„ტურისტული გიდის სერტიფიცირებისა და პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ავტორიზაციის წესის“ დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 28.05.2025
გამომცემი ორგანო სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 460070000.88.103.016001 8
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 29/05/2025
3,245 სიტყვა · ~16 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (9)
კანონი
„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონი
მუხლი 2
პერსონალის სერტიფიცირების ორგანო
ადმინისტრაციის მიერ ავტორიზებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც კანონისა და ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად ახორციელებს ტურისტული გიდის სერტიფიცირებას
მუხლი 2
ავტორიზაცია
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ პირს ანიჭებს პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს სტატუსსა და ტურისტული გიდის სერტიფიცირების უფლებამოსილებას
მუხლი 2
დაინტერესებული პირი
პირი,  რომელიც ავტორიზაციის მიზნით შესაბამისი განცხადებით მიმართავს ადმინისტრაციას
მუხლი 2
სერტიფიცირების მსურველი
პირი, რომელსაც სურს გახდეს სერტიფიცირებული გიდი და ამ მიზნით შესაბამისი განაცხადით მიმართავს პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს
მუხლი 2
სერტიფიცირებული გიდი
ტურისტული გიდი, რომელიც სერტიფიცირებულია პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს მიერ
მუხლი 2
სერტიფიკატი
პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს მიერ გაცემული ტურისტული გიდის სერტიფიკატი
მუხლი 2
მაიდენტიფიცირებელი ნიშანი
ამ წესების 22-ე მუხლით გათვალისწინებული მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, რომელსაც სერტიფიცირების ორგანო გასცემს სერტიფიცირების პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში
მუხლი 2
დავების განმხილველი კომისია
ავტორიზებული პირის მიერ შექმნილი არანაკლებ სამი და არაუმეტეს შვიდი წევრისაგან შემდგარი კომისია, რომელიც ავტორიზებული პირის სახელით განიხილავს სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებით სერტიფიცირების მსურველთა მიერ წარდგენილ საჩივრებს ამ წესებისა და სერტიფიცირების პროცედურით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 2. ამ წესებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია კანონით.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
დაწესებულებისთვის ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭების, ამ სტატუსის გაუქმებისა და ავტორიზებული პირის მიერ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისთვის − „საქპატენტისთვის“ ინფორმაციის მიწოდების წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება 91% 21.02.2024 საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგისა და აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 90% 20.02.2024 „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 31.12.2021 გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განხორციელების, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოებისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 30.03.2021 საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 08.08.2023

დოკუმენტის ტექსტი

„ტურისტული გიდის სერტიფიცირებისა და პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ავტორიზაციის წესის“ დამტკიცების თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანება №1 2025 წლის 28 მაისი ქ. თბილისი „ტურისტული გიდის სერტიფიცირებისა და პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ავტორიზაციის წესის“ დამტკიცების თაობაზე „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტისა და 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ​1“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ტურისტული გიდის სერტიფიცირებისა და პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ავტორიზაციის წესი“ თანდართული სახით. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელითამარ ყორიაული ტურისტული გიდის სერტიფიცირებისა და პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ავტორიზაციის წესი თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო 1. ეს წესი განსაზღვრავს ტურისტული გიდის სერტიფიცირებაზე პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ავტორიზაციის კრიტერიუმებს და აწესრიგებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის (შემდგომში – ადმინისტრაცია) მიერ სერტიფიცირების ორგანოსთვის ტურისტული გიდის სერტიფიცირებაზე ავტორიზაციის მინიჭების, ავტორიზაციის მინიჭებაზე უარის თქმის, ავტორიზაციის პირობების შემოწმების, ავტორიზაციის გაუქმების წესს, ამ ორგანოს მიერ ტურისტული