასახლებლად საკარმიდამო მიწის ფონდის გამოყოფის შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
დადგენილება №400
1990 წლის 14 აგვისტო
ქ. თბილისი
მარნეულის რაიონის ყულარის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან ხულოს რაიონის სტიქიისაგან დაზარალებული ოჯახების დასასახლებლად საკარმიდამო მიწის ფონდის გამოყოფის შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს მარნეულის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 28 თებერვლის № 21 გადაწყვეტილება და გამოეყოს ყულარის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან 61,46 ჰექტარი (სახნავი - 25,76 ჰექტარი, ამორტიზებული ვენახი - 31,19, საძოვარი - 1,50, გზები - 3,01 ჰექტარი) ამავე მეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში ხულოს რაიონის სტიქიით დაზარალებული ოჯახების დასასახლებლად.
2. მარნეულის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომმა:
- გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს;
- მშენებლობის დაწყებამდე უზრუნველყოს იქ გავრცელებული გრუნტების სპეციალური საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევა;
- რჩევა მისცეს ყულარის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობას გამოყოფილი მიწის სამაგიეროდ აითვისოს ტოლფარდი მიწის ფართობი სახნავად.
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნ. ჭითანავა
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი ზ. მახარაძე