⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.09.2006)
გაუქმებულია:

„საქართველოს მოქალაქის პასპორტის შესახებ“ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მიღების თარიღი 11.04.1995
ძალის დაკარგვა 15.09.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №198
სარეგისტრაციო კოდი 010340000.02(0).000.000922 394
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 4, 28/04/1995
245 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.04.1995 მიღება
15.09.2006 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს მოქალაქის პასპორტის შესახებ“ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №198 1995 წლის 11 აპრილი ქ. თბილისი „საქართველოს მოქალაქის პასპორტის შესახებ“ დებულებაში ცვლილებებისა და  დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 აგვისტოს №515 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები: ა. მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს სიტყვების „პირად საქმეებზე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან სამსახურებრივი მივლინებით მიმავალ საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელთაც თავიანთი სტატუსით არ ეკუთვნით დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტები“; ბ. მე-6 პუნქტის პირველ აბზაცს დაემატოს სიტყვები „ხოლო ცალკეულ შემთხვევებში საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სამმართველო“; გ. დაემატოს შემდეგი შინაარსის 6.1. პუნქტი: „6.1. საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სამმართველომ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტები გასცეს სამთავრობო დელეგაციების თანხმლებ პირებზე, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის აპარატების და საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებისა და უწყებების იმ თანამშრომლებზე, რომელთა თანამდებობებს „საქართველოს რესპუბლიკის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 21 ივლისის №473 დადგენილება არ ითვალისწინებს. საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტის გაცემისას იხელმძღვანელოს ამ დებულებით და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული სათანადო ინსტრუქციით“; დ. მე-17 პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პასპორტის მოქმედების ვადას აგრძელებენ პასპორტის გამცემი ორგანოები“. ე. 30-ე პუნქტში სიტყვა „სამინისტროს“ შეიცვალოს სიტყვებით „და საგარეო საქმეთა სამინისტროების“. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს რესპუბლიკიდან საზღვარგარეთ მივლინებით მიმავალ მოქალაქეებზე საერთო-სამოქალაქო საზღვარგარეთის პასპორტების გაცემის დროებითი წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 23 აპრილის № 310 დადგენილება. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                        ო. ფაცაცია