გიდის სერტიფიცირების წესებსა და პირობებს, ტურისტული გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის გაცემისა და გაუქმების წესსა და პირობებს, ამ ნიშნის ფორმას, აგრეთვე ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს მიერ სერტიფიცირებული ტურისტული გიდების რეესტრის წარმოების წესსა და სერტიფიცირების ორგანოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. ავტორიზაცია ხორციელდება ადმინისტრაციის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და არადისკრიმინაციულად  და ტურიზმის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების მიერ მიღებული სტანდარტებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების გათვალისწინებით. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) კანონი„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ) პერსონალის სერტიფიცირების ორგანო – ადმინისტრაციის მიერ ავტორიზებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც კანონისა და ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად ახორციელებს ტურისტული გიდის სერტიფიცირებას; გ) ავტორიზაცია – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ პირს ანიჭებს პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს სტატუსსა და ტურისტული გიდის სერტიფიცირების უფლებამოსილებას; დ) დაინტერესებული პირი – პირი,  რომელიც ავტორიზაციის მიზნით შესაბამისი განცხადებით მიმართავს ადმინისტრაციას; ე) სერტიფიცირების მსურველი – პირი, რომელსაც სურს გახდეს სერტიფიცირებული გიდი და ამ მიზნით შესაბამისი განაცხადით მიმართავს პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს; ვ) სერტიფიცირებული გიდი – ტურისტული გიდი, რომელიც სერტიფიცირებულია პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს მიერ; ზ) სერტიფიკატი – პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს მიერ გაცემული ტურისტული გიდის სერტიფიკატი; თ) მაიდენტიფიცირებელი ნიშანი – ამ წესების 22-ე მუხლით გათვალისწინებული მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, რომელსაც სერტიფიცირების ორგანო გასცემს სერტიფიცირების პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში; ი) დავების განმხილველი კომისია – ავტორიზებული პირის მიერ შექმნილი არანაკლებ სამი და არაუმეტეს შვიდი წევრისაგან შემდგარი კომისია, რომელიც ავტორიზებული პირის სახელით განიხილავს სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებით სერტიფიცირების მსურველთა მიერ წარდგენილ საჩივრებს ამ წესებისა და სერტიფიცირების პროცედურით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 2. ამ წესებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია კანონით. თავი II. ავტორიზაცია მუხლი 3🔗. ავტორიზაციის ეტაპები ავტორიზაციის პროცესი შედგება შემდეგი ძირითადი ეტაპებისაგან: ა) ადმინისტრაციაში ავტორიზაციის განცხადების წარდგენა; ბ) საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კანონისა და ამ წესების მოთხოვნებთან განცხადების ფორმალური შესაბამისობის შეფასება; გ) საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კანონისა და ამ წესების მოთხოვნებთან დაინტერესებული პირის შესაბამისობის შეფასება; დ) ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება. მუხლი 4🔗. ადმინისტრაციაში განცხადების წარდგენა და ფორმალური შესაბამისობის შეფასება 1. ავტორიზაციის პროცესი იწყება დაინტერესებული პირის მიერ ადმინისტრაციაში განცხადების წარდგენით. 2. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლითა და ამ წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 3. განცხადებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან; ბ) მსოფლიო/საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციის/ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) სერტიფიცირების პროცედურა; დ) გიდის ეთიკის კოდექსი; ე) ტურისტული გიდის მაიდენტიფიცირებელი ნიშნის ნიმუში; ვ) სერტიფიკატის ნიმუში; ზ) სხვა დოკუმენტები და ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს დაინტერესებული პირის შესაბამისობას ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. 4. ადმინისტრაცია განცხადების მიღებისთანავე რეგისტრაციაში ატარებს განცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. ადმინისტრაცია განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან. 6. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაცია დაადგენს, რომ განცხადება არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, ადმინისტრაცია დაინტერესებულ პირს უდგენს ხარვეზს და განუსაზღვრავს მას დამატებით არანაკლებ 5 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. 