„ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №335 |
|
2025 წლის 7 აგვისტო ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ“ ქვეპუნქტი:
„ჩ) სააგენტო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო.“.
2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სააგენტოს უფლებამოსილება
1. სააგენტო უფლებამოსილია, მგვ-ის შესაბამისობის სქემების ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით:
ა) შექმნას და აწარმოოს ელექტრონული რეესტრი, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის შესაბამისად;
ბ) შექმნას და აწარმოოს ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მონაცემთა ბაზები, რომლებიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ქვეყანაში ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენის რაოდენობის, მახასიათებლებისა და დინამიკის შესახებ (ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების დამზადების დროს გამოყენებული კომპონენტების სახიფათოობის შესახებ ინფორმაციის ჩათვლით). ამ თვალსაზრისით, სააგენტო უფლებამოსილია:
ბ.ა) შეამოწმოს წარდგენილი მონაცემების სისწორე;
ბ.ბ) შეაგროვოს და დაამუშაოს დამატებითი ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) მიანიჭოს და გაუგრძელოს ავტორიზაცია მგვ-ის ორგანიზაციებს, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლის შესაბამისად;
დ) ითანამშრომლოს მგვ-ის ორგანიზაციებთან, მუნიციპალიტეტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან, საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანიების განხორციელების მიზნით;
ე) განახორციელოს კონტროლი ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებაზე, კანონმდებლობის შესაბამისად. შემოწმების ჩასატარებლად სააგენტო უფლებამოსილია, ითანამშრომლოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან. სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან, კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს გაუწიონ შესაბამისი დახმარება შემოწმებების ჩატარებაში;
ვ) გააუქმოს მგვ-ის ორგანიზაციის ავტორიზაცია, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად;
ზ) ყოველი წლის 31 მაისამდე მოამზადოს და ვებგვერდზე გამოაქვეყნოს წლიური ანგარიში/ანგარიშები წინა წელს ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვაში მიღწეული შედეგების შესახებ.
2. სააგენტო უფლებამოსილია, გამოსცეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ I-ში წარმოდგენილი კატეგორიების ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების დეტალური ცნობარი.“.
3. მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობის ყველა მწარმოებელი ვალდებულია, პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე, დარეგისტრირდეს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრში (შემდგომში – „მგვ-ის რეესტრი“), რომელსაც ადმინისტრირებას უწევს სააგენტო. მგვ-ის რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.“;
ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სააგენტო ვალდებულია, შექმნას და აწარმოოს მონაცემთა ბაზა, რომელშიც აღირიცხება ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების შეგროვების, მათი საქართველოში დამუშავებისა და ქვეყნიდან ექსპორტის შესახებ.
5. სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი ვალდებულია, მგვ-ის ორგანიზაციის წევრის თანხმობის შემთხვევაში, ექვს თვეში ერთხელ (1 აგვისტომდე და 1 თებერვლამდე), სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია (მათ შორის, ელექტრონულად) მგვ-ის ორგანიზაციის წევრის მიერ იმპორტირებული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების რაოდენობის (წონა, სახეობების მიხედვით, ტონებში) შესახებ.“.
4. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ის მწარმოებელი, რომელიც არ გაწევრიანდება მწარმოებლების გაერთიანების შედეგად შექმნილ მგვ-ის ორგანიზაციაში, ვალდებულია, შექმნას მგვ-ის ინდივიდუალური სქემა და სააგენტოს წარუდგინოს განაცხადი ავტორიზაციის მისაღებად, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლის შესაბამისად.“.
5. მე-8 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ექვს თვეში ერთხელ (1 აგვისტომდე და 1 თებერვლამდე) წარუდგინოს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის მიერ გაცემულია თანხმობა ინფორმაციის მიწოდებაზე, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად) სააგენტოს სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადასტურებული ინფორმაცია მის მიერ იმპორტირებული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების რაოდენობის (წონა, სახეობების მიხედვით, ტონებში) შესახებ, მგვ-ის რეესტრის საშუალებით (ელექტრონულად).“;
ბ) მე-4 პუნქტის:
ბ.ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) სააგენტოს მიაწოდოს მონაცემები, ინფორმაცია და ანგარიშები მგვ-ის ორგანიზაციის მუშაობის, ბაზარზე განთავსებული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების რაოდენობის, რეციკლირებული და აღდგენილი ნარჩენის რაოდენობისა და ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მინიმალური მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის შესახებ;“;
ბ.ბ) „ლ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ.ბ) ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი წესით, მგვ-ის ორგანიზაციის მიერ შეგროვებული და სააგენტოში წარდგენილი მონაცემების სისწორე;“;
ბ.გ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) სამინისტროსთან, სააგენტოსთან, მუნიციპალიტეტებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით, ჩაატაროს საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანიები მომხმარებლებისთვის, შემდეგ საკითხებზე:“.
6. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. მგვ-ის ორგანიზაციის ავტორიზაცია
1. საქმიანობის დაწყებამდე მგვ-ის ორგანიზაციამ უნდა მიიღოს ავტორიზაცია სააგენტოსგან, რისთვისაც მწარმოებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მგვ-ის ორგანიზაცია ინდივიდუალურად ან სხვა მწარმოებლებთან ერთობლივად და სააგენტოს წარუდგინონ შესაბამისი განაცხადი ავტორიზაციის მისაღებად, როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით. განაცხადი უნდა შეიცავდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ III-ით განსაზღვრულ ინფორმაციას.
2. სააგენტო განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილ განაცხადს და ხარვეზის დადგენის შემთხვევაში უფლებამოსილია, 30 დღის ვადაში მოითხოვოს ხარვეზის გამოსწორება და დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. სააგენტო ვალდებულია, ავტორიზაციის გადაწყვეტილება მიიღოს სამი თვის ვადაში განაცხადის შემოტანის დღიდან ან დამატებითი ინფორმაციის წარდგენის დღიდან.
3. გადაწყვეტილება მგვ-ის ორგანიზაციის ავტორიზაციის შესახებ ძალაშია ექვსი (6) წლის განმავლობაში.
4. მგვ-ის ორგანიზაცია ვალდებულია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე, სულ მცირე, ექვსი თვით ადრე, სააგენტოში შეიტანოს განაცხადი ავტორიზაციის გაგრძელების თაობაზე. ეს განაცხადი უნდა შეიცავდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ III-ით განსაზღვრულ ინფორმაციას.
5. ავტორიზაციის მიღების შემდეგ, მგვ-ის ორგანიზაცია ვალდებულია, სააგენტოს შესათანხმებლად, ყოველწლიურად, წარუდგინოს მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის ღონისძიებების ბიუჯეტსა და გეგმას. სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს კონკრეტულ ღონისძიებებს, მათ მიზნებს, განხორციელების საშუალებებს, ვადებსა და შესაბამის ხარჯებს. ასევე სამოქმედო გეგმა უნდა შეიცავდეს საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების კომპონენტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კონკრეტული ღონისძიებები, მათი მიზნები, განხორციელების საშუალებები, ვადები და შესაბამისი ხარჯები. სამოქმედო გეგმის განხილვისას სააგენტო უფლებამოსილია, მოითხოვოს საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების ერთობლივი კამპანიების ჩატარება, მგვ-ის სხვა ორგანიზაციებთან ერთად. სამოქმედო გეგმა სააგენტოს უნდა წარედგინოს საანგარიშო წლის წინა კალენდარული წლის 15 ნოემბრამდე. სააგენტო 30 დღის ვადაში განიხილავს და შეითანხმებს სამოქმედო გეგმას ან დაუბრუნებს წარმდგენს შენიშვნებით.
6. ავტორიზაციის მიღებისა და საქმიანობის დაწყებიდან ყოველი კალენდარული წლის გასვლის შემდეგ, მგვ-ის ორგანიზაცია ვალდებულია:
ა) სააგენტოს შესაფასებლად წარუდგინოს საქმიანობის დეტალური წლიური ანგარიში სააგენტოსთან შეთანხმებული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ. ანგარიში უნდა შეიცავდეს მგვ-ის ორგანიზაციის წევრი მწარმოებლების მიერ ბაზარზე განთავსებული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების რაოდენობებს, კატეგორიების მიხედვით; შეგროვებული და გადამუშავებული ნარჩენების წონას, კატეგორიებისა და ოპერატორების მიხედვით; ინფორმაციას აღდგენისა და რეციკლირების მინიმალური მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის შესახებ; ნარჩენების მართვის სფეროში ჩართულ ეკონომიკურ ოპერატორებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს; შეგროვების პუნქტების ჩამონათვალს; ყველა ინვოისისა და ფინანსური ანგარიშებისადმი ხელმისაწვდომობასა და ანგარიშებს ჩატარებული საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების შესახებ;
ბ) ანგარიშს უნდა ერთოდეს დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა;
გ) ანგარიში სააგენტოს უნდა წარედგინოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 30 აპრილამდე.
7. სააგენტო უფლებამოსილია, გააუქმოს მგვ-ის ორგანიზაციის ავტორიზაცია, იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მგვ-ის ორგანიზაციამ მიმართა სააგენტოს ავტორიზაციის გაუქმების მოთხოვნით;
ბ) არ სრულდება ავტორიზაციის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობები;
გ) ავტორიზაციის მიღებიდან მე-3 წელს არ იქნა მიღწეული ნარჩენების აღდგენისა და რეციკლირების მინიმალური მიზნობრივი მაჩვენებლები;
დ) ადგილი აქვს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების განმეორებით შეუსრულებლობას;
ე) სააგენტოს აქვს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ:
ე.ა) ავტორიზაცია მოხდა ყალბი/არასწორი მონაცემების/დოკუმენტაციის საფუძველზე;
ე.ბ) მგვ-ის შესაბამისობის სქემა გაუმართავია და ვერ უზრუნველყოფს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას.“.
|