ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.05.2025
გამომცემი ორგანო მესტიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.103.016465 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 02/06/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.05.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- მესტიის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 23.02.2018
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ “ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ”
დოკუმენტის ტექსტი
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2025 წლის 30 მაისი
დაბა მესტია
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი
დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.თ“ ქვეპუნქტის და „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის,საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
მესტიის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას მესტიის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მესტიის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 თებერვალის №15 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 05/03/2018, სარეგისტრაციო კოდი:010250050.35.103.016278).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე
დანართი
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ,,ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტში შეიქმნას ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო (შემდგომში – საბჭო).
2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის, ამ დებულების და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 2🔗. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო
საბჭო არის მუნიციპალიტეტის სათათბირო საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.
მუხლი 3🔗. საბჭოს ძირითადი ამოცანები
საბჭოს ამოცანებია:
ა) თემატური მოკვლევის საფუძველზე გამოვლენილი გამოწვევების შესწავლა, კონკრეტული რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება მუნიციპალიტეტის შესაბამის პროგრამებსა და ბიუჯეტში ასახვის მიზნით;
ბ) არსებული მუნიციპალური, სახელმწიფო პროგრმებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის პერიოდულად გავრცელება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, შესაბამისი კამპანიების წარმოება;
გ) საბჭოს საქმიანობის მიზნებისთვის სტატისტიკური მონაცემების დამუშავება სქესის, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაცემების გათვალისწინებით;
დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განხორციელებული აქტივობების (საუკეთესო პრაქტიკის) შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, მათ შორის სოციალურ მედიაში;
ე) ქალებისა და ბავშვების უფლებების შესახებ ინტეგრირებული საგანმანათლებლო სესიების ჩატარება სკოლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში და ახალგაზრდულ სივრცეებში;
ვ) განიხილოს ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებები და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს რეკომენდაციები;
ზ) უფლება აქვს გამოითხოვოს ქალთა და ბავშვთა საკითხების შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი შემთხვევებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) ქალთა და ბავშვთა საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე სპეციალისტები ან/და ექსპერტები;
ი) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლის და გამოკვლევის მიზნით, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან;
კ) ითანამშრომლოს ქალთა ჯგუფებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
ლ) დაიცვას საბჭოს მიერ მუშაობის პროცესში მოპოვებული პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაცია;
მ) საკრებულოს წარუდგინოს საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტები;
ნ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი;
ო) წელიწადში ერთხელ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში ქალთა და ბავშვთა სოციალური და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
მუხლი 4🔗. საბჭოს სტრუქტურა და ფორმირება
1. საბჭოს ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
მის შემადგენლობაში შედიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ბიზნეს სექტორის, არასამთავრობო სექტორის და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები. საბჭოს შემადგელობა განისაზღვრება არანაკლებ 7 და არაუმეტეს 15 წევრით და მის შემადგენლობას შესაბამისი ბრძანებით ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.
2. საბჭოს წევრობის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) საბჭოს წევრის მიერ საბჭოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 3-ჯერ გამოუცხადებლობა
გ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
დ)საბჭოს წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
ე) გარდაცვალება;
ვ) მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა უფლებამოსილების შეწყვეტა და საჯარო მოხელეთა გათავისუფლება.
მუხლი 5🔗. საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი
1. საბჭოს პირველ სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც საბჭოს შემადგენლობიდან ირჩევს მოადგილეს და მდივანს.
2. საბჭოს ყოველ მორიგ სხდომას 3 თვეში ერთხელ მაინც იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში სხდომას იწვევს და უძღვება საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. საჭიროების შემთხვევაში ცალკეული საკითხების განხილვის მიზნით შესაძლებელია მოწვეულ იქნეს საბჭოს რიგგარეშე სხდომა.
3. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს საბჭოს წევრებთან შეთანხმებით ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.
4. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს, საბჭოს წევრს და დაინტერესებულ პირს საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
5. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
6. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
7. საბჭოს სხდომები და გადაწყვეტილებები ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე წევრები.
8. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საჯაროა და ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე.
9. საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და წინადადებები ეგზავნება მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს და თანამდებობის პირებს შემდგომში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გათვალისწინების მიზნით.