7. თუ დადგენილ ვადაში დაინტერესებული პირი არ აღმოფხვრის ხარვეზს, ადმინისტრაცია იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი უფლებამოსილია ადმინისტრაციას მიმართოს ხელახალი განცხადებით, რომელიც განიხილება ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. მუხლი 5🔗. განცხადების შესაბამისობა ავტორიზაციასთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან 1. ადმინისტრაცია სრულყოფილი განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განმცხადებლისთვის ავტორიზაციის მინიჭების ან ავტორიზაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. 2. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი დააკმაყოფილებს ავტორიზებული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის კანონითა და ამ წესებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაშინ ადმინისტრაცია იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებით. 3. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი ვერ დააკმაყოფილებს ავტორიზებული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, კანონითა და ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაშინ ადმინისტრაცია იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციის გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს და იგი შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 6🔗. ადმინისტრაციის მიერ ინფორმაციის გამოთხოვა 1. ავტორიზაციის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე ადმინისტრაცია უფლებამოსილია განმცხადებლისგან გამოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ადმინისტრაციის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად და ხელს შეუწყობს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენას ან დაინტერესებული პირის შესაბამისობას ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. 2. დოკუმენტის/ინფორმაციის მიწოდების შესახებ ადმინისტრაციის მიმართვაში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, საგანი, მიზანი და ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა იქნეს ინფორმაცია მიწოდებული, აგრეთვე, ინფორმაციის წარმოდგენის ფორმატი (საჭიროების შემთხვევაში) და მითითება ინფორმაციის მიუწოდებლობის შესაძლო შედეგებზე. 3. ამ მუხლის მეორე პუნქტით  განსაზღვრული ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. ადმინისტრაცია უფლებამოსილია მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 15 სამუშაო დღით, დასაბუთებული განცხადების საფუძველზე, გააგრძელოს დოკუმენტის/ინფორმაციის წარდგენის ვადა. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადით ჩერდება ამ წესების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დენა. მუხლი 7🔗. ინფორმაციის მიწოდება 1. ინფორმაცია ითვლება მიწოდებულად, თუ იგი ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულყოფილად იქნა წარდგენილი ადმინისტრაციის იურიდიულ მისამართზე ან/და ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. 2. თუ ამ ინფორმაციის ადმინისტრაციის მიერ მიღება დაკავშირებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის ათვლასთან ან/და განახლებასთან, შესაბამისი ვადა აითვლება/განახლდება ინფორმაციის რეგისტრაციის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან. 3. პირი უფლებამოსილია, ადმინისტრაციას მოსთხოვოს მის მიერ წარდგენილი კონკრეტული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად და წარუდგინოს შესაბამისი დასაბუთება. 4. ადმინისტრაცია ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილ მოთხოვნას განიხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 8🔗. ინფორმაციის მიუწოდებლობა 1. ადმინისტრაციისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობად ითვლება: ა) ინფორმაციის/დოკუმენტის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობა; ბ) არასწორი ინფორმაციის/დოკუმენტის მიწოდება; გ) მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტის არასრულად მიწოდება. 2. ინფორმაციის მიუწოდებლობად არ ითვლება ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრულ ვადაში დასაბუთებული პასუხი მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შესახებ. 3. მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში ავტორიზაციასთან დაკავშირებული განცხადება რჩება განუხილველი. ასეთ შემთხვევაში შესაბამისად გამოიყენება ამ წესის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესი. მუხლი 9🔗. ავტორიზაციასთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები დაინტერესებული პირის ავტორიზაციისათვის აუცილებელია ერთდროულად დაკმაყოფილებული იყოს შემდეგი მოთხოვნები: ა) დაინტერესებული პირი დაფუძნებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით; ბ) დაინტერესებული პირი უნდა იყოს მსოფლიო/საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციის/ასოციაციის წევრი; გ) დაინტერესებულ პირს უნდა ჰქონდეს: გ.ა) ტურისტული გიდის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის გამოცდილება; გ.ბ) საკუთარი ვებგვერდი, სადაც მუდმივ რეჟიმში უნდა იყოს გამოქვეყნებული ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაცია; გ.გ) ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ დამტკიცებული გიდის ეთიკის კოდექსი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს; გ.დ) ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ დამტკიცებული სერტიფიცირების პროცედურა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს; გ.ე) ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის/ორგანოს გადაწყვეტილებით დაკომპლექტებული მუდმივმოქმედი დავების განმხილველი კომისია. მუხლი 10🔗. გიდის ეთიკის კოდექსის შეთანხმება 1. ავტორიზებულ პირს უნდა გააჩნდეს გიდის ეთიკის კოდექსი, რომელიც ავტორიზებული პირის მიერ სერტიფიცირებული გიდისათვის უნდა ადგენდეს სავალდებულო პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მაღალი ხარისხის ტურისტული მომსახურება. 2. ეთიკის კოდექსი დამტკიცებული უნდა იყოს ავტორიზებული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ და შეთანხმებული უნდა იყოს ადმინისტრაციასთან. 3. ეთიკის კოდექსი შესაბამისობაში უნდა იყოს ამ წესის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. 4. ამ წესების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ადმინისტრაცია ამოწმებს განცხადებაზე თანდართული ეთიკის კოდექსის შესაბამისობას ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. 5. იმ შემთხვევაში, თუ ეთიკის კოდექსი არ შეესაბამება ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ადმინისტრაცია ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე განმცხადებელს წერილობით აცნობებს მოტივირებულ შენიშვნებს ეთიკის კოდექსთან დაკავშირებით და განუსაზღვრავს დამატებით ვადას ეთიკის კოდექსის რედაქტირებული ვარიანტის წარმოსადგენად, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ადმინისტრაციის შენიშვნები. ამ შემთხვევაში შესაბამისად გამოიყენება ამ წესების მე-6–მე-8 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ ხელახლა წარმოდგენილი ეთიკის კოდექსი კვლავ ვერ უპასუხებს ამ წესების მე-11 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ადმინისტრაცია იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. 7. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი ეთიკის კოდექსი შესაბამისობაშია ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და ადმინისტრაცია იღებს დაინტერესებული პირის ავტორიზაციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, ეთიკის კოდექსი ითვლება შეთანხმებულად და მასზე შესაბამისად გავრცელდება ამ წესების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მუხლი 11🔗. გიდის ეთიკის კოდექსის შინაარსი 1. გიდის ეთიკის კოდექსი უნდა ეფუძნებოდეს და შეესაბამებოდეს სულ მცირე შემდეგ პრინციპებს: ა) პროფესიული ქცევის სტანდარტი – სერტიფიცირებული გიდის ვალდებულება, მისი ფუნქციები და მოვალეობები შეასრულოს მაღალი პასუხისმგებლობით, პროფესიონალიზმით და ტურისტების, კოლეგებისა და ადგილობრივი თემის წარმომადგენლების ინტერესების გათვალისწინებით; ბ) მიუკერძოებლობა და არადისკრიმინაციულობა – სერტიფიცირებული გიდის ვალდებულება, ყველას მოემსახუროს თანაბრად, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე; გ) სიზუსტე – სერტიფიცირებული გიდის ვალდებულება, ტურისტებს მიაწოდოს რეალურ ფაქტებსა და წყაროებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია; დ) კულტურული მემკვიდრეობის მიმართ პატივისცემა – სერტიფიცირებული გიდის ვალდებულება, დაიცვას და პოპულარიზაცია გაუწიოს ქვეყანაში არსებულ კულტურულ, ისტორიულ და ბუნების ძეგლებს და შესაძლებლობის ფარგლებში აღკვეთოს ტურისტების ისეთი ქმედება, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ან ზიანი მიაყენოს ასეთ ძეგლებს; ე) უსაფრთხოება – სერტიფიცირებული გიდის ვალდებულება, კონკრეტულ შემთხვევაში პრიორიტეტი მიანიჭოს ტურისტების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას და განუხრელად დაიცვას ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების ყველა წესი და სტანდარტი; ვ) გარემოზე ზრუნვა – სერტიფიცირებული გიდის ვალდებულება, საკუთარი შესაძლებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში აღკვეთოს გარემოზე ნებისმიერი სახის ნეგატიური ზემოქმედება ტურისტების მხრიდან; ზ) კონფიდენციალურობა – სერტიფიცირებული გიდის ვალდებულება, პატივი სცეს და განუხრელად დაიცვას ტურისტების პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; თ) კანონმდებლობასთან შესაბამისობა – სერტიფიცირებული გიდის ვალდებულება, პატივი სცეს და განუხრელად დაიცვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა; ი) განგრძობადი პროფესიული განვითარება – სერტიფიცირებული გიდის ვალდებულება, მუდმივად იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე; კ) ქვეყნის ტურისტულ იმიჯზე ზრუნვა – სერტიფიცირებული გიდის ვალდებულება, გაუფრთხილდეს და საკუთარი ქმედებებით საფრთხე არ შეუქმნას ქვეყნის ტურისტულ იმიჯს. 