ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.104.016554
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/02/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2024 წლის 23 თებერვალი

ქ. წალენჯიხა

 

ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის  შესაბამისად,  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება:

ა)  „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/02/2024 წ, სარეგ.კოდი 010260020.35.104.016549) და დადგენილების დანართის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ზოგიერთ სხვა დაავადებებში ჩაითვალოს: პარკინსონის დაავადება, ლეიკემია, გაფანტული სკლეროზი, მოტონეორონთა დაავადება, სირინგომიელია, ცერებრული დამბლა, კუნთთა პროგრესიული დისტროფია, სისტემური წითელი მგლურა, რომლებიც სისტემატურად საჭიროებენ მედიკამენტოზურ მკურნალობასა და კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევებს.“;

ბ) „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 23 იანვრის №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/01/2023 წ, 010250020.35.104.016504) და მისი დანართის, „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელების წესი“, პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეს წესი განსაზღვრავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის „პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის“ პროგრამის განხორციელების პრინციპებს, მათ  მიმართ კვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, მიმღებთა მიერ წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხას და გასაცემი თანხის ოდენობას.“.

მუხლი 2
დადგენილება  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1-ლი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკორნელი სალია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.02.2024.
როდის იქნა მიღებული „ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 23.02.2024. მიმღები ორგანო — წალენჯიხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №7. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.104.016554.
რამდენი მუხლისგან შედგება „ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 2 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.02.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №7, 23.02.2024, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.104.016554 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.02.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6114399/