ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა
მიღების თარიღი 29.05.2025
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016488 3171
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/05/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.05.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობისა და იმ დასახლებების ნუსხის დამტკიცების შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობისა და იმ დასახლებების განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა და ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურების განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2025 წლის 29 მაისი
ქ. ხობი
ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა
საქართველოს ორგანული კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ1“ და კ2 ქვეპუნქტების, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 61 მუხლის მე-7 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქალაქ ხობის ტერიტორიაზე განთავსდეს 1 (ერთი) ავტოსადგური.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს თანდართული ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული იმ დასახლებების ჩამონათვალი, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ქავთარაძე
დანართი
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული იმ დასახლებების ჩამონათვალი, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა
1. ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი ზუბი;
2. ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი გაშფერდი;
3. ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი ახალსოფელი;
4. ზემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი საალანიო – საფაჩულიო;
5. თორსა-დღვაბის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი თორსა;
6. პატარა ფოთის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი პატარა ფოთი;
7. პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი საკვიკვინიო;
8. საგვიჩიოს ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი საგვიჩიო;
9. საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი ზენი;
10. ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი ბულიში;
11. ყულევის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი ყულევი;
12. შავღელეს ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი შავღელე;
13. ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი ძველი ხიბულა.