2. ავტორიზებული პირი ახორციელებს სერტიფიცირებული გიდის მიერ ეთიკის კოდექსის მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგს და ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია სერტიფიცირებული გიდის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ისეთი ზომები, როგორიც არის გაფთრხილება, სერტიფიცირების შეჩერება ან შეწყვეტა. მუხლი 12🔗. სერტიფიცირების პროცედურის შეთანხმება 1. პერსონალის სერტიფიცირების ორგანო დაინტერესებულ პირთა სერტიფიცირებას ახორციელებს ამ წესითა და ამ წესის შესაბამისად დამტკიცებული სერტიფიცირების პროცედურის შესაბამისად. 2. პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს უნდა გააჩნდეს სერტიფიცირების პროცედურა, რომელიც: ა) დამტკიცებული უნდა იყოს ამ ორგანოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ და ბ) შეთანხმებული უნდა იყოს ადმინისტრაციასთან. 3. სერტიფიცირების პროცედურა შესაბამისობაში უნდა იყოს ამ წესით გათვალისწინებულ სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან. 4. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ადმინისტრაცია ამოწმებს განცხადებაზე თანდართული სერტიფიცირების პროცედურის შესაბამისობას ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. 5. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიცირების პროცედურა არ შეესაბამება ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ადმინისტრაცია ამ წესების მე-5 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე, განმცხადებელს წერილობით აცნობებს მოტივირებულ შენიშვნებს სერტიფიცირების პროცედურასთან დაკავშირებით და განუსაზღვრავს დამატებით ვადას სერტიფიცირების პროცედურის რედაქტირებული ვარიანტის წარმოსადგენად, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ადმინისტრაციის შენიშვნები. ამ შემთხვევაში შესაბამისად გამოიყენება ამ წესების მე-6-მე-8 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ ხელახლა წარმოდგენილი სერტიფიცირების პროცედურა კვლავ ვერ უპასუხებს ამ წესების მე-11 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ადმინისტრაცია იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. 7. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი სერტიფიცირების პროცედურა  შესაბამისობაშია ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და ადმინისტრაცია იღებს დაინტერესებული პირის ავტორიზაციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, მაშინ ეთიკის კოდექსი ითვლება შეთანხმებულად და მასზე შესაბამისად გავრცელდება ამ წესების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მუხლი 13🔗. სერტიფიცირების პროცედურის შინაარსი 1. სერტიფიცირების პროცედურა შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კანონისა და ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. 2. სერტიფიცირების პროცედურა სულ მცირე უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესით სერტიფიცირებისათვის დადგენილ მოთხოვნებსა და დადგენილ სტანდარტებს. 3. ტურისტებისთვის მაღალი ხარისხის ტურისტული მომსახურების გასაწევად სერტიფიცირების პროცედურა უნდა უზრუნველყოფდეს მხოლოდ ისეთ პირთა სერტიფიცირებას, რომლებიც ფლობენ სათანადო კომპეტენციას, კვალიფიკაციას, პროფესიულ უნარებს და აკმაყოფილებენ ეთიკის შესაბამის სტანდარტებს. 4. სერტიფიცირების პროცედურა, უნდა განსაზღვრავდეს სერტიფიცირების მსურველ პირთა სერტიფიცირების წესს, ვადებს, სერტიფიცირებისათვის აუცილებელ იმ მინიმალურ მოთხოვნებსა და სტანდარტებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სერტიფიცირებული გიდი. 5. სერტიფიცირების პროცედურა, სულ მცირე, უნდა აწესრიგებდეს შემდეგ საკითხებს: ა) სერტიფიცირებასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები – სერტიფიცირების განცხადების წარდგენასთან, მის განხილვასთან და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული წესები, წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა, სერტიფიკატის გაცემის წესი, გაცემული სერტიფიკატის მოქმედების ვადა და ა.