რესპუბლიკის ზოგიერთი რაიონის კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებში საკარმიდამო მიწის ფონდის გამოყოფის შესახებ

მიღების თარიღი 29.10.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №596
სარეგისტრაციო კოდი 000000250.02(0).000.000106 37
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 10, 31/10/1990
1,874 სიტყვა · ~9 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

რესპუბლიკის ზოგიერთი რაიონის კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებში საკარმიდამო მიწის ფონდის გამოყოფის შესახებ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება №596 1990 წლის 29 ოქტომბერი ქ. თბილისი რესპუბლიკის ზოგიერთი რაიონის კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებში საკარმიდამო მიწის ფონდის გამოყოფის შესახებ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს: დამტკიცდეს აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 27 თებერვლის №74, 29 მაისის №117 დადგენილებანი, სახალხო დეპუტატთა რაიონული (საქალაქო) საბჭოების აღმასკომების გადაწყვეტილებანი: ზუგდიდსა – 1989 წლის 29 ნოემბრის №275, ხონისა – 1990 წლის 26 მაისის №271, 18 აპრილის №195, 24 აპრილის №224, 228, 230, მარტვილისა – 1990 წლის 17 მარტის №94, ტყიბულისა – 1989 წლის 9 ივნისის №287, წყალტუბოსი – 1989 წლის 30 ნოემბრის №548, 28 დეკემბრის №602, 1990 წლის 19 აპრილის №211, გორისა – 1988 წლის 18 ოქტომბრის №312, 1990 წლის 17 აპრილის № 126, 22 მაისის №167, ქარელისა – 1989 წლის 22 სექტემბრის №199, ხაშურისა – 1989 წლის 13 სექტემბრის №443, 5 ივლისის №311, 1990 წლის 30 მაისის №223, საგარეჯოსი – 1990 წლის 18 მაისის №278, 26 თებერვლის №107, წითელწყაროსი – 1990 წლის 23 ივნისის № 275, 276, 20 ივლისის №324, ყვარლის – 1988 წლის 19 აგვისტოს №231, 1990 წლის 10 მარტის №96, 97, დუშეთისა – 1989 წლის 31 ოქტომბრის №343, მარნეულისა – 1989 წლის 24 ოქტომბრის №276, გარდაბნის – 1990 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებანი და ამის შესაბამისად გამოეყოთ: 1. ჩაის სუბტროპიკულ კულტურათა და ჩაის მრეწველობის საკავშირო სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების ჩაქვის ფილიალის მიწებიდან („თიკერის უბანი“) 4 ჰექტარი ბუჩქნარი (ქობულეთის რაიონის ტერიტორიაზე) – ამავე ფილიალს საკარმიდამო მიწის ფონდში მუშახელით უზრუნველყოფის მიზნით ქობულეთის რაიონის სოფელ ხინოში მცხოვრები 17 ოჯახის ჩასასახლებლად. 2. ზუგდიდის რაიონის ერთი კოლმეურნეობისა და ერთი საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან 15 ჰექტარი ფართობი – ამავე კოლმეურნეობისა და საბჭოთა მეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში კოლმეურნეობის წევრთა და მუშა-მომსახურეთა დასაკმაყოფილებლად, აქედან: - ცაიშის მეუნარგიას სახელობის კოლმეურნეობის მიწებიდან – 10,0 ჰექტარი (სახნავი – 1,0 ჰექტარი, საძოვარი – 9,0 ჰექტარი) 40 ოჯახისათვის; - ანაკლიის მეციტრუსეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან – 5,0 ჰექტარი (სახნავი  – 2,5 ჰექტარი, საძოვარი – 2,5 ჰექტარი) 39 ოჯახისათვის. 