“საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის დამტკიცების შესახებ"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.10.2005 ძალადაკარგული 30.09.2025
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
110.060.010.39.036.007.815
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 124, 26/10/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.007.815

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №24

2005 წლის 25 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,კ” და ,,ო” ქვე­პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პრო­კურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის თანდარ­თული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

დანართი

საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკო­ნო­მიკური დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) სტრუქტუ­რული დანაყოფი.

2. თავის საქმიანობაში დეპარტამენტი ხელმძღვა­ნელობს საქართველოს კონსტიტუციით, “პროკუ­რატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულე­ბით, საქართველოს გენერალური პროკურორის (შემ­დგომში – გენერალური პროკურორი) ბრძანებებით, ინსტრუქციებით და მითითებებით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია გენერალური პროკურორისა და უფლებამოსილი გენერალური პრო­კურორის მოადგილის წინაშე, რომელიც წარმარ­თავს დეპარტამენტის საქმიანობას და ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დად­გენილი წესით.

    მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები

დეპარტამენტის ამოცანებია:

საქართველოს პროკურატურის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავება და გამოყოფილ ასიგნებათა გეგმური განაწილება; საქართვე­ლოს ფინანსთა სამინისტროსთან და სხვა დაინტერე­სებულ უწყებებთან ფინანსური საქმიანობის კოორ­დინაცია; პროკურატურის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის წარმართვა, ფინანსური და მატერიალური აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგარიშგების წარ­მოე­ბა და კონტროლი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღე­ბუ­ლი ფულადი სახსრების მიზნობრივად და დამტკი­ცებული გეგმის მიხედვით ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება; საქართველოს პროკურატურის მიერ ყველა სახის სამეურნეო სამუშაოზე დადებული ხელშეკ­რუ­ლების მომზადება და შესრულების კონ­ტროლი, გენერალური პროკურატურის ადმინის­ტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის სანიტარიული დასუფთავებისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოე­ბის, ადმინისტრაციულ შენობაში სატელე­ფონო კავშირის, ელექტრო და სანტექნიკური მეურნეო­ბის გამარ­თული და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნ­ველ­ყოფა; საქართველოს პროკურატურის კუთვნილი მატე­რიალური ფასეულობების მიღების, აღრიცხვის, შენახვის და გაცემის კანონიერებაზე, ასევე ენერგო­რესურსების ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება.

    მუხლი 3. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველო;

ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმარ­თველო.

    მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია

1. ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს ბუღალტრული აღრიცხვის სწორ ორგანიზაციას საქართველოს კანონმდებლობის შესა­ბა­მისად;

ბ) ახორცილებს კონტროლს საბუთების დროულ გაფორმებასა და სამმართველოს კომპეტენციას მიკუთ­ვნებული ოპერაციების კანონიერებაზე;

გ) ახორციელებს კონტროლს ფულადი სახსრების სწორად და ეკონომიურად ხარჯვაზე და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე ბიუჯეტით დამკიცებული ხარჯთანუსხის შესაბამისად, დადგენილი წესით მათში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, აგრეთვე ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა დაცვაზე;

დ) უზრუნველყოფს სხვა არასაბიუჯეტო სადეპო­ზიტო სახსრების აღრიცხვას;

ე) უზრუნველყოფს პროკურატურის მუშაკების ხელფასის დარიცხვას და დროულად გაცემას;

ვ) უზრუნველყოფს ხარჯთანუსხის შესრულების პროცესში საწარმოებთან, დაწესებულებებთან, ორგანი­ზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშწორებათა თავისდროულ წარმოებას;

ზ) მონაწილეობს ფულადი სახსრებისა და მატე­რიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარებაში, უზრუნველყოფს ინვენტარიზაცის შედეგების თავის­დროულ განსაზღვრას და აღრიცხვას;

თ) უზრუნველყოფს ბუღალტრული ანგარიშგების შედგენას და დაწესებულ ვადებში წარდგენას;

ი) ახორციელებს კონტროლს მატერიალური ფასეუ­ლობების დაცვაზე მათი შენახვისა და ექსპლუატაციის ადგილებში;

კ) ახორციელებს ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთანუსხების, მათი გაანგარიშებების და სხვა საბუთების შენახვას და დადგენილი წესით არქივში ჩაბარებას;

ლ) ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმარ­თველო:

ა) ამზადებს ტექნიკურ დოკუმენტაციებს შენობათა მიმდინარე და კაპიტალური შეკეთებისათვის, დადგენილ ვადებში ახდენს მათ გაფორმება-წარდგენას გენერალური პროკურატურის აპარატსა და მისდამი დაქვემდებარებულ უწყებებში;

ბ) უზრუნველყოფს მატერიალურ-ტექნიკური და სათბობ-ენერგეტიკული საშუალებებით შეუფერხებელ მომარაგებას;