შ.; ბ) სერტიფიცირების კრიტერიუმები – წინასწარგანსაზღვრული კრიტერიუმები, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს სერტიფიცირების მსურველი, განათლებას, ენობრივ უნარებს, გამოცდილებას და კვალიფიკაციასთან დაკავშირებულ სხვა საკითხების, რომელთა დაკმაყოფილებაც წარმოადგენს სერტიფიცირების მსურველის სერტიფიცირების წინაპირობებს, რომელიც სულ მცირე უნდა მოიცავდეს: შესაბამის პროფესიულ უნარებს და საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის ცოდნას და გიდის საერთაშორისო ეთიკის კოდექსის ცოდნასა და აღიარებას; გ) კვალიფიკაციის შეფასება – სერტიფიცირების პროცესი უნდა ითვალისწინებდეს გამოცდას, რომელიც აუცილებელია სერტიფიცირების კრიტერიუმებთან სერტიფიცირების მსურველის შესაბამისობის დასადგენად; დ) სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება/შეწყვეტა – სერტიფიკატის მოქმედების ვადა, სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების/შეწყვეტის წინაპირობები, წესი და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები; ე) სერტიფიკატისა და მაიდენტიფიცირებელი ნიშნის გაცემის ვადა, წესი და პროცედურა; ვ) დავების განმხილველი კომისიის მიერ სერტიფიცირების მსურველთა საჩივრების განხილვის წესი, სულ მცირე იმ  პირობით, რომ ამ კომისიის მიერ საჩივრის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ვადა არ იქნება 10 სამუშაო დღეზე მეტი და გათვალისწინებული იქნება კომისიის ვალდებულება გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელოს დამოუკიდებლობის, ობიექტურობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპებზე დაყრდნობით. მუხლი 14🔗. გიდის ეთიკის კოდექსისა და სერტიფიცირების პროცედურის გამოქვეყნება ავტორიზებული პირი ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ადმინისტრაციასთან შეთანხმებული გიდის ეთიკის კოდექსი და სერტიფიცირების პროცედურა. მუხლი 15🔗. გიდის ეთიკის კოდექსისა და სერტიფიცირების პროცედურის გამოყენება და მისი ცვლილება 1. ავტორიზებული პირი ვალდებულია იხელმძღვანელოს მხოლოდ ადმინისტრაციასთან შეთანხმებული გიდის ეთიკის კოდექსითა და სერტიფიცირების პროცედურით. 2. გიდის ეთიკის კოდექსისა და სერტიფიცირების პროცედურის ადმინისტრაციასთან შეთანხმება ხდება ამ წესების მე-10-მე-12 მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. გიდის ეთიკის კოდექსისა და სერტიფიცირების პროცედურის შემდგომი ცვლილება საჭიროებს ადმინისტრაციასთან შეთანხმებას. 4. გიდის ეთიკის კოდექსისა და სერტიფიცირების პროცედურის შემდგომი ცვლილების მიზნით ავტორიზებული პირი შესაბამისი განცხადებით მიმართავს ადმინისტრაციას და განცხადებასთან ერთად წარუდგენს ადმინისტრაციასთან უკვე შეთანხმებული  გიდის ეთიკის კოდექსისა და სერტიფიცირების პროცედურის ცვლილების პროექტის. აღნიშნულ განცხადებასთან მიმართებით შესაბამისად გამოიყენება ამ წესების მე-4-მე-8 მუხლებით დადგენილი წესი. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას ადმინისტრაცია განიხილავს 30 კალენდარული დღის ვადაში. 6. იმ შემთხვევაში, თუ ცვლილების პროექტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, კანონითა და ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ადმინისტრაცია იღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი ცვლილების პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით. 7. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია ავტორიზებული პირის დავების განმხილველი კომისიის მიერ სერტიფიცირებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს ადმინისტრაციაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იმ შემთხვევაში, თუ იგი მიიჩნევს, რომ სერტიფიცირების პროცესში ავტორიზებული პირის მიერ: ა) დაირღვა ამ წესების მოთხოვნები; ბ) დაირღვა ადმინისტრაციასთან შეთანხმებული პროცედურით გათვალისწინებული მოთხოვნები; გ) დაინტერესებული პირის მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მიდგომას. მუხლი 16🔗. ავტორიზაციის შეჩერება/გაუქმება ადმინისტრაცია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის დროებით შეჩერების ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, თუ ავტორიზებული პირი: ა) არასათანადოდ ატარებს სერტიფიცირების პროცესს; ბ) არ ახორციელებს სერტიფიცირებული გიდების შემდგომ მონიტორინგს; გ) საკუთარი ქმედებებით საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტურისტულ იმიჯს; დ) სერტიფიცირების ორგანო არღვევს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის ამ წესითა და კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. თავი III. სერტიფიცირება მუხლი 17🔗. სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები 1. სერტიფიცირებისათვის აუცილებელია შესაბამისი სუბიექტი აკმაყოფილებდეს, სულ მცირე, შემდეგ მოთხოვნებს: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული უნდა იყოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში; ბ) უნდა აკმაყოფილებდეს განათლებასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ შემდეგ წინაპირობას: ბ.ა) უნდა ჰქონდეს აკადემიური უმაღლესი განათლება, რომელიც დასტურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით, რომელიც აღიარებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ან; ბ.