გარდაბნის რაიონის ტაბახმელის სახელმწიფო ბიოკომბინატის დამხმარე მეურნეობის მიწებიდან საკარმიდამო ფონდის გამოყოფის შესახებ

მიღების თარიღი 29.10.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №594
სარეგისტრაციო კოდი 000000250.02(0).000.000104 37
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 10, 31/10/1990
175 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის რაიონის ტაბახმელის სახელმწიფო ბიოკომბინატის დამხმარე მეურნეობის მიწებიდან საკარმიდამო ფონდის გამოყოფის შესახებ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება №594 1990 წლის 29 ოქტომბერი ქ. თბილისი გარდაბნის რაიონის ტაბახმელის სახელმწიფო ბიოკომბინატის დამხმარე მეურნეობის მიწებიდან საკარმიდამო ფონდის გამოყოფის შესახებ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს: 1. დამტკიცდეს გარდაბნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 22 თებერვლის №71 გადაწყვეტილება და გამოეყოს ტაბახმელის სახელმწიფო ბიოკომბინატის დამხმარე მეურნეობის მიწებიდან 20,85 ჰექტარი ფართობი ამავე დამხმარე მეურნეობას საკარმიდამო მიწის ფონდში მუშების, მექანიზატორებისა და სხვა სპეციალისტების, აგრეთვე მეწყრის მოქმედების არეში მოქცეული ოჯახების დასაკმაყოფილებლად, აქედან: სოფელ ტაბახმელაში - 10,20 ჰექტარი (სახნავი - 6,70 ჰექტარი, ამორტიზებული მეჩხერი ხეხილის ბაღი - 1,35 ჰექტარი, საძოვარი - 2,15 ჰექტარი), სოფელ შინდისში - 10,65 ჰექტარი სახნავი. 2. გარდაბნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომმა და ტაბახმელის სახელმწიფო ბიოკომბინატმა: - გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობონ საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს; - მშენებლობის დაწყებამდე ჩაატარონ გამოყოფილ ფართობზე გავრცელებული გრუნტების სპეციალური საინჟინრო-გეოლოგიური შესწავლა; - მოქალაქეებს მიწის ნაკვეთები გამოუყონ მიწის კანონმდებლობით დადგენილი წესების ზუსტად დაცვით.  საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ო. ქვილითაია  საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი ზ. მახარაძე