წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.05.2025
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016577 2024
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 16/05/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 3 ვერსია ↓
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.05.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საკურორტო მომსახურება“ (პროგრამული კოდი: 06 02 18) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2025 წლის 14 მაისი
ქ. წალენჯიხა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და 61-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შშმ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელების წესი“ თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკორნელი სალია
დანართი
წალენჯიხის მუნიციპლიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელების წესი
ეს წესი განსაზღვრავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ,,შშმ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის“ პროგრამის განხორციელების პრინციპებს, მათ მიმართ კვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, მიმღებთა მიერ წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხას და გასაცემი თანხის ოდენობას.
მუხლი 1🔗. შშმ ბავშვთა განცხადებისა და დახმარების მისაღებად დოკუმენტაციის წარდგენის წესი
1.განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას შშმ ბავშვის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი წარადგენს მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
2. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ერთ/ერთი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი, შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, ბავშვის დაბადების მოწმობა და ცნობა შესაბამისი სკოლიდან.
3. ბენეფიციართა განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია პროგრამით სარგებლობის შესახებ წარედგინება მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურს, რომლის თანამშრომელი დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში მოქალაქეს აძლევს ინფორმაციას ხარვეზის არსებობისა და მისი გამოსწორების თაობაზე.
მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო
1.შშმ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის დაფინანსება ხორციელდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში.
2. დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით გამოყოფილი ტრანსფერი.
მუხლი 3🔗. მონიტორინგი
1.წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შშმ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელებაზე მონიტორინგი დაევალოს მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურს.
2. სამსახური ვალდებულია პროგრამის შესახებ ანგარიში წარუდგინოს მერს ყოველი სასწავლო სემესტრის დასასრულს.
მუხლი 4🔗. პროგრამით სარგებლობის შეწყვეტა
პროგრამით სარგებლობის შეწყვეტის საფუძველია მიმდინარე სასწავლო წლის დასრულება.
მუხლი 5🔗. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
1. პროგრამა გათვლილია 122 დღიან სასწავლო პერიოდზე (2024-2025 სასწავლო წელი 47 სასწავლო დღე; 2025 წლის 1აპრილი - 15 ივნისი. 2025-2026 სასწავლო წლის 15 სექტემბერი - 30 დეკემბერი, 75 სასწავლო დღე) წელიწადში და ერთ ბავშვზე გამოყოფილი კვების თანხა შეადგენს 4 (ოთხი) ლარს;
2. დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.