📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობისა და იმ დასახლების განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა

მიღების თარიღი 29.05.2025
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.125.016561 3171
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 02/06/2025
215 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ დასახლების განსაზღვრის შესახებ, სადაც არ არის ავტოსადგური და  სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 29.04.2025 ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობისა და იმ დასახლებების განსაზღვრის შესახებ, სადაც ავტოსადგურის არარსებობის გამო სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 23.05.2025 ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობისა და იმ დასახლებების განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 04.06.2025 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იმ დასახლებების ნუსხის დამტკიცების შესახებ, სადაც არ არის ავტოსადგური და სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 28.05.2025 ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 29.05.2025

დოკუმენტის ტექსტი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობისა და იმ დასახლების განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 2025 წლის 29 მაისი ქ. ტყიბული ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობისა და იმ დასახლების განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ1“ და „კ2“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის პირველი და  მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ 6​1 მუხლის მე-7 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქ. ტყიბულის ტერიტორიაზე (შემოსასვლელში – ტყვარჩელის ქუჩაზე და გასასვლელში – თამარ მეფის მოედნის მიმდებარედ) მიზანშეწონილია განთავსდეს 2 (ორი) ერთეული ავტოსადგური. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი დასახლებები, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა: ა) სოფელი კურსები; ბ) სოფელი ორპირი; გ) სოფელი ცუცხვათი; დ) სოფელი სოჩხეთი; ე) სოფელი გურნა; ვ) სოფელი საწირე; ზ) სოფელი მუხურა; თ) სოფელი ძმუისი; ი) სოფელი ჯვარისა; კ) სოფელი ოჯოლა; ლ) სოფელი ციხია. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ დასახლებების განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 თებერვლის №7 დადგენილება („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 04/03/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.125.016553). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსებ რობაქიძე