ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ზიგზაგის ჩიხისთვის და ზიგზაგის II ქუჩისთვის ზიგზაგის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 20.05.2025
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №224
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016997
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 23/05/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.05.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, თხინვალაში, იოსებ კეჭაყმაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი ჩიხისთვის ხელბურთელის იმედო ფხაკაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ნავთლუღის II დასახლების V ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული სამი ჩიხისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ნატო გიორგაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კორნელი სანაძის ქუჩის გავრცელების არეალის კორექტირებისა და ანდრია გუგუშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის კორნელი სანაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, თბილისი-კოჯრის II შესახვევისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ორი ჩიხისთვის იუნკერ ლევან კანდელაკის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, გზისკარის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, მასთან არსებული ერთი შესახვევისთვის და ერთი ჩიხისთვის ნოქალაქევის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ზიგზაგის ჩიხისთვის და ზიგზაგის II ქუჩისთვის ზიგზაგის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №224
2025 წლის 20 მაისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ზიგზაგის ჩიხისთვის და ზიგზაგის II ქუჩისთვის ზიგზაგის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ნაძალადევის რაიონში ზიგზაგის ჩიხის მონაკვეთს და ზიგზაგის II ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს ზიგზაგის ქუჩის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ნაძალადევის რაიონში ზიგზაგის II ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს ზიგზაგის I ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
3. ნაძალადევის რაიონში ზიგზაგის ჩიხის მონაკვეთს მიენიჭოს ზიგზაგის II ჩიხის სახელი.
4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
5. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე