ბოლნისის რაიონის ქვეშის მოიჯარე ორგანიზაციის მიწებიდან რესპუბლიკური სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „კომპოზიციური სისტემებისათვის“ მიწის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
დადგენილება №526
1990 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ბოლნისის რაიონის ქვეშის მოიჯარე ორგანიზაციის მიწებიდან რესპუბლიკური სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „კომპოზიციური სისტემებისათვის“ მიწის გამოყოფის შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:
დამტკიცდეს ბოლნისის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 29 დეკემბრის №468 გადაწყვეტილება და გამოეყოს მოიჯარე ორგანიზაციის მიწებიდან 10,0 ჰექტარი (ბაღი - 7,6 ჰექტარი, საძოვარი - 1,04 ჰექტარი, ბუჩქნარი - 1,36 ჰექტარი) რესპუბლიკურ სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „კომპოზიციურ სისტემებს“ ადმინისტრაციული შენობისა და მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი კოტეჯების ასაგებად.
დაევალოს რესპუბლიკურ სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „კომპოზიტურ სისტემებს“;
ა) აუნაზღაუროს:
- საქართველოს სსრ სახაგრომრეწვს 8,64 ჰექტარი ახალი მიწის ათვისების ხარჯები საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 7 იანვრის № 10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად და მიწის გამოყოფასთან დაკავშირებული მიწათმოწყობის მასალების მოსამზადებელ სამუშაოთა ღირებულება;
- ქვეშის მოიჯარე ორგანიზაციას მიწის გამოყოფით მიყენებული ზარალი, არსებული წესის შესაბამისად.
ბ) შეინარჩუნოს გამოყოფილ ფართობზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები;
გ) მშენებლობის პროექტი შეუთანხმოს საქართველოს სსრ ბუნების დაცვისა და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტს;
დ) გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს.
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ო. ქვილითაია
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი ზ. მახარაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბოლნისის რაიონის ქვეშის მოიჯარე ორგანიზაციის მიწებიდან რესპუბლიკური სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „კომპოზიციური სისტემებისათვის“ მიწის გამოყოფის შესახებ“?
- დიახ, სამართლებრივი აქტი „ბოლნისის რაიონის ქვეშის მოიჯარე ორგანიზაციის მიწებიდან რესპუბლიკური სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „კომპოზიციური სისტემებისათვის“ მიწის გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
- სად არის „ბოლნისის რაიონის ქვეშის მოიჯარე ორგანიზაციის მიწებიდან რესპუბლიკური სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „კომპოზიციური სისტემებისათვის“ მიწის გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ბოლნისის რაიონის ქვეშის მოიჯარე ორგანიზაციის მიწებიდან რესპუბლიკური სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „კომპოზიციური სისტემებისათვის“ მიწის გამოყოფის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6501443/