“საქართველოს გენერალური პროკურორის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 25 ოქტომბრის №24 ბრძანებაში ცვლილებებსიდ და დამატების შეტანის თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.008.784
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №7
2006 წლის 19 ივნისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 25 ოქტომბრის №24 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 25 ოქტომბრის №24 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 26.10.2005, №124, მუხ. 1386) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-2, მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები
დეპარტამენტის ამოცანებია:
საქართველოს პროკურატურის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავება და გამოყოფილ ასიგნებათა გეგმური განაწილება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია; პროკურატურის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის წარმართვა, ფინანსური და მატერიალური აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება და კონტროლი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ფულადი სახსრების მიზნობრივად და დამტკიცებული გეგმის მიხედვით ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება; საქართველოს პროკურატურის მიერ ყველა სახის სამეურნეო სამუშაოზე დადებული ხელშეკრულების მომზადება და შესრულების კონტროლი, გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის სანიტარიული დასუფთავებისა და ხანძარსაწინააღმ-დეგო უსაფრთხოების, ადმინისტრაციულ შენობაში სატელეფონო კავშირის, ელექტრო და სანტექნიკური მეურნეობის გამართული და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა; საქართველოს პროკურატურის კუთვნილი მატერიალური ფასეულობების მიღების, აღ-რიცხვის, შენახვის და გაცემის კანონიერებაზე, ასევე ენერგორესურსების ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება; საქართველოს პროკურატურის სისტემაში კომპიუტერიზაციისა და საქმისწარმოების ავტომატიზაციის დანერგვა და მათი შემდგომი განვითარება.
მუხლი 3. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველო;
ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;
გ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო.
მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია
1. ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს ბუღალტრული აღრიცხვის სწორ ორგანიზაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) უზრუნველყოფს ბუღალტრული ანგარიშების შედგენას და დაწესებულ ვადებში წარდგენას;
გ) ახორციელებს კონტროლს საბუთების დროულ გაფორმებასა და სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ ოპერაციების კანონიერებაზე;
დ) ახორციელებს კონტროლს ფულადი სახსრების სწორად და ეკონომიკურად ხარჯვაზე და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე ბიუჯეტით დამტკიცებული ხარჯთანუსხის შესაბამისად;
ე) ახორციელებს კონტროლს ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა დაცვაზე;
ვ) განცალკევებულად აღრიცხავს სხვადასხვა წყაროების მიხედვით მიღებულ სახსრებს და ამ სახსრებით განხორციელებულ ოპერაციებს;
ზ) უზრუნველყოფს ხარჯთანუსხის შესრულების პროცესში საწარმოებთან, დაწესებულებებთან ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარისწორებათა დროულ წარმოებას;
თ) მონაწილეობს ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარებაში, უზრუნველყოფს ინვენტარიზაციის შედეგების დროულ განსაზღვრას და აღრიცხვას;
ი) უზრუნველყოფს მუშა-მოსამსახურეთა ხელფასების, პრემიების და სხვა გასაცემი თანხების დროულ დარიცხვას და გაცემას;
კ) ახორცილებს კონტროლს მატერიალური ფასეულობების დაცვაზე მათი შენახვის და ექსპლუატაციის ადგილებში;
ლ) ახორციელებს ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთანუსხის, მათი გაანგარიშებების და სხვა საბუთების შენახვას და დადგენილი წესით არქივში ჩაბარებას;
მ) ახორციელებს სასაწყობო მეურნეობის ბუღალტრულ აღრიცხვას მოქმედი კანონმდებლობის და ინსტრუქციების შესაბამისად;
ნ) აკონტროლებს სასაწყობო ნაშთების შესაბამისობას საბალანსო მაჩვენებლებთან, ახდენს ნაშთების დეკადურ შედარებას;
ო) უზრუნველყოფს ყოველთვიური ხარჯების ანალიზური ფორმის მომზადებას და დეპარტამენტის უფროსისათვის წარდგენას;
პ) უზრუნველყოფს სხვა არასაბიუჯეტო სახსრების აღრიცხვას;
ჟ) უზრუნველყოფს გენერალური პროკურატურის სადეპოზიტო ანგარიშის აღრიცხვას, მართვას და კონტროლს;
რ) უზრუნველყოოფს სადეპოზიტო ანგარიშზე რიცხული თანხების ოპერატიულ კლასიფიცირებას და ბიუჯეტში გადარიცხვას არსებული კანონმდებლობის შესაბამისად;
ს) აწარმოებს სადეპოზიტო ანგარიშზე შემოსული თანხების მონაცემთა ბაზის ფორმირებას მათი კლასიფიკაციის, თარიღის, გადახდის ადგილის, მოცულობის და სხვა მონაცემების მიხედვით;
ტ) არეგულირებს ურთიერთობას მომსახურე ბანკთან და ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურთან;
უ) ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.
2. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო:
ა) ამზადებს ტექნიკურ დოკუმენტაციებს შენობათა მიმდინარე და კაპიტალური შეკეთებისათვის, დადგენილ ვადებში ახდენს მათ გაფორმება-წარდგენას გენერალური პროკურატურის აპარატსა და მისდამი დაქვემდებარებულ უწყებებში;
ბ) უზრუნველყოფს მატერიალურ-ტექნიკური და სათბობ-ენერგეტიკული საშუალებებით შეუფერხებელ მომარაგებას;
გ) ახორციელებს გენერალური პროკურატურის ბალანზე რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებთა ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებას, ხარჯების კონტროლს და ანგარიშგებას;
დ) ახორციელებს მომწოდებლებთან ურთიერთობას პროკურატურის მოთხოვნების და ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებით არსებული კანონმდებლობის ფარგლებში;
ე) უზრუნველყოფს გენრალური პროკურატურის ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის სანიტარიულ დასუფთავებას, კეთილმოწყობას და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებას;
ვ) უზრუნველყოფს საკანცელარიო და სამეურნეო საქონლით მომარაგებას, საჭირო ინვენტარის შეძენას და სხვა მიმდინარე საკითხების გადაწყვეტას;
ზ) ახორციელებს საფინანსო და მატერიალური უზრუნველყოფის სწორ დაგეგმვას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების გეგმურ განაწილებას, სამმართველოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებების ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებების დაგეგმვა-გატარებას, პროკურატურის საბიუჯეტო პროცესის მართვას, ხელშეკრულებების პროექტის შედგენას, რეგისტრაციას სახაზინო სამსახურში და მათი შესრულების კონტროლს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
თ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას და კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებას;
ი) უზრუნველყოფს ინსპექტირების ჯგუფის ეფექტურ ფუნქციონირებას, რომლის მიზანია გააკონტროლოს მომწოდებლების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;
კ) აკონტროლებს შესყიდული საქონლისა და მომსახურების ხარისხს და ღირებულებას;
ლ) ამზადებს და დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ყოველთვიურ ანგარიშგებას გაწეული ხარჯების და მათი გეგმასთან შესაბამისობის შესახებ;
მ) ამზადებს ყოველთვიურ ანგარიშს სასაწყობო ნაშთების და თვიური ბრუნვის (გახარჯვის) შესახებ, წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის უფროსს და მის მოადგილეს;
ნ) მონაწილეობს მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარებაში, უზრუნველყოფს ინვენტარიზაციის შედეგების დროულ განსაზღვრას და აღრიცხვას;
ო) აკონტროლებს ძირითადი საშუალებების ექსპლუატაციის ხარჯებს და მათ მიზანშეწონილობას;
პ) შეიმუშავებს საჭირო პროცედურებს პროკურატურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ეფექტური ფუნქციონირების მიზნით;
ჟ) მართავს და ზედამხედველობს ტექნიკური პერსონალის ეფექტურ მუშაობას;
რ) ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრულ სხვა უფელბამოსილებებს.
3. საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს პროკურატურის სისტემაში საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის აპარატურული ნაწილის გამართულ ფუნქციონირებას, საჭიროების შემთხვევაში ატარებს აუცილებელ სარემონტო სამუშაოებს;
ბ) აწარმოებს საკომუნიკაციო საშუალებების (კომპიუტერული და სატელეფონო ქსელების) მონტაჟს, კონფიგურირებასა და შემდგომ მომსახურებას;
გ) ახორციელებს პროკურატურის ფუნქციონირებისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას;
დ) აღმოუჩენს დახმარებას მომხმარებელ პროკურატურის მუშაკებს კომპიუტერული და სატელეფონო ქსელების გამოყენებისას წამოჭრილ პრობლემებთან დაკავშირებით, მუშაობს ამ სფეროში მომხმარებელთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით;
ე) ატარებს საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისათვის საჭირო ღონისძიებებს;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სხვა ორგანიზაციებისა და დაწესებულებების საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურებთან საქართველოს პროკურატურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ინტეგრაციას;
ზ) შეიმუშავებს საქართველოს პროკურატურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტიულ გეგმებს.“.
2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-4 პუნქტი:
,,4. დეპარტამენტის სამმართველოების მრჩეველთა საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები, სამმართველოების ამოცანათა შესაბამისად, განისაზღვრება დეპარტამენტის უფროსის ზეპირი ან წერილობითი დავალებით (მითითება, დირექტივა).“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 15 ივლისიდან.
ზ. ადეიშვილი