3. მარტვილის რაიონის 18 კოლმეურნეობისა და 4 საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან 75,67 ჰექტარი – ამავე კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებს საკარმიდამო მიწის ფონდში კოლმეურნეობის იმ წევრთა და მუშა-მოსამსახურეთა დასაკმაყოფილებლად, რომლებიც გამოყოფილი არიან ძირითადი ოჯახებიდან და არ გააჩნიათ საკარმიდამო მიწები, მათ შორის: - სოფელ ნაჯახავოს მარქსის სახელობის კოლმეურნეობის მიწებიდან – 4,0 ჰექტარი სახნავი 16 ოჯახისათვის; - სოფელ ნაჯახავოს ლენინის სახელობის კოლმეურნეობის მიწებიდან – 3,25 ჰექტარი სახნავი 13 ოჯახისათვის; - სოფელ სერგიეთის ბედიას სახელობის კოლმეურნეობის მიწებიდან – 6 ჰექტარი სახნავი 24 ოჯახისათვის; - სოფელ აბედათის კოლმეურნეობა „შრომის სამეფოს“ მიწებიდან – 0,5 ჰექტარი (სახნავი – 0,2 ჰექტარი, საძოვარი – 0,3 ჰექტარი) 2 ოჯახისათვის; - სოფელ აბედათის კონსტიტუციის სახელობის კოლმეურნეობის მიწებიდან – 3,50 ჰექტარი სახნავი 14 ოჯახისათვის; - სოფელ ქვედა ნაგვაზავოს კოლმეურნეობის მიწებიდან – 4,0 ჰექტარი სახნავი 16 ოჯახისათვის; - სოფელ ნაგვაზავოს სტალინის სახელობის კოლმეურნეობის მიწებიდან – 4,21 ჰექტარი სახნავი 18 ოჯახისათვის; - სოფელ სალხინოს სტალინის სახელობის კოლმეურნეობის მიწებიდან – 5 ჰექტარი სახნავი 20 ოჯახისათვის; - სოფელ გაჭედილის კოლმეურნეობა „ავანგარდის“ მიწებიდან – 6,25 ჰექტარი (სახნავი – 5,50 ჰექტარი, ბუჩქნარი – 0,75 ჰექტარი) 25 ოჯახისათვის; - სოფელ ხუნწის ცხაკაიას სახელობის კოლმეურნეობის მიწებიდან – 1,50 ჰექტარი სახნავი 6 ოჯახისათვის; - სოფელ ინჩხურის შეროზიას სახელობის კოლმეურნეობის მიწებიდან – 6 ჰექტარი სახნავი 30 ოჯახისათვის; - სოფელ დიდი ჭყონის კუიბიშევის სახელობის კოლმეურნეობის მიწებიდან – 1,5 ჰექტარი სახნავი 6 ოჯახისათვის; - სოფელ თამაკონის „შრომის დროშის“ კოლმეურნეობის მიწებიდან – 1,25 ჰექტარი სახნავი 5 ოჯახისათვის; - სოფელ თამაკონის დიმიტროვის სახელობის კოლმეურნეობის მიწებიდან – 1,25 ჰექტარი სახნავი 5 ოჯახისათვის; - სოფელ დიდი ჭყონის კოლმეურნეობა-კომბინატის მიწებიდან – 1,75 ჰექტარი სახნავი 7 ოჯახისათვის; - სოფელ ნახუნავოს კოლმეურნეობის მიწებიდან – 3,75 ჰექტარი (სახნავი – 1,5 ჰექტარი, საძოვარი – 2,0 ჰექტარი, ბუჩქნარიანი საძოვარი – 0,25 ჰექტარი) 15 ოჯახისათვის; - სოფელ ლეხაინდრაოს კოლმეურნეობა „საქართველოს“ მიწებიდან – 2,75 ჰექტარი სახნავი 11 ოჯახისათვის; - სოფელ ნამიკოლავოს კოლმეურნეობის მიწებიდან – 2,25 ჰექტარი სახნავი 9 ოჯახისათვის; - მუხურჩის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან – 4,5 ჰექტარი სახნავი 18 ოჯახისათვის; - ვედიდკარის ჩაის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან – 4,5 ჰექტარი სახნავი 18 ოჯახისათვის; - ბანძის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან – 4,0 ჰექტარი სახნავი 16 ოჯახისათვის; - მარტვილის ტუნგის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან – 3,96 ჰექტარი სახნავი 34 ოჯახისათვის. გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში მარტვილის რაიაღმასკომმა და შესაბამისმა მიწათმოსარგებლემ აცნობონ საქართველოს სსრ მეცნირებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. 4. ხონის რაიონის ქუტირის მებოსტნეობა-მერძევეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან 0,70 ჰექტარი სახნავი – ამავე მეურნეობას საკარმიდამო მიწის ფონდში ახლად გამოყოფილი 4 ოჯახის სამოსახლოდ და საკარმიდამოდ. გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში ეცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. 5. ქ. ხონის წულუკიძის კოლმეურნეობის მიწებიდან 5,75 ჰექტარი სახნავი – ამავე კოლმეურნეობას საკარმიდამო მიწის ფონდში კოლმეურნეობის წევრებისა და მუშა-მომსახურეთა 31 ოჯახის დასაკმაყოფილებლად. გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში ეცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. 6. ხონის რაიონის სოფელ ტუბის კოლმეურნეობის მიწებიდან 5,55 ჰექტარი სახნავი – ამავე კოლმეურნეობას საკარმიდამო მიწის ფონდში 31 კოლმეურნეობის წევრისა და  მუშა-მოსამსახურეთა დასაკმაყოფილებლად. გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში ეცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. 7. ხონის რაიონის სოფელ მათხოჯის კოლმეურნეობის მიწებიდან 2,9 ჰექტარი სახნავი – ამავე კოლმეურნეობას საკარმიდამო მიწის ფონდში კოლმეურნეობის წევრებისა და მუშა-მოსამსახურეთა 16 ოჯახის დასაკმაყოფილებლად გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში ეცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. 8. ხონის რაიონის სოფელ ივანდიდის კოლმეურნეობის მიწებიდან 1,6 ჰექტარი სახნავი – ამავე კოლმეურნეობას საკარმიდამო მიწის ფონდში კოლმეურნეობის წევრებისა და მუშა-მოსამსახურეთა 8 ოჯახის დასაკმაყოფილებლად. გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში ეცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. 9. ჩაის, სუბტროპიკულ კულტურათა და ჩაის მრეწველობის საკავშირო სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების იმერეთის საყრდენი პუნქტის მიწებიდან (ქ. წყალტუბოს ზონა) 4,32 ჰექტარი დაბალინტენსიური სახნავი – ამავე პუნქტს საკარმიდამო მიწის ფონდში მუშა-მოსამსახურეთა 25 ოჯახის დასაკმაყოფილებლად. 10. ქალაქ წყალტუბოს ზონის სოფელ გუმბრის კოლმეურნეობის მიწებიდან 0,25 ჰექტარი ბუჩქნარიანი საძოვარი – ამავე კოლმეურნეობას საკარმიდამო მიწის ფონდში ერთი პედაგოგის ოჯახის დასაკმაყოფილებლად. 11. ქალაქ წყალტუბოს ზონის ქვიტირის მებოსტნეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან 0,25 ჰექტარი ბუჩქნარი – ამავე საბჭოთა მეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში მეურნეობის ერთი მუშის ოჯახის დასაკმაყოფილებლად. საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროექტი შეუთანხმონ საქართველოს სსრ ბუნების დაცვისა და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტს და ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობონ საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. 12. ქ. ტყიბულის ზონის სოფელ კურსის კოლმეურნეობის მიწებიდან 0,10 ჰექტარი ბუჩქნარი – ამავე კოლმეურნეობას საკარმიდამო მიწის ფონდში ერთი ოჯახის სამოსახლოდ. გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში ეცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. 13. გორის რაიონის სოფელ ფლავის კოლმეურნეობის მიწებიდან 2,0 ჰექტარი სახნავი – ამავე კოლმეურნეობას საკარმიდამო მიწის ფონდში კოლმეურნეობის წევრებისა და მუშა-მოსამსახურეთა 18 ოჯახის დასაკმაყოფილებლად (მათ შორის ერთი ოჯახისათვის მოცვლის წესით მისაცემად). გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში ეცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. 14. გორის რაონის სოფელ ატენის კოლმეურნეობის მიწებიდან 2,8 ჰექტარი ნაკლებინტენსიური სახნავი – ამავე კოლმეურნეობას საკარმიდამო მიწის ფონდში კოლმეურნეობის წევრებისა და მუშა-მოსამსახურეთა 28 ოჯახის დასაკმაყოფილებლად. რჩევა მიეცეს სოფელ ატენის კოლმეურნეობის გამგეობას: - გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს; - ამ ფართობის ათვისებამდე ჩაატაროს მასზე გავრცელებული გრუნტის სპეციალური საინჟინრო-გეოლოგიური შესწავლა. 15. გორის რაიონის სოფელ ზერტის კოლმეურნეობის მიწებიდან 2,9 ჰექტარი სახნავი – ამავე კოლმეურნეობას საკარმიდამო მიწის ფონდში კოლმეურნეობის წევრებისა და მუშა-მომსახურეთა 30 ოჯახის დასაკმაყოფილებლად. გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში ეცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. 