“ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ”

მიღების თარიღი 23.05.2025
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.139.016576 929
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 28/05/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
993 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 27.06.2025 ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 29.05.2025 ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 30.05.2025 ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 06.06.2025 ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 24.12.2025
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
28.05.2025
30.07.2025
მოქმედი

დოკუმენტის ტექსტი

“ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 2025 წლის 23 მაისი ქ. ბორჯომი „ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1​1 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ბორჯომის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე  მუნიციპალური საბჭო  და დამტკიცდეს საბჭოს დებულება, დანართის  შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ზაალიშვილი დანართი ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური  საბჭოს დებულება მუხლი 1🔗. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური  საბჭო 1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს, რომლის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით. 2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, საკრებულოს რეგლამენტით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. მუხლი 2🔗. საბჭოს ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილება 1. საბჭოს ძირითადი ამოცანაა: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მუშაობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის შემუშავება, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა; ბ) სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციის უზრუნველყოფა; გ) მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი და  წინადადებების შემუშავება ქალისა და მამაკაცის უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად; დ) ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციის გამორიცხვის მიზნით მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური პრიორიტეტების მუნიციპალური პროგრამებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტების განხილვა, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება; ე) ქალთა და ბავშვთა საჭიროებების კვლევა და მასზე დაყრდნობით ქალთა გაძლიერების მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება; ვ) საკრებულოში ინიციირებული ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით; ზ) არსებული სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე მუნიციპალური პროგრამების შესახებ ინფორმაციის პერიოდულად გავრცელების უზრუნველყოფა; თ) საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი  ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობა, მათთვის შესაბამისი ინფორმაციისა და წინადადებების მიწოდება, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დაცვის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. 2. საბჭოს უფლება აქვს: ა) ჩაატაროს თემატური მოკვლევა მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საჭიროებების მიხედვით,  შეისწავლოს მოკვლევის საფუძველზე გამოვლენილი გამოწვევები, მოამზადოს რეკომენდაციები და შეიმუშაოს კონკრეტული პროგრამები; ბ) მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან; გ) ითანამშრომლოს სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქალთა ოთახთან; დ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა და ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს მუნიციპალიტეტი სახელმწიფო, არასამთავრობო  და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში; ე) განახორციელებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.  3. საბჭო ვალდებულია წელიწადში ერთხელ საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში საბჭოს საქმიანობისა და  მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხების შესახებ. 4. საბჭოს ყოველწლიური ანგარიში ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. მუხლი 3🔗. საბჭოს სტრუქტურა 1. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს მდივნის და სხვა წევრებისაგან. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 7-ზე ნაკლები. საბჭოს წევრთა მაქსიმალური რაოდენობაა 21. 2. საბჭოს თავმჯდომარეა საკრებულოს თავმჯდომარე. 3. საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს კომისიების (საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის,  გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა,  კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა, იურიდიულ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის) თავმჯდომარეები, ფრაქციების წარმომადგენლები, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრული მერიის ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე, საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი. 4. საბჭოს შემადგენლობაში ასევე შეიძლება შედიოდნენ ადგილობრივი, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.  5. საბჭოზე გასატან საკითხებს ამზადებს და დღის წესრიგის პროექტს ადგენს საბჭოს მდივანი, რომელსაც საბჭოს შემადგენლობიდან განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე. 6. საბჭოს რაოდენობრივ და სახელობით შემადგენლობას განსაზღვრავს და განკარგულებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 7. საბჭოს სხდომაზე ცალკეულ საკითხების განხილვისას, საბჭოს თავმჯდომარის მიერ შეიძლება მოწვეულ იქნეს მერიის თანამდებობის პირები, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სპეციალისტები. მუხლი 4🔗. საბჭოს სხდომა 1. საბჭოს სხდომებს იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს  საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს რიგითი სხდომა ტარდება 3 თვეში ერთხელ. საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით. 2. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა. 3. საბჭოს სხდომის მოწვევის დროსა და სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე. 4. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ახორციელებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი. 5. საბჭოს სხდომა ღია და საჯაროა. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომის ჩატარების დრო და ადგილი უნდა გამოქვეყნდეს საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, სხდომის ჩატარებამდე 3 დღით ადრე მაინც. 6. საბჭოს სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება აქვს მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას. ამ მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციამ სხდომის დაწყებამდე 2 დღით ადრე მაინც უნდა მიმართოს საკრებულოს თავმჯდომარეს და გამოყოს ერთი წარმომადგენელი საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად. 7. საბჭო ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საკრებულოსა და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის წარსადგენად და იღებს გადაწყვეტილებებს საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე. 8. საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენის უფლება აქვს სხდომაში მონაწილე ყველა პირს. ყველა წარდგენილი წინადადება და რეკომენდაცია შეიტანება საბჭოს სხდომის ოქმში. განსახილველ საკითხზე წინადადებები და რეკომენდაციები შეიძლება შემოტანილ იქნეს წერილობით ფორმით. ასეთი სახით შემოსულ წინადადებებს და რეკომენდაციებს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე აცნობს სხდომის მონაწილეებს და იგი დაერთვება სხდომის ოქმს. მუხლი 5🔗. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი. მუხლი 6🔗. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება, სხდომის ოქმი 1. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარი მაინც. გადაწყვეტილების მიღება ხდება საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 2. საბჭოს სხდომის მიმდინარეობა, განხილული საკითხები და მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება სხდომის ოქმით, რომელშიც უნდა აისახოს სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, სხდომის თავმჯდომარის და სხდომაზე მონაწილე წევრთა ვინაობა, საბჭოს დღის წესრიგის საკითხები, ყველა წამოყენებული წინადადება და მიღებული გადაწყვეტილება. სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. 3. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 4. საბჭოს სხდომის ოქმში შეტანილი წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნებათ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან 1 თვის ვადაში განიხილონ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობონ საბჭოს. მუხლი 7🔗. საბჭოს  დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.