ზესტაფონის რაიონის ვ. ა. სტაროსელსკის სახელობის საქარის საცდელი სადგურის მიწებიდან სახანძრო დეპოს მშენებლობისათვის ფართობის გამოყოფის შესახებ
მიღების თარიღი 29.10.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №593
სარეგისტრაციო კოდი 000000250.02(0).000.000103 37
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 10, 31/10/1990
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.10.1990 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ზესტაფონის რაიონის ვ. ა. სტაროსელსკის სახელობის საქარის საცდელი სადგურის მიწებიდან სახანძრო დეპოს მშენებლობისათვის ფართობის გამოყოფის შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
დადგენილება №593
1990 წლის 29 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ზესტაფონის რაიონის ვ. ა. სტაროსელსკის სახელობის საქარის საცდელი სადგურის მიწებიდან სახანძრო დეპოს მშენებლობისათვის ფართობის გამოყოფის შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:
დამტკიცდეს ზესტაფონის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1988 წლის 22 მარტის №80 გადაწყვეტილება და გამოიყოს ვ. ა. სტაროსელსკის სახელობის საქარის სადგურის მიწებიდან (ფეროშენადნობთა ქარხნის სანიტარიულ ზოლში) 1,0 ჰექტარი სახნავი საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო დაცვის სამმართველოს სტიქიისაგან დანგრეული სახანძრო დეპოს ნაცვლად ახლის მშენებლობისათვის.
დაევალოს საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო დაცვის სამმართველოს:
- სახანძრო დეპოს მშენებლობა განახორციელოს ნოვოროსიისკ-თბილის-ბაქოს საავტომობილო გზიდან 100 მეტრის დაშორებით;
- გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს;
- აუნაზღაუროს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ მიწათსარგებლობისა და მიწათმოწყობის მთავარ სამმართველოს 1,0 ჰექტარი ახალი მიწის ათვისების ხარჯები საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 7 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ო. ქვილითაია
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი ზ. მახარაძე