16. საგარეჯოს რაიონის პატარძეულის სამეურნეობათაშორისო მეცხვარეობის მეურნეობის მიწებიდან (მინდორი „თეთრი ქვა“) 30 ჰექტარი სახნავი – ამავე მეურნეობას საკარმიდამო მიწის ფონდში ახალი სოფლის მშენებლობისათვის. დაევალოს საგარეჯოს რაიაღმასკომს: - გამოყოფილი ფართობის ათვისებამდე მისი დაგეგმარება-განაშენიანების გენერალური გეგმა წარუდგინოს საქსახარქიტექტურას განსახილველად და დასამტკიცებლად; გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს; - ამ ფართობის მოსახლეობისათვის გამოყოფა აწარმოოს მიწის კანონმდებლობით დაწესებული ნორმებისა და წესის შესაბამისად. 17. საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდის კოლმეურნეობის მიწებიდან 14 ჰექტარი სახნავი (ნაცლად მოთხოვნილი 17 ჰექტარისა) – ამავე კოლმეურნეობას, აქედან: საკარმიდამო მიწის ფონდში – 12 ჰექტარი 108 ოჯახისათვის (სოფელ ნინოწმინდის მოსახლეობისათვის – 6 ჰექტარი და სოფელ წყაროსათვის მოსახლეობისათვის – 6 ჰექტარი) და სოფელ წყაროსათვის სასაფლაოს მოსაწყობად – 2 ჰექტარი. საგარეჯოს რაიაღმასკომმა გამოყოფილ ფართობზე მშენებლობის დაწყების წინ უზრუნველყოს აქ გავრცელებული გრუნტების სპეციალური საინჟინრო გეოლოგიური შესწავლა. 18. წითელწყაროს რაიონის სოფელ მირზაანის კოლმეურნეობის მიწებიდან (ადგილი „ხირსა“) 16,66 ჰექტარი სახნავი – ამავე კოლმეურნეობას საკარმიდამო მიწის ფონდში კოლმეურნეობის  წევრებისა და მუშა-მოსამსახრეებისათვის მისაცემად (ვენახის გასაშენებლად) კაპიტალური მშენებლობის უფლების გარეშე. 19. წითელწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვების კოლმეურნეობის მიწებიდან 30 ჰექტარი სახნავი – ამავე კოლმეურნეობას საკარმიდამო მიწის ფონდში კოლმეურნეობის წევრებისათვის მისაცემად (ვენახების გასაშენებლად) კაპიტალური მშენებლობის უფლების გარეშე. 20. ქ. წითელწყაროს კოლმეურნეობის მიწებიდან (ადგილი „ქოჩები“) 41,8 ჰექტარი სახნავი – ამავე კოლმეურნეობას საკარმიდამო მიწის ფონდში კოლმეურნეობის წევრებისათვის მისაცემად (მრავალწლიანი ნარგავების გასაშენებლად) კაპიტალური მშენებლობის უფლების გარეშე. 21. ყვარლის რაიონის სოფელ ბალღოჯიანის კოლმეურნეობის მიწებიდან 6,18 ჰექტარი ნასვენი – ამავე კოლმერუნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში კოლმეურნეობის წევრებისა და მუშა-მოსამსახურეთა 23 ოჯახის დასაკმაყოფილებლად. ყვარლის რაიაღმასკომმა დააწესოს კონტროლი, რომ მშენებლობის დროს განხორციელებულ იქნეს გეოლოგიური დასკვნით წამოყენებული წინადადება და გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში ეცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. 22. ყვარლის რაიონის 4 კოლმეურნეობისა და 5 სახელმწიფო მეურნეობის მიწებიდან მოთხოვნილი 177,39 ჰექტარის ნაცვლად 77,2 ჰექტარი – ამავე კოლმეურნეობებისა და სახელმწიფო მეურნეობების საკარმიდამო მიწის ფონდში (შიგა გზების ფართობთან ერთად) კოლმეურნეობის წევრებისა და მუშა-მოსამსახურეთა დასაკმაყოფილებლად, აქედან: - სოფელ შილდის კოლმეურნეობის მიწებიდან 8,0 ჰექტარი სახნავი – 50 ოჯახისათვის; - სოფელ გავაზის კოლმეურნეობის მიწებიდან 9,5 ჰექტარი სახნავი – 81 ოჯახისათვის, მათ შორის: საკარმიდამოებად – 8,1 ჰექტარი, გზებისათვის – 1,4 ჰექტარი; - სოფელ ჭიკაანის კოლმეურნეობის მიწებიდან 13,75 ჰექტარი ვენახი – 59 ოჯახისათვის, მათ შორის: საკარმიდამოებად – 13,0 ჰექტარი, გზებისათვის – 0,75 ჰექტარი; - სოფელ ბალღოჯიანის კოლმეურნეობის მიწებიდან 1,5 ჰექტარი სახნავი – 6 