ბ)უნდა ჰქონდეს მოთხოვნილი სერტიფიცირების სფეროს შესაბამისი პროფესიული განათლება, რაც დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომით ან/და  პროფესიული მომზადების პროგრამის ან  პროფესიული გადამზადების პროგრამის გავლის დამადასტურებელი სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატით; გ) უნდა ჰქონდეს პირველი გადაუდებელი დახმარების ტრენინგკურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია მას შემდეგ, რაც სერტიფიცირების მსურველი დააკმაყოფილებს სხვა მოთხოვნებს და აღნიშნულთან დაკავშირებით მიიღებს პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს შესაბამის შეტყობინებას. ასეთ შემთხვევაში,  პერსონალის სერტიფიცირების ორგანო ამავე შეტყობინებით სერტიფიცირების შესაბამის მსურველს განუსაზღვრავს ვადას ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოსადგენად, რომელიც არ უნდა იყოს 2 თვეზე ნაკლები. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა, პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს მიერ დამტკიცებული და ადმინისტრაციასთან შეთანხმებული სერტიფიცირების პროცედურა შესაძლებელია ადგენდეს სხვა დამატებით მოთხოვნებსაც. მუხლი 18🔗. სერტიფიცირების ეტაპები სერტიფიცირების პროცესი შედგება შემდეგი ძირითადი ეტაპებისაგან: ა) პერსონალის სერტიფიცირების ორგანოში სერტიფიცირებასთან დაკავშირებული განცხადების წარდგენა; ბ) შესაბამისი პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს სერტიფიცირების პროცედურასთან და ამ წესების მოთხოვნებთან განცხადების ფორმალური შესაბამისობის შეფასება; გ) შესაბამისი პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს სერტიფიცირების პროცედურასთან და ამ წესების მოთხოვნებთან სერტიფიცირების მსურველის შესაბამისობის შეფასება; დ) სერტიფიცირების მსურველის გამოცდა; ე) სერტიფიცირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება. მუხლი 19🔗. სერტიფიცირების განცხადების ფორმალური შესაბამისობის შეფასება 1. სერტიფიცირების პროცესი იწყება სერტიფიცირების მსურველის მიერ პერსონალის სერტიფიცირების ორგანოში განცხადების წარდგენით. 2. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს მიერ დამტკიცებული სერტიფიცირების პროცედურისა და ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 3. განცხადებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) ამონაწერი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან; ბ) უმაღლესი ან შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) პირველი გადაუდებელი დახმარების ტრენინგკურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) პირადობის მოწმობის ასლი ან და შრომითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაცემულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ე) სერტიფიცირების პროცედურით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი. 4. სერტიფიცირების განაცხადის ამ წესითა და სერტიფიცირების პროცედურით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ფორმალური შესაბამისობის შეფასებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება შესაბამისი პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს მიერ დამტკიცებული სერტიფიცირების პროცედურით. 5. სერტიფიცირების განაცხადის ამ წესითა და სერტიფიცირების პროცედურით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ფორმალური შესაბამისობის შეფასების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 სამუშაო დღეს. მუხლი 20🔗. სერტიფიცირების პროცესის ვადა 1. სერტიფიცირების პროცესი  ხორცილდება წელიწადში მინიმუმ ორჯერ. 2. სერტიფიცირების ორგანო სერტიფიცირების პროცესის დაწყებისა და საგამოცდო კომისიის შემადგენლობის, მათ შორის, კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაციას წინასწარ წერილობით აწვდის სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას. მუხლი 21🔗. სერტიფიცირების მსურველის გამოცდა 1. სერტიფიცირების წინაპირობაა სერტიფიცირების მსურველის მიერ სერტიფიცირების პროცედურით გათვალისწინებული გამოცდის წარმატებით ჩაბარება. 2. გამოცდის სახეები, ეტაპები და ჩატარების წესი განისაზღვრება სერტიფიცირების პროცედურით იმ პირობით, რომ: ა) აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე პირისთვის გამოცდა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ა.ა) ტესტირება/გასაუბრება – ტარდება აუდიტორიაში ქართულ ენაზე, პროფესიული ცოდნისა  და უნარების შემოწმების მიზნით; ა.ბ) საფეხმავლო ტურის გამოცდა – ტარდება წინასწარგანსაზღვრულ მარშრუტზე. ასეთი ტიპის გამოცდისას მოწმდება საფეხმავლო ტურის გაძღოლის უნარებისა და შესაბამისი პროფესიული ცოდნა, ისევე როგორც ენობრივი კომპეტენცია (სურვილის მიხედვით კანდიდატის მიერ შერჩეულ უცხო ენაზე/ენებზე); ა.