ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნისა და მისთვის უ. ვ. ჩხეიძის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 14.08.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №430
სარეგისტრაციო კოდი 010340000.02(0).000.000000 394
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 8, 31/08/1990
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.08.1990 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნისა და მისთვის უ. ვ. ჩხეიძის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
დადგენილება №430
1990 წლის 14 აგვისტო
ქ. თბილისი
ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნისა და მისთვის უ. ვ. ჩხეიძის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:
1. ზესტაფონის მდიდარი თეატრალური ტრადიციების აღდგენისა და განვითარების, რეგიონში ეროვნული კულტურის შემდგომი სრულყოფის მიზნით, მოსახლეობის სურვილებისა და თხოვნის გათვალისწინებით მიღებულ იქნეს საქართველოს კპ ზესტაფონის რაიკომისა და ზესტაფონის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის წინადადება და შეიქმნას ზესტაფონის სახელწმიფო დრამატული თეატრი.
2. საქართველოს სსრ სახელწმიფო საგეგმო კომიტეტმა, საქართველოს სსრ ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს სსრ კულტურის სამინისტრომ ზესტაფონის სახელწმიფო დრამატული თეატრის შექმნასთან დაკავშირებით გამოუყონ არსებული წესით ზესტაფონის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომს სათანადო შტატები, ფონდები და ფულადი სახსრები.
3. საქართველოს სსრ კულტურის სამინსიტრომ და საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირმა გაუწიონ ახლადშექმნილ თეატრალურ კოლექტივს საჭირო დახმარება კადრების მომზადებისა და დაკომპლექტების, აგრეთვე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხთა მოგვარებაში.
4. მიენიჭოს ზესტაფონის სახელმწიფო დრამატულ თეატრს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის უშანგი ვიქტორის ძე ჩხეიძის სახელი.
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნ. ჭითანავა
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი ზ. მახარაძე