ოჯახისათვის; - ქინძმარაულის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან 11,0 ჰექტარი სახნავი – 105 ოჯახისათვის; - ყვარლის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან 18,0 ჰექტარი სახნავი – 131 ოჯახისათვის, მათ შორის: საკარმიდამოდ – 16,0 ჰექტარი, გზებისათვის – 2,0 ჰექტარი; - გრემის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან 5,5 ჰექტარი სახნავი – 26 ოჯახისათვის, მათ შორის: საკარმიდამოებად – 5 ჰექტარი, გზებისათვის 0,5 ჰექტარი; - მთისძირის სანერგე საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან 5,65 ჰექტარი სახნავი – 22 ოჯახისათვის, მათ შორის საკარმიდამოებად – 5,15 ჰექტარი, გზებისათვის – 0,5 ჰექტარი; - ახალსოფლის აგროკომბინატის მიწებიდან 4,3 ჰექტარი სახნავი – 18 ოჯახისათვის. გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში ეცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. 23. ხაშურის რაიონის სურამის №14 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის მიწებიდან 5,38 ჰექტარი ფართობი (სახნავი – 1,38 ჰექტარი, საძოვარი – 3,94 ჰექტარი, გზა – 0,06 ჰექტარი) – ხაშურის რაიაღმასკომს ქალაქ ხაშურის მცხოვრებთა ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის. დაევალოს ხაშურის რაიაღმასკომს: - გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს; - გაითვალისწინოს გაერთიანება „საქგეოლოგიის“ წინადადებანი. 24. ხაშურის რაიონის ცოცხნარის კოლმეურნეობის მიწებიდან 0,25 ჰექტარი სახნავი – ამავე კოლმეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში ერთი კოლმეურნე კომლის სამოსახლოდ და საკარმიდამოდ. გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში ეცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. 25. ხაშურის რაიონის სურამის კოლმეურნეობის მიწებიდან 4 ჰექტარი სარწყავი სახნავი – ხაშურის რაიაღმასკომს ქალაქ ხაშურის მცხოვრებთა ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის. ხაშურის ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს; - მშენებლობისას გაითვალისწინოს გაერთიანება „საქგეოლოგიის“ წინადადებანი. 26. ხაშურის რაიონის სურამის კოლმეურნეობის მიწებიდან 0,07 ჰექტარი სახნავი – ამავე კოლმეურნეობას საკარმიდამო მიწის ფონდში ერთი დამეწყრილი ოჯახის უსაფრთხო ადგილას დასასახლებლად. გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში ეცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. 27. მარნეულის რაიონის საზოგადოებრივი მეურნეობის მიწებიდან 16,35 ჰექტარი სარწყავი სახნავი – რუსთავის საქალაქო საბჭოს აღმასკომს საკარმიდამო მიწის ფონდში წყალსადენის სათავე ნაგებობების მომსახურე პერსონალის (ახალი ქართული სოფლის „სამრეკლოს“ შესაქმნელად) დასასახლებლად, მათ შორის: - მუღანლოს სპეციალიზებული მეურნეობის მიწებიდან – 8,35 ჰექტარი; - ლეჟბადინის მეცხოველეობის კომპლექსის მიწებიდან – 8,00 ჰექტარი. - მუღანლოს სპეციალიზებულმა მეურნეობამ და ლეჟბადინის მეცხოველეობის კომპლექსმა გამოყოფილი მიწის სამაგიეროდ აითვისონ ტოლფარდი მიწა სახნავად. ქალაქ რუსთავისა და მარნეულის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოების აღმასკომებმა: - ქ. რუსთავს მცხოვრებლებს საკარმიდამო მიწის ფართობები მისცენ აღნიშნული ქალაქიდან მათი ამოწერისა და მარნეულის რაიონში ჩაწერის შემდეგ; - გამოყოფილ ტერიტორიაზე დასახლება განახორციელონ სათანადო დაგეგმარების პროექტის შესაბამისად; - გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. 28. ქარელის რაიონის მოხისის მეთესლეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან