წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2023 წლის 23 იანვარი ქ. წალენჯიხა |
|
1. განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას პირველკლასელთა მშობელი ან/და კანონიერი წარმომადგენელი წარადგენს მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
2. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ერთერთი მშობლის ან/და კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი, პირველკლასელის დაბადების მოწმობა და ცნობა შესაბამისი სკოლიდან.
3. ბენეფიციართა განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია პროგრამით სარგებლობის შესახებ წარედგინება მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურს, რომლის თანამშრომელი დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში მოქალაქეს აძლევს ინფორმაციას ხარვეზის არსებობისა და მისი გამოსწორების თაობაზე.
4. ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები ვალდებული არიან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურს წარმოუდგინონ თავიანთ ტერიტორიაზე მცხოვრებ ბენეფიციართა შესახებ ინფორმაცია მათი პროგრამიდან შესაძლო მოხსნის თაობაზე (იურიდული ფაქტი: სასწავლებლად სხვა მუნიციპალიტეტის სკოლაში გადასვლა).
1. პროგრამის თანახმად, პირველკლასელებს დაურიგდებათ საბანკო ბარათები და მის გამოყენებას შეძლებენ მხოლოდ გარკვეულ კვების ობიექტებში და მარკეტებში.
2. ბარათით სარგებლობა გარკვეულწილად შეზღუდულია ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. შეუძლებელია ბარათის მეშვეობით ბანკომატიდან თანხის გამოტანა და ასევე ბარათის გამოყენება ონლაინ გადახდებისთვის.
3. ბარათის დაკარგვის შემთხვევაში მშობელი ან/და კანონიერი წარმომადგენელი დაუყოვნებლივ მიმართავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას წერილობით, ბარათის აღდგენის თაობაზე.
1. პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის დაფინანსება ხორციელდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
2. მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უზრუნველყოფს მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახრურის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად თანხის ჩარიცხვას ბენეფიციარებზე.
1.წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელებაზე მონიტორინგი დაევალოს მერიის კულტურისა და სოციალურ სამსახურს.
2.სამსახური ვალდებულია პროგრამის შესახებ ანგარიში წარუდგინოს მერს ყოველი სასწავლო სემესტრის დასასრულს.
1. პროგრამის სარგებლობის შეწყვეტის საფუძველია:
ა) მიმდინარე სასწავლო წლის დასრულება.
ბ) პროგრამით მოსარგებლე მოსწავლის სასწავლებლად სხვა მუნიციპალიტეტის სკოლაში გადასვლა.
2. მშობელი ან/და კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას.
1. პროგრამა გათვლილია 180 დღიან სასწავლო პერიოდზე წელიწადში და ერთ ბავშვზე გამოყოფილი კვების თანხა შეადგენს საშუალოდ 4 ლარს.
2. პროგრამებით გათვალისწინებულ დაფინანსებას ექვემდებარება მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან დამდგარი იურიდიული ფაქტი.
3. დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.