გ) ახორციელებს გენერალური პროკურატურის ბალანსზე რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხების რეგუ­ლირებას (საპატრულო პოლიციაში საჭირო საბუთების გაფორმებას, საწვავ-საცხები მასალებით უზრუნველ­ყოფას, ხელშეკრულებების მომზადებას რიცხული ავტომანქანების მიმდინარე და კაპიტალურ შეკეთებაზე და სხვ);

დ) უზრუნველყოფს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტო­რიის სანიტარიულ დასუფთავებას, კეთილმოწყობას და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებას, საკანცელა­რიო და სამეურნეო საქონლით მომარაგებას, საჭირო ინვენტარის შეძენას და სხვა მიმდინარე საკითხების გადაწყვეტას;

ე) ახორციელებს საფინანსო და მატერიალური უზრუნ­ველყოფის სწორ დაგეგმვას, სახელმწიფო ბიუ­ჯე­ტიდან გამოყოფილი დაფინანსების გეგმურ განაწი­ლებას, სამმართველოს საქმიანობის ძირითადი მიმარ­თუ­ლებების ფინანსური უზრუნველყოფის ღონის­ძიე­ბების დაგეგმვა-გატარებას, პროკურატურის საბიუ­ჯეტო პროცესის მართვას, ხელშეკრულებების პროექ­ტების შედგენას, რეგისტრაციას სახაზინო სამსახურში და მათი შესრულების კონტროლს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგ­მვას და კანონმდებლობის შესაბამისად განხორციე­ლებას;

ზ) ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 5. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამ­დე­ბო­ბიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.

2. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერ­თო ხელმძღვანელობას, უზრუნველყოფს დეპარტამენტის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებას;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის სტრუქ­ტურულ ქვედანაყოფებსა და დეპარტამენტის მუშაკებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

გ) აწესებს კონტროლს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლების მიხედვით ხარჯვის სისწორეზე;

დ) აკონტროლებს დეპარტამენტის მუშაკების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრო­მის დისციპლინის დაცვას;

ე) ხელს აწერს და ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქ­ტურისა და საშტატო განრიგის ოპტიმიზაციის მიზნით;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გენერა­ლური პროკურატურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაკთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის და­კის­რების შესახებ;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

ი) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწი­ნებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.

4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ადგენს ყველა სახის სამეურნეო სამუშაოებზე დადე­ბული ხელშეკრულების პროექტებს, ამზადებს ტექ­ნიკურ დოკუმენტაციებს შენობათა მიმდინარე და კაპიტალური შეკეთებისათვის და დადგენილ ვადებში უზრუნველყოფს მათ გაფორმებას;

ბ) უზრუნველყოფს მატერიალურ-ტექნიკური და სათ­ბობ-ენერგეტიკული საშუალებებით შეუფერხებელ მომარაგებას;

გ) ახორციელებს გენერალური პროკურატურის ბალანსზე რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხების მარ­თვას;

დ) ორგანიზებას უწევს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციული შენობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას, კეთილმოწყობას და ხანძარსაწინაღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფას;

ე) ორგანიზებას უწევს საკანცელარიო და სამეურნეო საქონლით მომარაგებას, საჭირო ინვენტარის შეძენას და სხვა საკითხების მოწესრიგებას;

ვ) ახორციელებს საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სწორ დაგეგმვას, სახელ­მწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების გეგ­მურ განაწილებას;

ზ) ახორციელებს სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების ფინანსური უზრუნველყოფის ღონის­ძიებების დაგეგმვა-განაწილებას, პროკურატურის საბიუ­ჯეტო პროცესის მართვას, ხელშეკრულებების პროექ­ტების შედგენას, მათ რეგისტრაციას სახაზინო სამსა­ხურში და შესრულების კონტროლს თავისი კომპეტენ­ციის ფარგლებში;

თ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგ­მვას და კანონმდებლობის შესაბამისად მის განხორ­ციელებას.

5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

    მუხლი 6. სამმართველოს ხელმძღვანელობა

1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამ­დებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მუშაკებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მუშაკთა მხრივ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპ­ლინის დაცვას;

გ) აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძა­ნე­ბების, მითითებების, დავალებების, გენერალური პროკურორის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;

დ) ასრულებს პროკურატურის ზემდგომ თანამდებო­ბის პირთა ცალკეულ დავალებებს;

ე) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. სამმართვე­ლოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეო­ბას ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე.

    მუხლი 7. დეპარტამენტის მუშაკები

1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:

ა) მრჩევლები;

ბ) სპეციალისტები;

გ) ინჟინრები და სხვა პერსონალი, რომლებიც მუ­შაო­ბას წარმართავენ დაკისრებული ფუნქციების შესაბამისად.

2. დეპარტამენტის მუშაკებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პრო­კურორი.

3. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზ­ღვრება გენერალური პროკურატურის საშტატო განრი­გით, რომელსაც ამტკიცებს გენერალური პროკურორი.

    მუხლი 8. დასკვნითი დებულება

საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკო­ნო­მიკური დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქარ­თველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით.