ქ. წყალტუბოს ზონის მესხეთის მებოცვრეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტისათვის აგრობიოლოგიური სადგურის მოსაწყობად ფართობის გამოყოფის შესახებ

მიღების თარიღი 14.08.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №415
სარეგისტრაციო კოდი 000000250.02(0).00.000000 37
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 8, 31/08/1990
221 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

ქ. წყალტუბოს ზონის მესხეთის მებოცვრეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტისათვის აგრობიოლოგიური სადგურის მოსაწყობად ფართობის გამოყოფის შესახებ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება №415 1990 წლის 14 აგვისტო ქ. თბილისი ქ. წყალტუბოს ზონის მესხეთის მებოცვრეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტისათვის აგრობიოლოგიური სადგურის მოსაწყობად ფართობის გამოყოფის შესახებ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს: 1. დამტკიცდეს წყალტუბოს სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1988 წლის 30 ივნისის №326 გადაწყვეტილება და გამოეყოს მესხეთის მებოცვრეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან 6,01 ჰექტარი (სახნავი - 4,64 ჰექტარი, ბუჩქნარი - 1,37 ჰექტარი). ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტს საბუნებისმეტყველო გეოგრაფიული ფაკულტეტისათვის აგრობიოლოგიური სადგურის მოსაწყობად ვაზის, სხვადასხვა სახეობის ხეხილის, დეკორატიული მცენარეულობის გასაშენებლად, სიმინდის, ლობიოს და ბაღჩეული კულტურების სათესად, სამი ტიპობრივი სათბურის ასაგებად, ბოსტნეული კულტურების საწარმოებლად, მოსვლის შესანახი საწყობის და სტუდენტთა სასწავლო ლაბორატორიების ასაგებად (შენობა-ნაგებობისათვის - 0,3 ჰექტარი ფართობი). 2. დაევალოს ქუთაისი ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტს: - მშენებლობის პროექტი შეუთანხმოს საქართველოს სსრ ბუნების დაცვისა და სატყეო მეურნეობის სახელწმიფო კომიტეტს; - მშენებლობის დაწყებამდე უზრუნველყოს ამ ფართობზე გავრცელებული გრუნტების სპეციალური საინჟინრო-გეოლოგიური შესწავლა; - გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს; - აუნაზღაუროს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ მიწათსარგებლობისა და მიწათმოწყობის მთავარ სამმართველოს მიწის გამოყოფასთან დაკავშირებული სამიწათმოწყობო საქმისა და მასალების მოსამზადებელ სამუშაოთა ღირებულება. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე                                                                    ნ. ჭითანავა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი                                                         ზ. მახარაძე