ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალი აბასთუმნის კოლმეურნეობის მიწებიდან საწარმოო გაერთიანება „საქქაღალდმრეწვისათვის“ ფართობის გამოყოფის შესახებ
მიღების თარიღი 02.08.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №389
სარეგისტრაციო კოდი 000000250.02(0).00.000000 37
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 8, 31/08/1990
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.08.1990 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალი აბასთუმნის კოლმეურნეობის მიწებიდან საწარმოო გაერთიანება „საქქაღალდმრეწვისათვის“ ფართობის გამოყოფის შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
დადგენილება №389
1990 წლის 2 აგვისტო
ქ. თბილისი
ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალი აბასთუმნის კოლმეურნეობის მიწებიდან საწარმოო გაერთიანება „საქქაღალდმრეწვისათვის“ ფართობის გამოყოფის შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს ზუგდიდის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 3 ივლისის №165 გადაწყვეტილება და გამოეყოს სოფელ ახალი აბასთუმნის სხულუხიას სახელობის კოლმეურნეობის მიწებიდან 2,5 ჰექტარი ჭაობიანი საძოვარი საწარმოო გაერთიანება „საქქაღალდმრეწვს“ასაწყობი კონსტრუქციის ასფალტბეტონის ქარხნის მშენებლობისათვის.
გამოყოფილი მიწის სამაგიეროდ დაბრუნდეს სოფელ ახალი აბასთუმნის სხულუხიას სახელობის კოლმეურნეობას 3 ჰექტარი ფართობი (სახნავი - 1,5 ჰექტარი, საძოვარი - 1,5 ჰექტარი), რომელიც 1982 წელს გამოყოფილი ჰქონდა ენგურის ცელულოზა-ქაღალდის კომბინატს (ამჟამად საწარმოო გაერთიანება „საქქაღალდმრეწვი“) დამხმარე სასოფლო მეურნეობის მოსაწყობად.
2. საწარმოო გაერთიანება „საქქაღალდმრეწვმა“:
- ქარხნის დაპროექტებისა და ექსპლუატაციისას გაითვალისწინოს საქართველოს სსრ ბუნების დაცვისა და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის წინადადებანი და მშენებლობის პროექტი შეუთანხმოს ამ კომიტეტს;
- აუნაზღაუროს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ მიწათსარგებლობისა და მიწათმოწყობის მთავარ სამმართველოს 2,5 ჰექტარი ახალი მიწის ათვისების ხარჯები საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 7 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად და მიწის გამოყოფასთან დაკავშირებული სამიწათმოწყობო მასალების მოსამზადებელ სამუშაოთა ღირებულება.
3. ამ დადგენილების მიღებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 12 ნოემბრის № 745 დადგენილების ის ნაწილი, რომელიც შეეხება სოფელ ახალი აბასთუმნის სხულუხიას სახელობის კოლმეურნეობის მიწებიდან საწარმოო გაერთიანება „საქქაღალდმრეწვისათვის“ (ყოფილი ენგურის ცელულოზა-ქაღალდის კომბინატი) დამხმარე სასოფლო მეურნეობის მოსაწყობად 3,0 ჰექტარი ფართობის გამოყოფას.
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
თავმჯდომარე ნ. ჭითანავა
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
საქმეთა მმართველი ზ. მახარაძე