გარდაბნის რაიონში რესპუბლიკური გაერთიანება „საქკოლმეურნმშენისათვის“ მიწის ფართობის გამოყოფის შესახებ

მიღების თარიღი 29.10.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №595
სარეგისტრაციო კოდი 000000250.02(0).000.000105 37
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 10, 31/10/1990
183 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის რაიონში რესპუბლიკური გაერთიანება „საქკოლმეურნმშენისათვის“ მიწის ფართობის გამოყოფის შესახებ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო დადგენილება №595 1990 წლის 29 ოქტომბერი ქ. თბილისი გარდაბნის რაიონში რესპუბლიკური გაერთიანება „საქკოლმეურნმშენისათვის“ მიწის ფართობის გამოყოფის შესახებ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს: 1. დამტკიცდეს გარდაბნის რაიაღმასკომის 1990 წლის 28 ივნისის № 221 გადაწყვეტილება და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1975 წლის 25 ივნისის № 422 დადგენილებით საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების მთავარი სამმართველოსათვის (ამჟამად საქართველოს სსრ სახმომარაგება) თხელკედლიანი ყუთების მექანიზებული ქარხნის ასაგებად თბილისის სატყეო მეურნეობის მიწებიდან გამოყოფილი 6 ჰექტარიდან (ტყით დაუფარავი ფართობი) ქარხნისათვის გამოუყენებელი 2,5 ჰექტარი გადაეცეს რესპუბლიკურ გაერთიანება „საქკოლმეუნმშენს“ სამუშაო ეზოს მოსაწყობად. 2. დაევალოს რესპუბლიკურ გაერთიანება „საქკოლმეურნმშენს“: - აუნაზღაუროს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ მიწათსარგებლობისა და მიწათმოწყობის მთავარ სამმართველოს მიწის გამოყოფასთან დაკავშირებული სამიწათმომწყობო საქმისა და მასალების მოსამზადებელ სამუშაოთა ღირებულება; - მშენებლობის დაწყებამდე უზრუნველყოს აქ გავრცელებული გრუნტების სპეციალური საინჟინრო-გეოლოგიური შესწავლა; - გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. 3. ამ დადგენილების მიღებასთან დაკავშირებით შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილება საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1975 წლის 25 ივნისის №422 დადგენილებაში. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს  თავმჯდომარის მოადგილე ო. ქვილითაია საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი ზ. მახარაძე