გ) შიდა სივრცის გამოცდა – ტარდება წინასწარგანსაზღვრულ ობიექტზე/შიდა სივრცეში. ასეთი ტიპის გამოცდისას მოწმდება შიდა სივრცეში ტურის გაძღოლის უნარები და შესაბამისი პროფესიული ცოდნა, ისევე როგორც ენობრივი კომპეტენცია (სურვილის მიხედვით კანდიდატის მიერ შერჩეულ უცხო ენაზე/ენებზე); ა.დ) სატრანსპორტო ტურის გამოცდა – ტარდება წინასწარგანსაზღვრულ მარშრუტზე. ასეთი ტიპის გამოცდისას, მოწმდება ტრანსპორტის ტურის გაძღოლის უნარები და პროფესიული ცოდნა, ისევე როგორც ენობრივი კომპეტენცია (სურვილის მიხედვით კანდიდატის მიერ შერჩეულ უცხო ენაზე/ენებზე). ბ) სერტიფიცირების სფეროში (გიდის) შესაბამისი განათლების მქონე პირისთვის ტესტირება/გასაუბრება – ტარდება აუდიტორიაში ქართულ და დამატებით მისთვის სასურველ უცხო ენაზე, პროფესიული უნარების, ისევე როგორც ენობრივი კომპეტენციის შემოწმების მიზნით. მუხლი 22🔗. სერტიფიცირებული გიდის მაიდენტიფიცირებელი ნიშანი 1. სერტიფიცირების პროცესის წარმატებით გავლის შემთხვევაში პერსონალის სერტიფიცირების ორგანო გასცემს შესაბამის მაიდენტიფიცირებელ ნიშანს, რომელიც მოქმედებს სერტიფიკატის მოქმედების ვადის განმავლობაში. 2. სერტიფიცირების ორგანო სერტიფიცირების წარმატებით გავლის შემდეგ სერტიფიცირებულ ტურისტულ გიდზე გასცემს ტურისტული გიდის მაიდენტიფიცირებელ ნიშანს: 3. მაიდენტიფიცირებელი ნიშანი გაიცემა მატერიალური ფორმით. 4. მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მოქმედების ვადა განისაზღვრება სერტიფიცირების მოქმედების ვადით. 5. მაიდენტიფიცირებელ ნიშანზე მითითებული უნდა იყოს, სულ მცირე, შემდეგი ინფორმაცია: ა) სერტიფიცირებული გიდის სახელი და გვარი; ბ) სერტიფიცირებული გიდის ფოტოსურათი; გ) სერტიფიცირებისა მოქმედების ვადა; დ) სერტიფიცირების სფერო (ტურისტული გიდი); ე) ინფორმაცია ენობრივი კომპეტენციის შესახებ; ვ) სერტიფიცირების ორგანოს საკონტაქტო ინფორმაცია; ზ) მოქმედი სერტიფიკატის უნიკალური ნომერი; თ) უნიკალური QR კოდი; 6. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მაიდენტიფიცირებელ ნიშანზე მიეთითება ქართულ და ინგლისურ ენებზე. 7. მაიდენტიფიცირებელი ნიშანი უნდა იყოს შემდეგი ზომის: ა) სიგანე 8.5 სანტიმეტრი; ბ) სიმაღლე – 5.5  სანტიმეტრი. მუხლი 23🔗. სერტიფიცირების საფასური 1. მაიდენტიფიცირებელი ნიშნის გაცემის/აღდგენისა და სერტიფიცირების საფასურს განსაზღვრავს სერტიფიცირების ორგანო. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასური უნდა იყოს გონივრული და უნდა იყოს საკმარისი იმისათვის, რომ დაფაროს მაიდენტიფიცირებელი ნიშნის გაცემასთან/აღდგენასთან და სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებული ხარჯები. 3. ადმინისტრაცია უფლებამოსილია სერტიფიცირების ორგანოს მოსთხოვოს სერტიფიცირების საფასურთან და მაიდენტიფიცირებელი ნიშნის გაცემასთან/აღდგენასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში შესაბამისად გამოიყენება ამ წესის მე-6-მე-8 მუხლებით დადგენილი წესი. მუხლი 24🔗. სერტიფიცირების მოქმედების ვადა 1. სერტიფიცირების პროცესის წარმატებით გავლის შემთხვევაში პერსონალის სერტიფიცირების ორგანო გასცემს სერტიფიკატს. 2. სერტიფიკატი გაიცემა მატერიალური ფორმით. 3. სერტიფიკატის მოქმედების ვადა შეადგენს სამ წელს. 4. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიკატის მოქმედების ვადის განმავლობაში შესაბამისი პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ავტორიზაცია გაუუქმდა ამ წესების მე-16 მუხლის საფუძველზე, სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება: ა) ავტორიზაციის გაუქმებიდან ერთი წლით ან; ბ) არაუმეტეს სერტიფიკატის მოქმედების ვადით, თუ სერტიფიკატის მოქმედების ვადა იწურება შესაბამისი პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ავტორიზაციის გაუქმებიდან ერთ წელზე ნაკლებ ვადაში. 5. მასერტიფიცირებელი ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სერტიფიცირებულ პირებს ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე. მუხლი 25🔗. სერტიფიცირებული გიდების რეესტრი 1. სერტიფიცირებული გიდი რეგისტრირდება სერტიფიცირებული გიდების რეესტრში. 2. სერტიფიცირებული გიდების რეესტრს აწარმოებს შესაბამისი პერსონალის სერტიფიცირების ორგანო. 3. რეესტრის წარმოება ხდება ელექტრონული ფორმით. 4. სერტიფიცირებული გიდების რეესტრი უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ვებგვერდზე. 5. რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრება სერტიფიცირების პროცედურით. 6. შესაბამისი პერსონალის სერტიფიცირების ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს რეესტრის გაზიარება ადმინისტრაციისთვის. ინფორმაციის გაზიარება უნდა მოხდეს ავტომატიზებული ელექტრონული შეტყობინებების საშუალებით, მყისიერად, რეესტრში ნებისმიერი ცვლილების განხორციელებისას.