„სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 ნოემბრის №394 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №166 |
|
2025 წლის 19 მაისი ქ. თბილისი |
1. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23. გარდამავალი დებულებები
2025 წლის 1 იანვრამდე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში იურიდიულ პირად რეგისტრირებულ და საქართველოს რკინიგზის სისტემაში მოქმედ სარკინიგზო საწარმოებსა და ინფრასტრუქტურის მენეჯერებზე, რომლებიც ექვემდებარებიან უსაფრთხოების სერტიფიკატის მიღებას/ავტორიზაციის მინიჭებას საქართველოს სარკინიგზო კოდექსისა და ამ წესის შესაბამისად, 2025 წლის 20 ივნისამდე არ ვრცელდება ამ წესის მე-5 მუხლის მე-9 და მე-11 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-10 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების მოქმედება, ხოლო, თუ აღნიშნული პირები არაუგვიანეს 2025 წლის 20 ივნისისა უსაფრთხოების სერტიფიკატის მიღების/ავტორიზაციის მინიჭების მიზნით შესაბამისი განცხადებით მიმართავენ სააგენტოს, მათზე ამ წესის მე-5 მუხლის მე-9 და მე-11 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-10 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების მოქმედება არ გავრცელდება სააგენტოს მიერ ზემოაღნიშნული განცხადების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებამდე.“.
2. III დანართის მე-8 პუნქტის:
ა) 8.5 ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) 8.9-8.10 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8.9. მაკორექტირებელი სამოქმედო გეგმა/გეგმები (მხოლოდ უსაფრთხოების სერტიფიკატის განახლების ან ვადის გაგრძელების მიზნით წარდგენილი განცხადების შემთხვევაში):
8.9.1. სამოქმედო გეგმ(ებ)ის მიმდინარე სტატუსი, რომელიც/რომლებიც შემუშავებულია სარკინიგზო საწარმოს მიერ წინა შეფასების შემდგომ განხორციელებული საზედამხედველო საქმიანობისას გამოვლენილი მნიშვნელოვანი შეუსაბამობის აღმოფხვრის ან ნებისმიერი სხვა პრობლემური საკითხის გადაჭრის მიზნით;
8.9.2. სამოქმედო გეგმ(ებ)ის მიმდინარე სტატუსი, რომელიც/რომლებიც შემუშავებულია სარკინიგზო საწარმოს მიერ წინა შეფასების ფარგლებში გამოვლენილი გადასაჭრელი საკითხების მოგვარების მიზნით;
8.10. ტვირთების გადაზიდვასა და მგზავრების გადაყვანასთან დაკავშირებული სტატისტიკური (რაოდენობრივი და ხარისხობრივი) მონაცემები განცხადების წარდგენის ბოლო 5 წლის შედეგების მიხედვით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“.
3. IV დანართის მე-2 პუნქტის:
ა) 2.8 ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) 2.12 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.12. მაკორექტირებელი სამოქმედო გეგმა/გეგმები (მხოლოდ უსაფრთხოების ავტორიზაციის განახლების ან ვადის გაგრძელების მიზნით წარდგენილი განცხადების შემთხვევაში):
ა) სამოქმედო გეგმ(ებ)ის მიმდინარე სტატუსი, რომელიც/რომლებიც შემუშავებულია ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ წინა შეფასების შემდგომ განხორციელებული საზედამხედველო საქმიანობისას გამოვლენილი მნიშვნელოვანი შეუსაბამობის აღმოფხვრის ან ნებისმიერი სხვა პრობლემური საკითხის გადაჭრის მიზნით;
ბ) სამოქმედო გეგმ(ებ)ის მიმდინარე სტატუსი, რომელიც/რომლებიც შემუშავებულია სარკინიგზო საწარმოს მიერ წინა შეფასების ფარგლებში გამოვლენილი გადასაჭრელი საკითხების მოგვარების მიზნით.“.
4. V დანართის:
ა) პირველი პუნქტის 1.1 ქვეპუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) აღწეროს მისი საქმიანობის სახე(ები) და არეალი, მათ შორის, სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის შემთხვევაში, „სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 22 იანვრის №17 დადგენილების შესაბამისად, სახიფათო ტვირთის კლასის მითითებით;“;
ბ) მე-2 პუნქტის 2.2 ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2.21 ქვეპუნქტი:
„2.21. ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს „მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის გაცემის, განახლებისა და აღდგენის, მათი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 25 დეკემბრის №442 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება;“.
5. VI დანართის მე-2 პუნქტის:
ა) 2.2 ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) 2.2 ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2.21-2.22 ქვეპუნქტები:
„2.21. ხაზობრივი ნაგებობის რეგისტრაციის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
2.22. არსებობის შემთხვევაში, სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის, იჯარის ხელშეკრულება;“;
გ) 2.4 ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) 2.6 − 2.8 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.6. განაცხადი იმის შესახებ, რომ მისასვლელი ლიანდაგები, რომლებზეც მოთხოვნილია ავტორიზაცია, ტექნიკურად გამართულია და უსაფრთხოა ექსპლუატაციისთვის;
2.7. იმ შემთხვევაში, თუ მისასვლელი ლიანდაგის მფლობელი იყენებს მის მფლობელობაში არსებულ სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებს მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისთვის, აღნიშნული სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი, მათთან დაკავშირებული მონაცემების მითითებით;
2.8. განაცხადი იმის შესახებ, რომ ამ პუნქტის 2.7 ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აკმაყოფილებენ უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის დადგენილ მოთხოვნებს;“;
ე) 2.9 ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ვ) 2.11 ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ზ) 2.12-2.13 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.12. მისასვლელი ლიანდაგის ტექნიკური პასპორტი ან მისი ასლი;
2.13. განცხადების წარდგენამდე არაუგვიანეს 3 წლის განმავლობაში გაცემული რკინიგზის მისასვლელი ლიანდაგის გამოკვლევის აქტი ან ექსპერტიზის დასკვნა იმის შესახებ, რომ მისასვლელი ლიანდაგი ტექნიკურად გამართულია;“;
თ) 2.15-2.16 ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
|